• რეკლამა
  • კონტაქტი
00:40, ოთხშაბათი, 12 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა გახდა “ჰერაში” მშობიარე ქალის სიკვდილის მიზეზი? – “პოლიციამ გამომკითხა – ეს ჩვეულებრივი მოვლენაა”

ალია ავტორი - ალია
18:06 08-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
166

გუშინ სამშობიარო კლინიკა “ჰერაში” მშობიარობა ტრაგედიით დასრულდა. 41 წლის პაციენტი, რომელმაც 9 წლიანი ლოდინის შემდეგ ტყუპები გააჩინა გარდაიცვალა.

მშობიარე თამუნა მინაშვილს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. საკეისრო კვეთა ექიმმა ირაკლი მაჭარაძემ გააკეთა.

“პრაიმტაიმი” მეან-გინეკოლოგს ირაკლი მაჭარაძეს დაუკავშირდა.

– როდესაც მთავრდებოდა საკეისრო კვეთა, მოხდა არტერიული წნევის ვარდნა და გულის გაჩერება. ყველანაირ ზომას მივმართეთ, მაგრამ სამწუხაროდ დადგა ბიოლოგიური სიკვდილი. პაციენტის ცხედარი გადაყვანილია სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში და საბოლოო მიზეზი სწორედ ექსპერტიზის შემდეგ გახდება ცნობილი. წინასწარი დიაგნოზი ალბათ არის თრომბოემბოლია.

– საკეისრო კვეთამდე ყველანაირი გამოკვლევა ჩაუტარეთ?

– კი, ყველა ანალიზი გავუკეთეთ. ტყუპი ნაყოფი იყო და სამწუხაროდ მოხდა ეს.

– ორსულობა როგორ მიმდინარეობდა მისი?

– მისი ორსულობა დამაკმაყოფილებლად მიდიოდა, რამდენჯერმე საჭირო გახდა მედიკამენტოზური ჩარევა, თუმცა სერიოზული არაფერი.

– პოლიციამ გამოგკითხათ უკვე?

– კი, დაწყებულია გამოძიება. ვიყავი პოლიციაში უკვე. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, ამის შემდეგ იქნება ექსპერტიზის პასუხი და გადაწყდება ყველაფერი.

პრაიმტაიმი

თეგები: კლინიკა ჰერა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე
ახალი ამბები

16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე

12:16 08-11-2026
შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება
ახალი ამბები

შემოქმედებითი ინდუსტრიის მთავარი მოვლენა – თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA-ის მე-10 საიუბილეო ფესტივალი იმართება

12:03 08-11-2026
საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი
ახალი ამბები

საქართველოს ეროვნული AI-ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი – თიბისი

16:18 08-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved