• რეკლამა
  • კონტაქტი
06:00, კვირა, 26 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილი გოდოსავით ელოდება როდის დაჩაჩანაკდება საქართველო ისე, რომ “მიშა მიშა” იყვიროს”

ალია ავტორი - ალია
19:37 07-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

“ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ერთადერთი მიზეზი, რითიც სააკაშვილი მხარდაჭერას ინარჩუნებს ისაა, რომ დიდი გამარჯვება მის ანგარიშზეა.

ისაა გამარჯვების სიმბოლო.

ვადაგასული სიმბოლო. მაგრამ, მაინც სიმბოლო.

“მიშას შეუძლია ბიძინას დამარცხება” – ეს ასულდგმულებს მის მხარდამჭერს, რომელსაც არა მიშას თაყვანისცემის, არამედ ბიძინას დამარცხების ჟინი ამოძრავებს არჩევნებიდან არჩევნებამდე.

მიშა ძალიან კარგად ხვდება, რომ დღეს ბიძინას დამარცხება ძალიან იოლია. ძალიან იოლია, მაგრამ თვითონ არ ყოფნის.

თუ მხოლოდ თვითონ არ დაამარცხებს, მაშინ ძალაუფლების გაყოფა მოუწევს. მას ძალაუფლების გაყოფა არ სურს. მას სურს ან ერთი კაცის ბატონობა, თუ ეს კაცი თვითონაა! ან – არაფერი!

ხვდება, რომ დღეს თუ ბიძინა დამარცხდა და კოალიციური მთავრობა მოვიდა, მისი მეჯიქი ქრება. მითი, რომ მარტო მიშას შეუძლია ბიძინას დამარცხება – ქრება და მიშა მშრალზე რჩება.

მშრალზე იმიტომ, რომ მას არ უნდა ლიბერალურ დემოკრატიაში პოლიტიკოსობა.

სააკაშვილს სულთნობა უნდა.

სააკაშვილი მთლიანად აცდენილია ხალხის დაკვეთას.

სააკაშვილი მხოლოდ საკუთარ ახირებებზე ღელავს. ამიტომ, ქართველი ხალხის დაკვეთის შესრულებაზე უარს ამბობს და მზადაა გარისკოს.

მისთვის გამარჯვება მხოლოდ აბსოლუტური ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა.

ის გოდოსავით ელოდება როდის დაჩაჩანაკდება საქართველო ივანიშვილის ხელში ისე, რომ “მიშა მიშა” იყვიროს.

სხვაგვარად – ივანიშვილის დამარცხება მისი გამარჯვება არაა. უსაზღვროა მისი მოლოდინი.

არასოდეს არ ყოფილა ივანიშვილი მარცხთან ასე ახლოს.

საპროტესტო ელექტორატმა კარგად უნდა გაიგოს, რომ სააკაშვილი ივანიშვილს აძლევს შანსს, რადგან თავად აბსოლუტური ძალაუფლებით მოსვლის შანსი არ აქვს.

ჩვენი ამოცანაა ეს შანსი ორივეს წავართვათ.”

თეგები: თამარ ჩერგოლეიშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved