• რეკლამა
  • კონტაქტი
16:27, შაბათი, 21 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჩხოროწყუს მერიის ა(ა)იპ-ი პარლამენტის წევრის ჯუმბერ იზორიას ძმისგან საწვავს გამარტივებული წესით ყიდულობს”

ალია ავტორი - ალია
18:55 01-28-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მოუწოდებს “სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს” და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს, შეისწავლოს ა(ა)იპ “ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრის” მიერ საწვავის შესყიდვის პროცესის კანონიერების საკითხი.

როგორც მათ მიერ გავრცლებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ჩხოროწყუს მერიის ა(ა)იპ “ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრი” საქართველოს პარლამენტის წევრის, ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსის ჯუმბერ იზორიას ძმისგან – ბადრი იზორიასგან (ინდივიდუალური მეწარმე) საწვავს გამარტივებული, პირდაპირი წესით ყიდულობს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, “ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრის” მიერ საწვავის პირდაპირი წესით შესყიდვის პროცესში რამდენიმე პრობლემატური გარემოება იკვეთება.

„მუნიციპალური ა(ა)იპ ბადრი იზორიასთან გამარტივებული შესყიდვების ხელშეკრულებას 2018 წლის ივლისიდან აფორმებს, სულ 17 ხელშეკრულება იქნა გაფორმებული, რომელთაგან 16 შემთხვევაში ა(ა)იპ-მ საწვავი შეისყიდა, ერთხელ კი საავტომობილო ტრანსპორტის მომსახურება. 2018 წელს პირდაპირი წესით საწვავი სამჯერ იქნა შესყიდული, 2019 წელს 12-ჯერ, 2020 წელს კი ერთხელ. ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ კი 145 966 ლარი შეადგინა.

ა(ა)იპ “ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრის” მიერ საწვავის პირდაპირი წესით შესყიდვის პროცესში პრობლემატურია რამდენიმე გარემოება:

ჯუმბერ იზორია ჩხოროწყუს პოლიციის უფროსის პოზიციაზე მუშაობისას საწვავისა და სიგარეტის კონტრაბანდასთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვა, კერძოდ ტელეკოპმანია “რუსთავის 2”-მა 2018 წლის ოქტომბერში გაავრცელა ინფორმაცია, რომ იზორიას ოჯახიდან ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოტანილი კონტრაბანდული საწვავი და სიგარეტი იყიდებოდა. სიუჟეტის გასვლიდან ერთ კვირაში იზორიამ თანამდებობა დატოვა, თუმცა ორ თვეში კვლავ უწინდელ პოზიციაზე აღადგინეს. 2019 წლის დეკემბერში კი ჯუმბერ იზორია საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა, მან პარლამენტში ყოფილი დეპუტატი აკაკი ზოიძე ჩაანაცვლა;

აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ-ს ელექტრონული ტენდერები საწვავის შესყიდვაზე არც ერთხელ არ გამოუცხადებია, ყოველ ჯერზე გამარტივებული, პირდაპირი შესყიდვის მეთოდი აქვს გამოყენებული;

გამარტივებული შესყიდვის საფუძვლად ძირითადად გადაუდებელი აუცილებლობა ან სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიება სახელდება. როგორც წესი, შემსყიდველმა ორგანიზაციამ ყოველთვის იცის, თუ რა მოცულობის საწვავის შესყიდვა მოუწევს ყოველ შემდეგ წელს, მის შესასყიდად კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, კონსოლიდირებული ან/და ელექტრონული ტენდერის მექანიზმებს იყენებენ.

აღსანიშნავია, რომ ბადრი იზორია ჯუმბერ იზორიას შვილის, გელა იზორიას ბიზნესპარტნიორია: იგი არის შპს “თაიგულის” 15% წილის მფლობელი და დირექტორი, ამავე კომპანიის 32%-ს ფლობს გელა იზორია.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, აღნიშნული გარემოებები წარმოშობს ეჭვს პროცესის გამჭვირვალობასთან და შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან მიკერძოებულ მიდგომასთან დაკავშირებით.

გაუგებარია, თუ რატომ აფორმებს ა(ა)იპ “ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა–პატრონობის ცენტრი” საწვავის შესაძენად გამარტივებულ შესყიდვებს დაჩქარებულად. სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, უნდა გამოცხადდეს კონკურენტული ტენდერი, რაც მომსახურეობის ფასს შეამცირებს და შესაძლო ფარული გარიგებების რისკს აღმოფხვრის”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს

11:32 11-20-2026
„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის  ახალი კამპანია   
ახალი ამბები

„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის ახალი კამპანია   

17:09 11-19-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:33 11-19-2026
თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში
ახალი ამბები

თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში

13:55 11-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved