• რეკლამა
  • კონტაქტი
11:00, პარასკევი, 13 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მინდა ეს პოსტი დედებმა და მამებმა წაიკითხონ – ნუ დაგვღუპავთ, ჯერ კიდევ შეიძლება ჩვენი თაობის გადარჩენა” – 17 წლის გოგოს წერილი

ალია ავტორი - ალია
18:34 08-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
456

17 წლის ანამარია მიქელაძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“მინდა, ეს პოსტი მხოლოდ ჩემზე უფროსმა ადამიანებმა წაიკითხონ, დედად და მამად რომ მეკუთნიან ასაკით ისეთებმა, ან ცოტათი ნაკლები ასაკის ადამიანებმაც. რა მნიშვნელობა აქვს, პრინციპში, შეიძლება 15 წლის ბავშვიც აზროვნებდეს 40 წლის ან 50 წლის ადამიანივით, მაგრამ საქმე ის არის, რომ ცხოვრება არა აქვს ნანახი 15 წლის ბავშვს და არც ცხოვრებისეული გამოცდილება ექნება.

მოკლედ, მთავარ სათქმელს რაც შეეხება, მინდა ვთქვა, რომ ჩვენი საქართველო უბედურებისკენ მიექანება და პატრონიც არავინ ჩანს, რომ რაიმე შეცვალოს.

ახალგაზრდების უმრავლესობას კი საერთოდ არ აინტერესებს ქვეყანაში რა ხდება, რადგან მათ მოსწონთ თავისუფლება, მაგრამ ყველაფერი მაინც იქით მიემართება რომ – ზომაზე მეტი არც სასმელი ვარგა, არც საჭმელი ვარგა, არც თავისუფლება ვარგა, არც სიყვარული ვარგა და საერთოდ ზომა და წონა ყველაფერს უნდა ჰქონდეს.

სამწუხაროდ დღეს ეს ზომიერება საერთოდ არსად ჩანს და თუ ნარკოტიკს იღებენ, ზომაზე მეტს იღებენ და თავს იკლავენ.

თუ ტაბლეტებს სვამენ, ზომაზე მეტს სვამენ და თავს იკლავენ.

თუ ალკოჰოლს სვამენ ზომაზე მეტს სვამენ და მერე სისულელეებს აკეთებენ.

მე არ დავიწყებ წინაპრებზე საუბარს, რადგანაც ყველამ კარგად ვიცით ჩვენი ქვეყნის ისტორია და რაც შეეხება წინაპრებს, თვითონ სიტყვაც მიგვანიშნებს, რომ ჩვენი წინაპრები ჩვენზე წინ არიან და ყოველთვის იქნებიან ჩვენზე წინ.

მე არ დავიწყებ განათლებაზე საუბარს, რადგან განათლება ადამიანს ჩვენ ქვეყანაში მხოლოდ სამსახურის დასაწყებად სჭირდება.

და თან როგორი სამსახურის: კაზინოში დილერად, მოლარე ოპერატორად, მოლარე კონსულტანტად. ბევრი ადამიანი ვიცი, რომელსაც განათლება საერთოდ არ მიუღია და ბანკში მუშაობს, განათლებული ხალხი კი მაღაზიაში.

რაც შეეხება რწმენას და რაც შეეხება რელიგიას, უკვე მოდაში შემოვიდა ათეისტობა, პატრიარქზე არაფერს ვამბობ – რა სიტყვებით მოიხსენიებენ ილია მეორეს.

მოკლედ ერთადერთი რაც საქართველოს გადაარჩენს და ამ გარემოებებიდან გამოიყვანს ისევ ჩვენი დედების და მამების ასაკის ხალხია.

თორე თავზე დაგვემხო ჩვენი საქართველო და მალე საერთოდაც გაქრება არეალიდან.

ყველაზე მეტად მაღიზიანებს ის ხალხი რომ წერს: ბედკრულო საქართველო საით მიექანები.

მოკლედ, ეს ბედკრული საქართველო თქვენს იმედზეა ჩემო მეორე მშობლებო, ჩემო დედებო და მამებო.

რაღაცა გვიქენით, ჩუმად ნუ ხართ, გამოგვაფხიზლეთ, გამოგვასწორეთ, რაღაცა ქენით, თორე დავიღუპეთ, ხალხო.

მიყვარხართ და თქვენი იმედი მაქვს ნუ დაგვღუპავთ ბოლომდე, ჯერ კიდევ შეიძლება ჩვენი თაობის და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა.”

თეგები: ანამარია მიქელაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

14:02 02-12-2026
ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი
ახალი ამბები

ანაბარი “საერთო მიზანი” – მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული თიბისის ინოვაციური პროდუქტი

12:19 02-12-2026
ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ MySilknet აპლიკაციით!

11:58 02-12-2026
რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი
ახალი ამბები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე – თიბისი

15:36 02-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved