• რეკლამა
  • კონტაქტი
14:39, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სინდისი არ გაქვთ, ასე რომ სვრით ტალახში ამ ბავშვის სახელს?! – 75 ათას ლარს ერთ პროექტში აიღებდა”

ალია ავტორი - ალია
17:29 07-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში სპეციალისტი, ხა­თუ­ნა მშვი­დო­ბა­ძე, წერს:

“To whom it may concern:

ბევრი ვიფიქრე დამეწერა თუ არა, მაგრამ ამის არ დაწერა და უპასუხოდ დატოვება არ შეიძლება.

პროგრამირება, კიბერუსაფრთხოება და ა.შ მაღალანაზღაურებადი სფეროა. ვიღაცეები აზიარებენ რომ გარდაცვლილ გოგონას ჰქონდა ანგარიშზე 75 000 ლარიო და ამით უკავშირებენ მის საქმიანობას კიბერ კრიმინალურ სინდიკატს. ან სინდისი არ გაქვთ, ან ნამუსი ან ადამიანობის არაფერი შეგრჩათ ასე რომ სვრით ტალახში ამ ბავშვის სახელს?!

რა ხალხი ხართ თქვენ? ვინ ხართ? სად გაიზარდეთ მართლა?!

კიბერუსაფრთხოების სფეროში ვარ უკვე ათი წელია და ამ მიმართულებით დიდხნიანი გამოცდილება მაქვს. ამ სფეროში კადრების დეფიციტი არა მარტო საქართველოში, არამედ ამერიკაშიცაა–თვით ინტერნეტ ტექნოლოგიების ქვეყანაში. ევროპაშიც კადრების დიდი დეფიციტია, მათ შორის გერმანიაში, საფრანგეთში და ა.შ ანუ მოთხოვნა აჭარბებს (მსოფლიო ბაზარზე) მიწოდებას–ამ პროფესიის კადრებზე.

ელემენტარული supply-demand-ის საკითხია. შესაბამისად ანაზღაურებაც მაღალია. საშუალო დონის პროგრამისტის ანაზღაურება საათში არის დაახლოებით 150 დოლარი. (მაღალი დონის პროგრამისტის ანაზღაურება საათში ბევრად მეტია) ეხლა გადავამრავლოთ რვა საათზე და დღეში გამოდის 1200 დოლარი.

დამწყები პროგრამისტის ანაზღაურება დაახლოებით 50 დოლარია. გადავამრავლოთ რვა საათზე გამოდის 400 დოლარი დღეში. ეხლა გადავამრავლოთ ათ დღეზე, გამოდის 12,000 დოლარი საშუალო დონის პროგრამისტზე და დამწყები დონის პროგრამისტზე 4,000 დოლარი. (ათ დღეში).

ეხლა ავიღოთ პენტესტერების დღიური შემოსავალი– მინიმუმ 500 დოლარია დღეში, საშუალოდ 1000 დოლარი დღეში. ეს სფერო ბევრ სუბ-სპეციალობას მოიცავს და ყველა მიმართულების საათობრივ, დღიურ თუ თვიურ ხელფას ვერ ჩამოვწერ აქ. თან ანაზღაურება გამოცდილების მიხედვით იცვლება.

საკმარისად მოვიყვანე მაგალითები.

რა არის ეხლა იმაში გასაკვირი რომ გარდაცვლილი გოგონას ანგარიშზე 75 000 ლარი (დაახლოებით 25 000 დოლარი) შესაძლოა ყოფილიყო. ერთერთი მედია საშუალება ავრცელებს ამ ინფორმაციას, აზიარებს უამრავი და ჩირქს ცხებენ გარდაცვლილს.

ერთ პროექტში შეიძლება გადაგიხადონ ეს თანხა. სანამ სისულელეებს დაწერთ და დაიჯერებთ, იქნებ ვინმეს ვინც თქვენზე მეტი იცის ჰკითხოთ მაინც. ან ბოლობოლო დაგუგლეთ. ზოგადი წარმოდგენა მაინც გექნებათ. მერე რომ მიადექით ამ კომპანიას და ამოსვარეთ ტალახში ასე ყოველგვარი ფაქტების გარეშე, ეს როგორ შეიძლება?! ეთიკის ნორმები დაიცავით მაინც.

პ.ს კიდევ კომპიუტერის პაროლი როგორ ვერ გატეხესო? ხალხნო, FBI vs Apple ქეისი წაიკითხეთ მაინც, ასე მარტივი ამბავი არ არის ეს და ასეთი ქეისები ბევრია. ყველას კი არ აქვს პაროლად 123456. გმადლობთ.”

ხათუნა მშვიდობაძე

თეგები: ბაჩალიაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას
ახალი ამბები

ბაზისბანკმა ხელი მოაწერა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას

14:28 09-09-2026
თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია – სწორი ადგილი განათლებისთვის, ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

12:24 09-09-2026
გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში
ახალი ამბები

გადაიხადეთ თიბისი ბარათებით და დაიბრუნეთ 50% ქეშბექი ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში

15:44 09-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved