• რეკლამა
  • კონტაქტი
01:51, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“თავ­ხე­დი, თუ კვდე­ბი, შვი­ლე­ბის ყუ­რე­ბით მა­ინც ამოგხდეს სული…” – ჩცდ-ს პროდუსერი სეზონის სკანდალურ დასასრულზე

ალია ავტორი - ალია
16:19 07-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

„ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის“ მე-16 სე­ზონს სევ­დი­ა­ნი და­სას­რუ­ლი ჰქონ­და – სე­რი­ა­ლის ცენ­ტრა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟი – ნინა, რო­მელ­საც მძი­მე სენი აქვს, ოჯა­ხი­დან მო­უ­ლოდ­ნე­ლად მი­დის, სა­დაც 5 შვილს, მე­უღ­ლეს, ნა­თე­სა­ვებს და მე­გობ­რებს ტო­ვებს, რო­მელ­თაც შემ­დგომ უცხო ქვეყ­ნი­დან ვი­დე­ო­მი­მარ­თვას უგ­ზავ­ნის: „წარ­მო­მიდ­გე­ნია, რო­გორ ინერ­ვი­უ­ლებ­დით, მაგ­რამ ჩათ­ვა­ლეთ, რომ ეს რე­პე­ტი­ცია იყო ჩემს სიკ­ვდილ­ზე. სად ვარ, არ გე­ტყვით, თუმ­ცა მა­ინც გა­ი­გებთ, რომ მო­ინ­დო­მოთ. ძა­ლი­ან შორს ვარ, ვიცი, რომ გა­მიბ­რაზ­დე­ბით. ვიცი, რომ უპა­სუ­ხის­მგებ­ლოს და­მი­ძა­ხებთ, შე­იძ­ლე­ბა, დე­დო­ბაც ჩა­მო­მარ­თვათ, მაგ­რამ ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე თქვენ­თან და თქვენ­გან.

მა­ყუ­რე­ბე­ლი კი სა­კუ­თა­რი ცხელ-ცხე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას და ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მა­შინ­ვე შე­უდ­გა. იმ ათა­სო­ბით კო­მენ­ტა­რი­დან მცი­რე ნა­წი­ლი ამოვკრი­ბეთ:

„არ ვიცი, ნინა სწო­რად მო­იქ­ცა, თუ არა. არ ვარ მის ტყავ­ში და ძნე­ლია თქმა, მაგ­რამ ნე­ტავ, დე­და­ჩე­მი ახლა იყოს ცო­ცხა­ლი და იყოს შა­მა­ნებ­თან. ტა­სოს თქმის არ იყოს, ჩა­ვა­კი­თხავ­დი მა­ინც“.

„ეხ ნინა, ნინა, მეს­მის, ცუ­დად ხარ, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბო­და, გეთ­ქვა და ისე წა­სუ­ლი­ყა­ვი ამ შა­მან­თან? რა დროც დაგ­რჩა შვი­ლებ­თან გა­გე­ტა­რე­ბი­ნა, ორ­ჯერ რომ უნდა მო­უკ­ვდე, ცოდო არ არი­ან?“

„ეს მა­გა­რი სე­რია იყო, და თუ არ გა­აგ­რძე­ლოთ მამა ცოტ­ნე, ელ­ვი­რი და ბა­ქა­რა, თქვენ იყოთ ტრო­ლე­ბი!“

„ის, რომ კარ­გად გად­მოს­ცემთ სათ­ქმელს და სა­უ­კე­თე­სო­ე­ბი ხართ, ეს უპი­რო­ბოა, მაგ­რამ შემ­დგომ კო­მენ­ტა­რე­ბით რომ ხალ­ხის სა­ხეს და აზ­როვ­ნე­ბას გვა­ნა­ხებთ, ეს ცალ­კე ამ­ბა­ვია. რა უნდა მიკ­ვირ­დეს, რაც ხდე­ბა ქვე­ყა­ნა­ში, – ქა­ლე­ბი სა­ოც­რად აზ­როვ­ნე­ბენ. გრა­მი სო­ლი­და­რო­ბა არ გა­აჩ­ნი­ათ ერ­თმა­ნე­თის მი­მართ და ასეთ დროს, რა თქმა უნდა, კა­ცე­ბი წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ასე­თი­ვე ხა­ლი­სით კლა­ვენ ქა­ლებს, რო­მელ ქა­ლებ­საც თა­ვი­სი­ვე სქე­სის არ­სე­ბა­ნი დიდი სი­ხა­რუ­ლით და ენ­თუ­ზი­აზ­მით ას­ხა­მენ თავს ლაფს. გუ­ლი­სამ­რე­ვია ფსევ­დო­პატ­რი­ო­ტიზ­მიც და ფსევ­დო ოჯა­ხო­ბა­ნაც!”

„უსა­შინ­ლე­სი და­სას­რუ­ლი. შემ­ჯავ­რდა ნი­ნას პერ­სო­ნა­ჟი. ისე­დაც ეგო­ის­ტი იყო. შვი­ლებს გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი ტრავ­მა მი­ა­ყე­ნა – ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი!“

„ნი­ნას თუ მო­ბეზ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და ოჯახ­ზე ზრუნ­ვა, რას აჩენ­და 5 შვილს? ბავ­შვე­ბი მე­ცო­დე­ბი­ან ასე­თი დედა რომ ყავთ. თავ­ხე­დი. თუ კვდე­ბი, შვი­ლე­ბის ყუ­რე­ბით მა­ინც ამოგხდეს სული. არ მჯე­რა ესე­თი ქა­ლე­ბის. შე­მა­ზი­ზღე­ბელ როლ­ში გა­და­ი­ზარ­და ნინა“.

„მა­გას ჰგო­ნია, იქ არ ჩა­ვა­კი­თხავთ?“- ყვე­ლა­ზე სევ­დი­ა­ნი სე­რი­ის ოპ­ტი­მის­ტუ­რი და­სას­რუ­ლი“

„რა არ უნდა გა­აგ­რძე­ლონ, ასეთ სცე­ნებს უცხო­ე­ლი მა­ღა­ლი დო­ნის სცე­ნა­რის­ტე­ბი და რე­ჟი­სო­რე­ბი ვერ დე­ბენ. ამ­დე­ნი ხა­ნიც იმი­ტომ გაგ­რძელ­და, რომ რე­ი­ტინ­გი არ და­ვარ­დნია და მი­უ­ხე­და­ვად ცუდი რე­აქ­ცი­ე­ბი­სა, მა­ინც ყვე­ლა უყუ­რებს“.

“სხვა სხვის ომში ბრძე­ნი­აო” – უთ­ქვამთ ჩვენს წი­ნაპ­რებს. სხვი­სი გან­სჯა იო­ლია, როცა არ იცით, რას გრძნობს ამ სა­ში­ნე­ლი სე­ნით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი. იქ­ნებ უნდა ყვე­ლას ისე­თი ახ­სოვ­დეს, რო­გორ­საც იც­ნობ­დნენ. ან არ უნდა ტვირ­თად და­აწ­ვეს ოჯახს. არ უნდა და­ით­რგუ­ნონ შვი­ლე­ბი, მისი ტან­ჯვის ყუ­რე­ბით და რო­გო­რი ძლი­ე­რი უნდა იყო ადა­მი­ა­ნი, ასე მი­მარ­თო საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს, რომ სიბ­რა­ზე გა­მო­იწ­ვიო იმი­ტომ, რომ შენ­ზე არ იდარ­დონ. აქ მრა­ვა­ლი ნი­უ­ან­სია, რო­მე­ლიც ჯან­მრთე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის რთუ­ლად გა­სა­გე­ბია“.

„ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე! და­უბ­რუ­ნეთ რა სე­რი­ალს ის სიმ­სუ­ბუ­ქე და უდარ­დე­ლო­ბა, რა­მაც მო­ხიბ­ლა ყვე­ლა და აყუ­რე­ბი­ნებ­და სი­ა­მოვ­ნე­ბით ყო­ველ სე­რი­ას, ნინა რაც და­ა­ვად­და, ვახ­ვევ­დი მის ის­ტო­რი­ას, მძა­ბავ­და და მამ­ძი­მებ­და ეს ამ­ბა­ვი! რე­ა­ლო­ბი­დან ვის­ვე­ნებთ და ნუ წაგ­ვარ­თმევთ ამის სა­შუ­ა­ლე­ბას! ისე კი თქვენ, ბრა­ვო!“

„მა­გას ჰგო­ნია, იქ არ ჩა­ვა­კი­თხავთ“ – ძაან კარ­გი იყო. მა­მუ­კა და სან­დროც შე­რიგ­დნენ, ბა­ქა­რაც „და­ის­ჯე­ბა“ ტრო­ლებ­თან მე­გობ­რო­ბის გამო. მშვე­ნივ­რად და­ას­რუ­ლეთ“.

„მე­გობ­რე­ბო, ონ­კო­ლო­გია ისე­თი რთუ­ლი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ტვირ­თია, რე­ა­ლუ­რად რომ ვერც ერთი ფილ­მი ვე­რა­სო­დეს გად­მოს­ცემს. დღეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ებ­რძვის ამ და­ა­ვა­დე­ბას და ბევ­რი მათ­გა­ნი თქვე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლია. ეს არა­სო­დეს და­გა­ვი­წყდეთ! უი­მე­დო­ბის და არა ტრა­დი­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბის ტი­რა­ჟი­რე­ბა დიდი ეკ­რა­ნი­დან არა­მარ­ტო არას­წო­რი მე­სი­ჯია, არა­მედ სე­რი­ო­ზუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი უპა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. სცე­ნარ­ში ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხარ­ვე­ზე­ბი რომ არ გა­ი­პა­როს, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ამ სა­კი­თხებს რე­ჟი­სო­რი პრო­ფე­სი­ო­ნალ ფსი­ქო­ონ­კო­ლო­გებ­თან გა­ივ­ლის“.

„ვე­რაფ­რით ვერ ვხვდე­ბი, ნი­ნას პერ­სო­ნაჟს რატო აბუ­ლინ­გებთ?“

„სიკ­ვდი­ლის წინ მა­ინც ისე მო­იქ­ცა, რო­გორც მას სურ­და. ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის გამო უბე­დუ­რი მომ­კვდა­რი­ყო ოჯახ­თან?! აქ საქ­მე არ არის ოჯა­ხის და შვი­ლე­ბის და­ტო­ვე­ბა­ზე“.

„ავად­მყო­ფო­ბას არ გა­უმ­წა­რე­ბია ნინა, არც ოჯა­ხის წევ­რებს, ასე­თი იყო სულ, სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტი, რომ დათო არ უყ­ვარს, უბე­დუ­რად თვლის თავს და ამ უბე­დუ­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს ოჯა­ხის წევ­რებს, პირ­ველ რიგ­ში, ქმარს“.

„ეგო­ის­ტი კი არა, ყვე­ლა­ზე ცოდო თვი­თონ ნი­ნაა. იგ­ლო­ვე­ბენ, შე­ე­გუ­ე­ბი­ან და ყვე­ლა გა­აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას მა­ინც… არა­ვინ იცის, იმ ადა­მი­ა­ნის ტვინ­ში რა ხდე­ბა, სიკ­ვდილს რომ ელო­დე­ბა. ბო­ლოს და ბო­ლოს, იმი­ტომ წა­ვი­და, რომ იქ­ნებ იმ რა­ღა­ცამ გან­კურ­ნოს და შვი­ლებ­თან დაბ­რუნ­დეს“.

„ასე დაწ­ვრი­ლე­ბით ახ­სნა ადა­მი­ან­მა თა­ვი­სი გან­ცდე­ბი და მა­ინც ეგო­ისტს რომ ეძა­ხი­ან, ცოტა არ იყოს და, მიკ­ვირს. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნის ქცე­ვას არ ამარ­თლებ­დე, მაგ­რამ ადა­მი­ანს გა­უ­გო, რა­ტო­მაა ასე ძნე­ლი?“

რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­გო­რია გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფის კო­მენ­ტა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ასეთ არა­ერ­თგვა­რო­ვან შე­ფა­სე­ბებ­ზე, AMBEBI.GE-ს სე­რი­ა­ლის პრო­დი­უ­სე­რი ირაკ­ლი სა­ღი­ნა­ძე ასე პა­სუ­ხობს:

„რაც გვინ­დო­და, ზუს­ტად ის გა­ვა­კე­თეთ. და­ნარ­ჩე­ნი, უკვე მა­ყუ­რებ­ლის გან­სას­ჯე­ლია – ზოგს მო­ე­წო­ნე­ბა და ზოგს – არ მო­ე­წო­ნე­ბა. აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლია ყვე­ლა თა­ვის არ­ჩე­ვან­ში, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ჩვენ მოგ­ვწონს თუ არა ეს შე­ფა­სე­ბე­ბი. კი­თხვა­ზე, შევ­ძე­ლით თუ არა ჩვე­ნი ჩა­ნა­ფიქ­რის რე­ა­ლი­ზე­ბა? გე­ტყვით, რომ ნამ­დვი­ლად შევ­ძე­ლით“.

P.S. რო­დე­საც მა­ყუ­რე­ბე­ლი ასე აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი ამ ტე­ლეპ­რო­დუქ­ტის გან­ხილ­ვა­ში, ფაქ­ტია, რომ გა­დამ­ღებ­მა ჯგუფ­მა თა­ვი­სი ამო­ცა­ნა მარ­თლაც შე­ას­რუ­ლა. ხოლო ის, თუ რამ­დე­ნად სწო­რად იქ­ცე­ვა სე­რი­ა­ლის ნე­ბის­მი­ე­რი პერ­სო­ნა­ჟი, მა­ყუ­რებ­ლის გან­სჯის სა­გა­ნია.”

ამბები.ჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved