ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ხარაჩო ჩამოიშალა. “ალიას” საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში უთხრეს, რომ აეროპორტის ძველი შენობის ფასადის ნაწილი იცვლება, შესაბამისად, სამუშაოებისთვის ხარაჩო იყო დაყენებული.
უწყების ცნობითვე, არავინ დაშავებულა, რადგან ძლიერი ქარის გამო დღეს არ მუშაობდნენ. აეროპორტების გაერთიანება ირწმუნება, რომ ადგილზე უსაფრთხოების ზომები დაცულია და ხარაჩოს სპეციალური ბადე იცავს.
ფოტოზე: ჩამოშლილი ხარაჩო ქუთასის საერთაშორისო აეროპორტში. ავტორი: ქუთაისიპოსტი
კომენტარები