• რეკლამა
  • კონტაქტი
01:10, პარასკევი, 9 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თუ ხელით დაათრევდა ვაშაძეს, 2018 წელს რატომ გვითხრა, კარგი პრემიერი იქნებოდაო?”

ალია ავტორი - ალია
18:58 08-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

გიორგი ვაშაძე „ძალა ერთობაშიას“ გამოეყო და „სტრატეგია აღმაშენებელი“ დააფუძნა, მას თან გაჰყვა პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი, რომელიც კენჭს საბურთალოს რაიონში იყრის.

გიორგი ვაშაძის ოპოზიციური მაგიდიდან წასვლას, გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი.

„პრაიმტაიმი“ თაკო ჩარკვიანს დაუკავშირდა და მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასება სთხოვა.

– ქალბატონო თაკო, როგორ შეაფასებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ, გუშინ გაკეთებულ განცხადებას?

–  სააკაშვილს ფეისბუქით ფერადი ყვავილები გავუგზავნე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული იმ ნაბიჯის სისწორეში, რომელიც გადავდგი და ჩემი პარტია „კანონი და სამართალი“, გიორგი ვაშაძის პლატფორმასთან „სტრატეგია აღმაშენებელთან“ გაერთიანებით.

2018 წელს არჩევნების მეორე ტური პოლარიზებამ მოგვიტანა და პრაქტიკულად მოგებული არჩევნები წავაგეთ.

ერთ რამეში არ ვამტყუნებ მიხეილ სააკაშვილს, ის აქ არ ცხოვრობს და როდესაც სამშობლოდან შორს ხარ, სხვაგვარად ჩანს ყველაფერი.  ამიტომ, შესაძლოა მართლა შავ-თეთრი ჩანს ყველაფერი, მაგრამ ეს ასე არ არის, ხალხი და ამომრჩეველი შავ-თეთრად არ აზროვნებს.

ბევრია, ვისაც არ სურს პოლარიზებულ არჩევნებში მონაწილეობა. ერთხელ დავწერე კიდეც და ახლაც მიკვირს, მის გვერდით ორმაგი სტანდარტის მქონე პირების გარემოცვაში როგორ მოახერხა რეფორმების ჩატარება?

ის რეფორმატორია, ვრჩები ამ რეფორმების პატივისმცემლად, მაგრამ მინდა მხოლოდ რეფორმები დარჩეს და ის შეცდომები რომელიც მისი მმართველობის დროს იყო არ მინდა განმეორდეს.

პოლარიზება შეიძლება მოიტანოს ივანიშვილის და მისი განაყოფი პარტიების დატოვებამ.

ასე სიტყვის სროლა ადამიანების მიმართ, ვინც ოჯახები დააყენა საფრთხის წინაშე, არ შეიძლება. ეს განცხადება მისი შეცდომა იყო, მაგრამ ნიჭიერ ადამიანებსაც მოსდით შეცდომები.

ჭორებს რომ ავყვე, ჩემთან რა ჭორებიც მოუტანიათ სააკაშვილის შესახებ, 2018 წელს „ძალა ერთობაშია“-ს გვერდით არ დავდგებოდი.

ჩვენ მრავალხმიანობის ქვეყანა ვართ, ჩვენი გენეტიკაა ბრწყინვალე ფოლკლორი და ამაში კარგის ემტი არაფერია.

– მან თქვა, რომ გიორგი ვაშაძეს მთელი ცხოვრება ხელით დაათრევდა…

– თუ ხელით დაათრევდა 2018 წელს რატომ გვითხრა, კარგ პრემიერი იქნებოდაო. ორჯერ თქვა ეს. გულწრფელად ვუსურვებ სამშობლოში დაბრუნებას მიხეილ სააკაშვილს, ვრჩები მისი რეფორმების პატივისმცემლად და ამის პარალელურად, არ მინდა ის შეცდომები განმეორდეს.

– სააკაშვილმა ინტერვიუში ასევე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უმრავლესობით მოიგებს და სრულად დააკომპელქტებს მთავრობას, თქვენ რა პროგნოზები გაქვთ?

– დასავლურ ვექტორს გასაყოფი არაფერი გვაქვს, მოვა? კარგი თუ მოვა. ვნახოთ ის გეგმა, რომელიც მას აქვს, როგორ განვითარდება.

თუ ისევ ის სცენარი განმეორდა, ისეთ კარგ კადრს, როგორიც გიორგი ვაშაძეა, რეფორმატორი, აქტიური, დასავლური ღირებულებების მქონე, ოლიგარქს უნდა დაუტოვო? ცოტა ხომ უნდა ვიფიქროთ?!

„ძალა ერთობაშია“-ს  დასჭირდა პიროვნებები და ასე დაგვჭირდება ჩვენ ერთმანეთი. ცოტა უნდა იფიქროს, წინ გაიხედოს.

თეგები: თაკო ჩარკვიანიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად
ახალი ამბები

ივაჭრე კრიპტოთი თიბისის მობაილბანკში და მიიღე ბიტკოინი ბონუსად

16:51 10-08-2026
მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი
ახალი ამბები

მობაილბანკის სექტემბრის განახლებები – კიდევ უფრო მარტივი, მოქნილი და შენზე მორგებული – თიბისი

14:30 10-08-2026
თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ The Digital Banker Global Mass Affluent Wealth Awards 2026-ზე ექვსი პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

13:56 10-08-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება

15:07 10-07-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved