• რეკლამა
  • კონტაქტი
20:24, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა შემთხვევაში “გამოუშვებს” ნაკრებში სათამაშოდ შენგელიას “რუსეთის არმიის კლუბი?” – ცსკა-ს განცხადება

ალია ავტორი - ალია
19:15 07-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

რუსეთის არმიის საკალათბურთო კლუბის, ცსკა-ს პრეზიდენტი, ანდრეი ვატუტინი ამბობს, რომ კლუბი მზად არის, თორნიკე შენგელია ნაკრებში სათამაშოდ საქართველოში გამოუშვას, თუმცა ერთი პირობით – ცსკა-ს ევროლიგაში თამაშს არ უნდა დაემთხვეს.

მაშინ, როცა შენგელიამ ცსკა-სთან კონტრაქტი გააფორმა, პირველ არხს უთხრა, რომ მისი სპორტული ამბიციაა, წარმატებული იყო, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე.

” მიმაჩნია, რომ ამ ნაბიჯით ორივე ამბიციას გავუსვი ხაზი – იქიდან გამომდინარე, რომ ევროლიგის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ვითამაშებ და იქიდან გამომდინარეც, რომ ნებისმიერ დროს შევძლებ ნაკრებში ჩამოსვლა”. – თქვა შენგელიამ 10 ივლისს.

ცსკა-ს პრეზიდენტის განცხადებამ შენგელიას ეს სურვილი თუ ამბიცია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

ანდრეი ვატუტინი რუსულ პრესასთან აცხადებს:

“ჩვენ მზად ვართ, შენგელია “ფანჯრების” დროს ნაკრებში სათამაშოდ გავუშვათ, მაგრამ იმ პირობით, რომ ეს არ უნდა დაემთხვეს ცსკა-ს მატჩებს ევროლიგაში. თავად მოთამაშის საქმეა, როგორ მოიქცევა. მომდევნო სეზონში ეროვნულ გუნდში მისი თამაში სპორტული თვალსაზრისით არც ისე მნიშვნელოვანი იქნება, ვინაიდან საქართველო, როგორც ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელ ქვეყანას, აქვს ფინალური ტურნირის საგზური და მსოფლიო რეიტინგისთვის იბრძვის და ახალ მოთამაშეებს გამოცდის. უფრო მნიშვნელოვნი იქნება 2021-2022 წლის სეზონი, როცა მსოფლიო ჩემპიონატისთვის შესარჩევი მატჩები დაიწყება.

ზოგადად, უნდა აღვნიშნოთ, რომ კონტრაქტის ხელმოწერის დროს არც ერთი მოთამაშე წინა პლანზე ნაკრებს არ აყენებს და არ მიუთითებს, რომ ეს მათთვის მეტად მნიშვნელოვანი პირობაა.

შენგელიას შემთხვევაში მსგავს ფაქტს პირველად წავაწყდით. ეს თორნიკეს პატრიოტიზმის კიდევ ერთი დადასტურებაა. ზოგადად, კლუბები კალათბურთელებს სერიოზულ პრობლემებს არ უქმნიან. როგორც იცით, ნაკრებში სეზონის დროს გაგვიშვია ბოლომბო, ანტონოვი, ვოლონცევიჩი, კულაგინი, ფრიდზონი. როცა მოთამაშის ან ეროვნული საკალათბურთო ფედერაციებიდან არის შესაბამის თხოვნა, ყოველთვის არის მოლაპარაკების შესაძლებლობა. აქ უნდა გვესმოდეს მეორე: კალათბურთელისთვის ასეთი რამ ფიზიკურად ძალიან რთულია. ზოგჯერ კლუბის და ნაკრების თამაშებს შორის მხოლოდ ერთი დღეა. და ამ დროში მან ქვეყნიდან ქვეყანაში წასვლა უნდა მოასწროს, დაისვენოს და მოემზადოს. ასეთ რამეზე ყველა არ თანხმდება. თუმცა, ასევე არ ვფიქრობ, რომ თორნიკე შენგელიას შემთხვევა შეიძლება სერიოზული პრეცედენტი გახდეს, რომელიც სისტემას დაანგრევს”.

ტაბულა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved