• რეკლამა
  • კონტაქტი
17:45, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მამუკა ხაზარაძე – 2020-ის ოქტომბერი იქნება ბრძოლა იმისათვის, რომ „ქართული ოცნება” რუსი ოლიგარქის მეთაურობით ჩამოვაშოროთ ქვეყნის მმართველობას

ალია ავტორი - ალია
16:55 07-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
38

„ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ამერიკის ექვსი კონგრესმენის წერილს ეხმაურება.

კონგრესმენებმა წერილი მაიკ პომპეოს მისწერეს და შეშფოთება გამოხატეს, რომ პომპეომ საქართველოს მთავრობის ქმედებები რეალურად არ შეაფასა. 
კონგრესმენები, საქართველოში ბოლო დროს დემოკრატიის ვარდნისა და პოტენციური კორუფციის გამო, წუხილს გამოთქვამენ, ხოლო ბიძინა ივანიშვილს რუს ოლიგარქად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ საქართველოს განვითარება შეფერხდა. 

„დღეს უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი, როგორც რუსი ოლიგარქი, ებრძოდა და ებრძვის საქართველოს ევროპისკენ სვლას, რაც დაადასტურეს არაერთი გზავნილით ჩვენმა პარტიორებმა, როგორც შეერთებულ შტატებში, ასევე ჩვენმა სხვა  დასავლელმა პარტნიორებმა. ბიძინა ივანიშვილმა, როგორც რუსმა ოლიგარქმა და მისმა დამქაშებმა, მინისტრებმა ჩააგდეს საუკუნის პროექტი და ამით, პრაქტიკულად, წაართვეს საქართველოს მოსახლეობას განვითარების პერსპექტივა  და, რაც ყველაზე მთავარია, ევროინტეგრაციის შესაძლებლობა. 2020-ის ოქტომბერი იქნება ძალიან სერიოზული ბრძოლა იმისათვის, რომ “ქართული ოცნება” რუსი ოლიგარქის მეთაურობით ჩამოვაშოროთ ჩვენი ქვეყნის მმართველობას და ქვეყანამ დაიწყოს განვითარება და აღმშენებლობა იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველო დაადგეს გამარჯვების გზას,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. 


„ლელოს“ ლიდერის თქმით, ბიძინა ივანიშვილის ორი წლის წინ დაწყებული ბრძოლა ყველაზე დიდი საინვესტიციო პროექტის წინააღმდეგ უკვე აისახა ქვეყანაში საინვესტიციო განწყობაზე. 

„ ბოლო ორი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი და მისი ოცნება ებრძოდა ყველაზე დიდ ინვესტიციას და პროექტს საქართველოში, ამან უკვე ასახვა ჰპოვა იმ განწყობაზე, რომლიც აისახა ჩვენს საინვესტიციო გარემოზე. ეს ბრძოლა მათ დაიწყეს ამერიკელებისა და ჩვენი ურთიერთპარტნიორობის წინააღმდეგ, ჩვენი სტრატეგიული ინვესტორების წინააღმდეგ. შესაბამისად, მივიღეთ ის სურათი, რასაც ველოდებოდით – უმუშევრობა და სიღატაკე, ყველა სოფელში და ყველა ქალაქში. ჩვენ ამას შევცვლით, შევცვლით რადიკალურად,“- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ახალი ამბები

ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი – ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია

14:09 07-04-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკში

11:03 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved