• რეკლამა
  • კონტაქტი
10:33, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ანტისანიტარია და შიმშილი ვირუსის ანალიზის პასუხის მოლოდინში – ფოტოები პრესტიჟული კლინიკიდან

ალია ავტორი - ალია
13:41 07-29-2020
- ახალი ამბები, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
58

რა ხდება მაშინ, როცა მსოფლიოში პანდემია მძვინვარებს და შენ სიცხე გაქვს?!


ამბავს მოგიყვებით “ნიუპოსტის” ერთ–ერთი მკითხველის მაგალითზე, რომელმაც საავადმყოფოში არსებული ანტისანიტარიის ფოტოც მოგვაწოდა.
თუ დარეკავთ 112–ზე სიცხიანი, პირველი რასაც გკითხავენ არის – “კორონავირუსიანთან ხომ არ გქონიათ კონტაქტი?”, შემდეგ ყველაფერი ფორმალობაა და გეტყვიან – “დაელოდეთ სასწრაფოს”.

მაშინ, როცა ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს, ალბათ მსგავს გამოძახებებზე სასწრაფოს ექიმებიც სპეციალური აღჭურვილობით უნდა მიდიოდნენ, შესაბამისი კომბინიზონით, ქუდითა და ნიღბით, მაგრამ არა, თვენთან სასწრაფოს ექიმები შემოვლენ, ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღბით, დამცავი ფარით, ერთჯერადი სამედიცინო ქუდითა და ერთჯერადი სამედიცინო ხალათით. ბახილები? – ეგ რა არის?


ეს შემდგომი მოქმედებებიდან გამომდინარე, რაც შემდგომი 36 სთ–იდან 48 საათამდე შესაძლოა გელოდეთ ყველაზე “სასიამოვნო” პროცედურაა.
თუ მათ თერმომეტრზეც დაგიფიქსირდათ სიცხე, გეტყვიან – “უნდა გადაგიყვანოთ”. შეგეშინდებათ, ანერვიულდებით, მაგრამ დათანხმდებით, შემდეგ გეტყვიან, რომ სჯობს საკუთარი “ჯამ–ჭურჭელი” წაიღოთ, განსაკუთრებით ჭიქა და კოვზი. აქ უკვე დაეჭვდებით, შესაძლოა კითხვებიც გაგიჩნდეთ, მაგრამ არ დასვამთ. წაყვებით სასწრაფოს, გზაში გეტყვიან “სჯობს სასწრაფომ მიგიყვანოთ, თორემ თქვენთვითონ რომ მიხვიდეთ 300 ლარი გექნებათ გადასახდელი”, ერთგვარი მადლიერების გრძნობა გაგიჩნდებათ. იკითხავ რომელ საავადმყოფოში მივდივართო და გიპასუხებენ – “სადაც ადგილი იქნება!”.


ამ შემთხვევაში საუბარია “საქართველოს საპატრიარქოს წმიდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრზე”.


როცა ამ საავადმყოფოში შეგიყვანენ – დარეგისტრირდებით და წაგიყვანენ პალატაში, სადაც თქვენს გარდა კიდევ 5 კაცი წევს, აქედან რამდენიმეს ძალიან ახველებს – არც იფიქროთ, რომ 2 საათში ერთხელ ვინმე ვინმეს სამედიცინო ნიღაბს უცვლის! ამიტომ, უფრო მეტად ანერვიულდებით.


შემდეგ შემოვა ექიმი, თუ ღამეა გეტყვით, რომ დილით აგიღებენ ცხვირ–ხახის ნეცხს, რომლის პასუხიც შესაძლოა საღამოსვე იყოს და “რახან კორონიანის არაფერი გეტყობა, საღამოს გაგიშვებთ სახლში”. გაგეხარდებათ, ნერვიულობაც ცოტა ხნით მიგავიწყდებათ. დღის განმავლობაში ფილტვებზე რენდგენს გადაგიღებენ და სისხლის საერთო ანალიზსაც გაგიკეთებენ.
შემდეგ შემოვა ექიმი და გეტყვით, რომ ორმხრივ პნევმონიაზე აქვთ ეჭვი და ამიტომ საღამოს სახლში აღარ გიშვებენ. ისევ ანერვიულდებით, მაგრამ ამ დროს ანალიზების პასუხი მოგისწრებთ და სხვა ექიმი გეტყვით, რომ ყველა მაჩვენებელი იდეალურია. შესაბამისად, სხვა რა გზა აქვთ, ყველას ავიწყდება ის ფაქტი, რომ ორმხრივ პნევმონიაზე ჰქონდათ ეჭვი, თქვენც მშვიდდებით და ელოდებით საღამოს 10 საათს, სახლში რომ წახვიდეთ რადგან “კორონიანის არაფერი გეტყობათ”.


კვებაზე თავად უნდა იზრუნოთ, წყალი ონკანის, არავითარი დისპენსერი. საპირფარეშო საერთო… თუ არავინ გყავთ საჭმლის მომწოდებელი, დაახლოებით 2 დღე უნდა იშიმშილოთ, რადგან დარწმუნებული იქნებით, რომ საღამოს გაგიშვებენ “კორონიანის ხომ არაფერი გეტყობათ?”.
მოვა საღამოს 10 საათი, გაგიხარდებათ, პასუხების მოლოდინში, გეტყვიან – “წუთი წუთზე ველოდებით”, ძალიან გიხარიათ, გშიათ, გწყურიათ, მაგრამ წუთი წუთზე სახლში უნდა წახვიდეთ… გახდება 11 საათი და “არსით ხმა, არსით ძახილი”, გახდება 00:00 საათი, დერეფანში თავისუფლად გადაადგილდებით, ხალხს თავისუფლად ეკონტაქტებით, არავითარი იზოლაცია, მიუხედავად იმისა, რომ “შეიძლება კორონა გჭირდეთ”.


ასე ლოდინში დაგათენდებათ მთელი ღამე, გათენდება და მშიერ–მწყურვალი იმის მოლოდინით, რომ პასუხი მალე იქნება და საჭმლის გამოძახებას რა აზრი აქვს, ბოლთის ცემას დაიწყებთ დერეფანში. შემდეგ აღმოაჩენთ თქვენს პალატაში ვიღაცის ნახმარ ნიღაბს თქვენს საწოლთან მიგდებულს და მკვდარ მწერებს – ეს ბონუსია.

მოვა დილის 10 საათი და გეტყვიან – “უარყოფითია”, ბედნიერი წამოხვალთ მინუს 4–5 კილოგრამით, დასტრესილი, მშიერი–მწყურვალი, მაგრამ რაც მთავარია “კორონიანს არ გავხართ და არც გაქვთ”, მერე რა, რომ საღამოს მოსასვლელი პასუხი მეორე დღეს მოვიდა, საავადმყოფომ თქვენით სახელმწიფოს ორი დღის ფული წაცინცლა, ექიმს კი თვეში ხელფასის სახით 300 ლარს გადაუხდის!

წყარო – ნიუპოსტი

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved