• რეკლამა
  • კონტაქტი
15:26, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

მთავრობასთან დაკავშირებულმა სს “ფრანს ავტომ” ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარი მიიღო

ალია ავტორი - ალია
15:14 07-29-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
102

ფლანგვის დეტექტორი, ახალ მასალას აქვეყნებს:

მხოლოდ 2019 წლის ივლის-აგვისტოში მთავრობამ 2 ტენდერით 18 მილიონი ლარის ავტომანქანები შეისყიდა;

გამარჯვებული კომპანიის, სს “ფრანს ავტოს” დამფუძნებელი სპორტის ყოფილი მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის ძმა, ავთანდილია;

ფრანს ავტოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გოგორიშვილია, რომელიც ტარიელ ხეჩიკაშვილის დაფუძნებული “იბერია ბიზნეს ჯგუფის” დირექტორია.

ფრანს ავტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე გოგორიშვილმა ტარიელ ხეჩიკაშილი 2015 წელს ჩაანაცვლა.

2017-2018 წლის მონაცემებით მთავრობის ბალანსზე 5,141 ავტომანქანა ირიცხებოდა. ყველაზე ბევრი – 4,283 ავტომობილი შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთრებაში იყო.

———————


2019 წლის ივლისში მთავრობამ 9.6 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რათა შეესყიდა 2019 წლის გამოშვების 200 სედანის ტიპის ახალი ავტომანქანა. ხოლო მომდევნო თვეს, კვლავ ახალი ტენდერი გამოაცხადა, ამჯერად 9 მილიონი ლარის ღირებულების, რათა 135 ახალი, მაღალი გამავლობის ავტომანქანა შეესყიდა.

ორივე ტენდერში ერთმა და იმავე კომპანიამ “სს ფრანს ავტომ” გაიმარჯვა. ეს კომპანია პირველ ტენდერში უკონკურენტოდ მონაწილეობდა, მეორე ტენდერი კი უმცირესი ფასით მოიგო და საერთო ჯამში 335 ავტომანქანა მისგან შეისყიდეს. კომპანიამ მთავრობისაგან 18 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

“ფრანს ავტო” ქართულ ოცნებასთან არის დაკავშირებული. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ავთანდილ ხეჩიკაშვილი ქართული ოცნების სპორტის ყოფილი მინისტრის ტარიელ ხეჩიკაშვილის ძმაა. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი 2015 წლამდე თავად ტარიელ ხეჩიკაშვილი იყო, სანამ მისივე თანხმობით დავით გოგორიშვილი ჩაანაცვლებდა.

დღეს დავით გოგორიშვილი ფრანს აუტოს თავმჯდომარის მოადგილის პოზიციას იკავებს და ამავდროულად ტარიელ ხეჩიკაშვილის დაარსებული კომპანიის “იბერია ბიზნეს ჯგუფის” დირექტორი და ქართული ოცნების შემწირველია.

2014 წლიდან დღემდე ფრანც ავტომ 30 მილიონის ღირებულების ტენდერები მოიგო.

წყარო:
ტენდერი https://www.scribd.com/document/425539822/06-2019
ტენდერი https://www.scribd.com/document/425539762/07-2019
იბერია ბიზნეს ჯგუფის დირექტორი https://bit.ly/2kGLula
ტარიელ ხეჩიკაშვილი https://www.scribd.com/document/425541611/1
ავთანდილ ხეჩიკაშვილი https://www.scribd.com/document/425541723/2
მთავრობის ავტომობილები https://www.datalab.ge/ge/dataview/v/851/
მოგებული ტენდერები https://bit.ly/2m9riIY
2015 წლის ცვლილება https://www.scribd.com/document/425558939/3

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved