• რეკლამა
  • კონტაქტი
15:41, პარასკევი, 31 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სავალუტო ფონდმა დაადასტურა სახელმწიფო საწარმოებში არსებული კატასტროფული მდგომარეობა – გიგლა მიქაუტაძე

ალია ავტორი - ალია
17:49 07-24-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

სავალუტო ფონდმა დაადასტურა სახელმწიფო საწარმოებში არსებული კატასტროფული მდგომარეობა – ამის შესახებ განცხადება, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა გიგლა მიქატაძემ გააკეთა. მან ასევე აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი ადასტურებს იმასაც, რომ სახელმწიფო საწარმოები საქმიანობენ არა მოგების მიღების მიზნით, არამედ ასრულებენ მთავრობის დავალებებს.

“გამოქვეყნდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიში სახელმწიფო საწარმოების შესახებ, რომელმაც, ფაქტობრივად, დაადასტურა ის, რომ სახელმწიფოს მიერ მართული კომპანიები წარმოადგენს ეკონომიკის შავ ხვრელს და კორუფციის ბუდეს. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, სახელმწიფოს კუთვნილი კომპანიების ფინანსური შედეგები გაუარესდა, რაც საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის. სავალუტო ფონდი ადასტურებს იმასაც, რომ სახელმწიფო საწარმოები საქმიანობენ არა მოგების მიღების მიზნით, არამედ ასრულებენ მთავრობის დავალებებს. ჩვენ არაერთხელ გამოვააშკარავეთ ფაქტები სახელმწიფო საწარმოების შესახებ, როგორ მუშაობს უმეტესი მათგანი ზარალზე, როგორ უქმნიან ბარიერს კერძო კომპანიებს და როგორ ასაქმებენ ყოფილ ჩინოვნიკებს მაღალ ანაზღაურებად პოზიციებზე.

“ქართულ ოცნებას” ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს მათი გაჯანსაღებისთვის. პირიქით, წარმატებით გადაიბარა ეს სისტემა წინა ხელისუფლებისგან ყველა თავისი მანკიერებით და კიდევ უფრო მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენა ეს კომპანიები. ლელოს მოდელის მიხედვით, სრულად მოხდება სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება და მათი კერძო მენეჯმენტისთვის გადაცემა, რითაც ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება კორუფციისა და ნეპოტიზმის პრობლემა ამ კომპანიებში. საქართველოს რკინიგზა, ენერგოტრანსი, საქართველოს მელიორაცია და სხვა მნიშვნელოვანი კომპანიები უნდა ემსახურებოდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და არა ცალკეული ჩინოვნიკების გამდიდრებას.” – განაცხადა მიქაუტაძემ.

თეგები: ლელო საქართველოსთვისმამუკა ხაზარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი
ახალი ამბები

როგორ გახდე ლიდერი საგანძურის მარათონში – თიბისი

15:40 07-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, “ევროპის უნივერსიტეტმა” სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა

14:09 07-30-2026
“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე
ახალი ამბები

“პაციენტი კი არ უნდა მოერგოს აპარატურას, არამედ, პირიქით, აპარატურა – პაციენტს” – ოფთალმოლოგი ნინო ტყემალაძე

13:12 07-30-2026
სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

სილქნეტი რჩეულ მობილურ პაკეტებზე საზაფხულო შეთავაზებებს იწყებს

12:31 07-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved