• რეკლამა
  • კონტაქტი
08:24, კვირა, 13 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რომელია ბნელი მხარე და რას ამბობს თალაკვაძე გიორგი ვაშაძეზე?

ალია ავტორი - ალია
16:06 08-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

ვინ უფრო ნათელ მხარეს დგას – ვაშაძე თუ სააკაშვილი, ამის შეფასება საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს არ გაუჭირდებათ, რადგან პოლიტიკური სივრცე დღეს გახსნილია. ალბათ, მიხეილ სააკაშვილს სწორედ ეს აღიზიანებს, – ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილის განცხადება, სადაც მან გიორგი ვაშაძეს „ბნელ მხარეს” გადასული პოლიტიკოსი უწოდა.

„რეალურად, სააკაშვილის მონოპოლია 2012 წელს დაიშალა და მისი პოლიტიკური კომპანია არის პოლიტიკური კრახის წინაშე.

საპარლამენტო არჩევნებში კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომ საზოგადოებას საქართველოში ახალი პოლიტიკური კლასი და პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტიები სურს, ისეთი, როგორიც არის „ქართული ოცნება”. ჩვენი მიზანია, რომ უფრო მონაწილეობითი პარლამენტი გვქონდეს, ასევე უფრო დაბალანსებული და შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა გვქონდეს. შემიძლია ის ნაბიჯები გითხრათ, რომელიც სააკაშვილისგან განსხვავებით, როცა ის იყო ხელისუფლებაში, ჩვენ გადავდგით. შევცვალეთ – პარტიების დაფინანსების სისტემა, მედია საშუალებებს შეზღუდვები მოვუხსენით, რომელთა რაოდენობა ოთხიდან ოცამდე გაიზარდა ეროვნული მაუწყებელობის თვალსაზრისით. ასევე შევცვალეთ საქართველოს კონსტიტუცია, შემოვიღეთ არსებითად პროპორციული სისტემა და სრულად პროპორციული სისტემა 2024 წლისთვის. აგრეთვე, შევცვალეთ, „საარჩევნო კოდექსი”. ეს არის რეალური ნაბიჯები დემოკრატიის გასაძლიერებლად. რასაც მიხეილ სააკაშვილი აკეთებს, ეს არის უკვე წარსული და გასაკვირი არ არის, რომ ეს ოპოზიციურ პარტიებს შორის სამართლიან გაღიზიანებას იწვევს”,

თეგები: არჩილ თალაკვაძეგიორგი ვაშაძემიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო ინტერნეტი და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით

16:52 09-12-2026
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
ახალი ამბები

ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია

16:16 09-12-2026
„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
ახალი ამბები

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

21:28 09-11-2026
მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა
ახალი ამბები

მეტი დრო ინვესტირებისთვის — თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე სავაჭრო საათები გაიზარდა

17:15 09-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved