• რეკლამა
  • კონტაქტი
03:07, სამშაბათი, 8 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წაღებული აქვს მილიონ 350 ათასი დოლარი” – მეუფე ანტონს თაღლითობაში ადანაშაულებენ

ალია ავტორი - ალია
14:34 07-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

“კე­კე­ლი­ძე 61“-ის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი დე­მურ გი­ორ­ხე­ლი­ძე მშე­ნებ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­საძ­ლო თაღ­ლი­თურ სქე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში სი­ნო­დის ერთ-ერთ წევ­რსა და იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს ადა­ნა­შა­უ­ლებს. რო­გორც მან პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გან­მარ­ტა, სა­უ­ბა­რია 155 ოჯახ­ზე, რომ­ლე­ბიც შე­საძ­ლოა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ჩა­ით­ვა­ლონ, რად­გან ისი­ნი ყა­და­ღის გამო 3 წე­ლია ბი­ნა­ში შეს­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ.

„საქ­მე ეხე­ბა 155 ოჯახს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად შე­იძ­ლე­ბა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ჩავ­თვა­ლოთ. რო­გორც ათა­სო­ბით ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე. ბი­ნის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის გამო, ერთ-ერთი ამ­ხა­ნა­გო­ბის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ვი­ყა­ვი, ჩემი ფუნ­ქცია მქონ­და ფი­ნან­სე­ბის მო­ზიდ­ვის თვალ­საზ­რი­სით და ა.შ. მოხ­და ისე, რომ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი პირი, თავ­მჯდო­მა­რე გარ­და­იც­ვა­ლა, დავ­რჩი მე ერ­თა­დერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ახლა ვცდი­ლობ, რომ სა­კი­თხე­ბი მო­ვაგ­ვა­რო. 18 სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბა აშე­ნე­ბუ­ლია, ეს არის „კე­კე­ლი­ძე 61“, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ამ­ხა­ნა­გო­ბის მიერ და­მო­უ­კი­დებ­ლად აშე­ნე­ბუ­ლია უცხო­ეთ­ში მოქ­მე­დი ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის დახ­მა­რე­ბით, რომ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ფირ­მა სა­ქარ­თვე­ლო­შია. 3 წე­ლია სახ­ლში ვე­რა­ვინ შე­დის, რად­გან და­ყა­და­ღე­ბუ­ლია. მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. რო­გორც ჩანს, იქ დარ­ღვე­ვე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა. სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ რამ­დე­ნი­მე ბინა არის გა­და­ყი­დუ­ლი, მაგ­რამ პრობ­ლე­მა ისაა, რომ სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რა, სა­ჯა­რო რე­ესტრი არე­გის­ტრი­რებს 1200 კვ მეტრ ფარ­თობს უკა­ნო­ნოდ, სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, რისი არა­ნა­ი­რი უფ­ლე­ბაც არ ჰქონ­და“

მისი თქმით, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა 4 წე­ლია მიმ­დი­ნა­რე­ობს, ხოლო ბი­ნას გა­და­ყიდ­ვე­ბის შე­დე­გად ყა­და­ღა ადევს და სახ­ლის გა­ფორ­მე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ის შე­საძ­ლო თაღ­ლი­თურ სქე­მა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთ მა­ღალ­ჩი­ნო­სან­სა და სი­ნო­დის ერთ-ერთ წევ­რს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

“იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ერთ-ერთი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნია ჩა­რე­უ­ლი, საქ­მე­ში ასე­ვე ფულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩა­რე­უ­ლია მა­ღა­ლი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, სი­ნო­დის წევ­რი. რამ­დე­ნა­დაც ვიცი, სა­ჩი­ვარ­ში სა­უ­ბა­რია, მი­ლი­ონ 350 ათას დო­ლარ­ზე, რო­მე­ლიც წა­ღე­ბუ­ლი აქვს ამ სა­სუ­ლი­ე­რო პირს. ჩვენ ერ­თა­დერ­თი თხოვ­ნა გვაქვს, პრობ­ლე­მებს მო­ვაგ­ვა­რებთ, ამის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვი­ღებ, მაგ­რამ არ შე­მიძ­ლია, მო­ვაგ­ვა­რო ის უსა­მარ­თლო­ბე­ბი, რო­მე­ლიც ხდე­ბა. არ შე­მიძ­ლია მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებს და­ვა­ვა­ლო რა­ი­მეს გა­მო­ძი­ე­ბა ან სა­ჯა­რო რე­ესტრზე მქონ­დეს რა­ი­მე ზე­გავ­ლე­ნა. მო­ვი­თხოვ, რომ გა­მო­ძი­ე­ბა დას­რულ­დეს. კახა კა­ლა­ძეს­თან ერ­თა­დაც ვი­ყა­ვი და ვთხო­ვე, რომ მხო­ლოდ კა­ნო­ნის ფარ­გლებ­ში დაგ­ვჭირ­დე­ბა მისი ყუ­რა­დღე­ბა. მან მი­თხრა, რომ რო­გორც კი ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დე­ბით, ამას გა­ვა­კე­თებ­თო. მოგ­ცენ სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ და­ვა­რე­გის­ტრი­როთ ეს შე­ნო­ბა და ყვე­ლა წე­სი­ერ მყიდ­ველს ბინა მივ­ცეთ“ ,- აცხა­დებს გი­ორ­ხე­ლი­ძე.

იუ­რის­ტი როინ გე­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად აღ­ნიშ­ნუ­ლი მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ერი ერთი მო­ბი­ნად­რე­ცაა, აცხა­დებს, რომ საქ­მე­ში მე­უ­ფე ან­ტო­ნი ფი­გუ­რი­რებს.

„ამ მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ერთ-ერთი მო­ბი­ნად­რეც გახ­ლა­ვართ. ჯერ კი­დევ 2014 ჯერ ამ­ხა­ნა­გო­ბას მი­მარ­თუ­ლი აქვს სა­ჩივ­რით მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის იმის გამო, რომ მი­ლი­ონ 350 ათა­სი დო­ლა­რი მე­უ­ფე ან­ტონ­მა წა­ი­ღო ამ­ხა­ნა­გო­ბი­დან. 2014 წლის შემ­დგომ, 2019 წლამ­დე, მისი მოწ­მის სა­ხი­თაც გა­მო­კი­თხვა არ გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბია სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნოს. დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დაგ­ვჭირ­და, რომ სა­ჩივ­რე­ბი და გან­ცხა­დე­ბე­ბი შეგ­ვე­ტა­ნა. ძი­ე­ბა ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ა­ში მი­დის, მაგ­რამ მე­უ­ფე ან­ტო­ნის გა­მო­კი­თხვა ვერ მო­ხერ­ხდა. რო­დე­საც ჩვენ ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი მო­ვი­ძი­ეთ, ნა­წი­ლი თან­ხა ვანი-ბაღ­და­დის ეპარ­ქი­ა­ზე არის გა­და­რი­ცხუ­ლი, უნაღ­დო ან­გა­რიშს­წო­რე­ბით, ნა­წი­ლი კი, სა­ლა­რო­დან „ქე­შად“ არის წა­ღე­ბუ­ლი. ამ დო­კუ­მენ­ტებ­ზე მე­უ­ფე ან­ტო­ნის ხელ­მო­წე­რა ფიქ­სირ­დე­ბა. ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ა­ში წარ­ვად­გი­ნეთ და ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის ერთ-ერთი გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხა­დეთ, რომ მი­ნი­მუმ გა­მო­კი­თხვა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო. 2019 წელს მი­ვაღ­წი­ეთ, რომ მე­უ­ფის გა­მო­კი­თხვის სა­კი­თხი დღის წეს­რიგ­ში დამ­დგა­რი­ყო. მე­უ­ფის­გან სა­ბო­ლო­ოდ ასე­თი პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ, რომ მას ეკუთ­ვნო­და წილი ამ­ხა­ნა­გო­ბი­დან, მისი მოყ­ვა­ნი­ლი იყო ინ­ვეს­ტო­რი და მისი კუთ­ვნი­ლი იყო ეს თან­ხა. თუმ­ცა, მე­უ­ფე ან­ტო­ნის კუთ­ვნი­ლე­ბა რომ არ არის, ეს დას­ტურ­დე­ბა იმ დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან, რომ არას­დროს ამ­ხა­ნა­გო­ბის წევ­რი არ ყო­ფი­ლა“,-აცხა­დებს იუ­რის­ტი.

მისი თქმით, გა­მო­კი­თხვის დროს მე­უ­ფემ და­ა­დას­ტუ­რა თან­ხის მი­ღე­ბა და გან­მარ­ტა, რომ მას ეს თან­ხა, რო­გორც მე­წი­ლეს ეკუთ­ვნო­და. იუ­რის­ტის გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა თან­ხის მით­ვი­სე­ბა-გაფ­ლან­გვის, დო­კუ­მენ­ტე­ბის გა­ყალ­ბე­ბი­სა და სა­მო­ხე­ლეო და­ნა­შა­უ­ლის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რო­გორც იუ­რის­ტი აღ­ნიშ­ნავს, მათ აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­პატ­რი­არ­ქოს­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­აც ჰქონ­დათ.

„სა­პატ­რი­არ­ქოს­თან პი­რა­დი შემ­ხე­ბე­ლო­ბა მქონ­და. წარ­ვად­გი­ნე ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი, სა­პატ­რი­არ­ქო­ში დამ­პირ­დნენ, რომ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გა­ერ­კვე­ოდ­ნენ და მე­უ­ფე ან­ტონს გა­ე­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ, თუ რა ხდე­ბო­და ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბით. ბო­ლოს პა­სუ­ხად მი­ვი­ღეთ, რომ მე­უ­ფე ან­ტონ­მა ეს თან­ხა კი წა­ი­ღო, მაგ­რამ ბორ­ჯო­მის ეპარ­ქი­ას და­ეხ­მა­რაო. ახლა პა­სუხს აღარ გვცე­მენ, ტე­ლე­ფონ­ზეც არ გვპა­სუ­ხო­ბენ. ინ­ვეს­ტორ­მა და­ფი­ნან­სე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით ყო­ველ­გვა­რი და­ფი­ნან­სე­ბა შე­ა­ჩე­რა და სა­სა­მარ­თლო დავა და­ი­წყო. ინ­ვეს­ტორ­მა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მო­ი­თხო­ვა ამ­ხა­ნა­გო­ბის­გან მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ის უკან დაბ­რუ­ნე­ბა“, – აცხა­დებს იუ­რის­ტი.

ამბები.გე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved