• რეკლამა
  • კონტაქტი
06:38, კვირა, 22 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სქემები, თუ როგორ ძარცვავენ თბილისის ბარებსა და კლუბებში კლიენტებს

ალია ავტორი - ალია
23:07 01-27-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
188

თბილისის ღამის კლუბებში ტურისტების ძარცვის სქემა და დაზარალებული სტუმრები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში კლუბის მენეჯერები და მისი მეპატრონეები აქეთ აშანტაჟებენ – ჯერ მარტო იანვარში ორი ფაქტი გახმაურდა, სადაც ტურისტებს არანორმალურად დიდი თანხები გადაახდევინეს. თუმცა არის ისეთი ბარები და კლუბები, სადაც გაძარცვული ტურისტები დუმილს ამჯობინებენ. 

სტრიპტიზ კლუბში „შავ ვარდში“, სადაც ინდოეთიდან ჩამოსული 25 ტურისტი გასართობად შევიდა, მიმტანმა სასმელებში მათ 40 000-ლარიანი ჩეკი გამოუწერა. წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ კი, გავრცელებული ინფორმაციით, კლუბის დაცვამ ტურისტებს სიტყვირი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ჩხუბის დროს ერთი დაშავდა და მას სამედიცინო დახმარებაც კი დასჭირდა. 

ასევე ტურისტები ამბობენ, რომ ისისნი ოთახში ჩაკეტეს და მხოლოდ მაშინ გაათავისუფლეს, როდესაც მათ ეს თანხა გადაიხადეს. 

დაზარალებული ტურისტები მთელი ღამის განმავლობაში ვერის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ. ინდოეთის მოქალაქეებმა გამოძიებას მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. 

ინციდენტის შესახებ იმ ტურისტული კომპანიის წარმომადგნელბი ჰყვებიან, რომლებმაც საქართველოში სტუმრების ჩამოყვანა უზრუნველყვეს. მათი თქმით, თავდაპირველად, ინდოეთის მოქალაქეები ახვლედიანის ქუჩაზე ერთ-ერთ ინდურ რესტორანში ვახშმობდნენ, რა დროსაც მათ „შავი ვარდის“ სარეკლაო ბარათები გადასცეს. ამის შემდეგ, ნაწილმა გართობა სწორედ ამ ღამის კლუბში გადაწყვიტა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და თვითნებურად, ჩადენილი ძალადობით, კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს, რომელიც კლუბ „შავი ვარდის“ მენეჯერია. 

მის მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

მსგავსი ხაფანგი, ოღონდ განსხვავებული სქემით, ტურისტებს კიდევ ერთ ღამის კლუბში დაუგეს. 

ორიოდე კვირის წინ „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია კლუბ „სქაი ბარის“ შესახებ, სადაც, მათი ცნობით, ქვეყანაში ჩამოსულ ვიზიტორებს პრომო გოგონების დახმარებით ძაცვავენ. კერძოდ, პრომო გოგომები უცხოელ ტურისტებს გაცნობის საიტებით ეპატიჟებიან ბარში და უკვეთავენ ისეთ სასმელს, რომელიც 200-დან 1500 ლარამდე ღირს. დაზარალებულები ადგილზე პოლიციას იძახებენ, თუმცა როგორც იქ მომხვედრილი ადამიანები ამბობენ, ეს ბარი პოლიციის მაღალჩინოსან ეკუთვნის და ამიტომაც მსგავსი ფაქტების გამოძიება არ ხდება.

„რეზონანსს“ ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომელი ესაუბრა, რომელსაც უსაფრთხოების მიზნით ვიანობის დასახელება არ სურს. ის გვეუბნება, რომ ტურისტების ამგვარი სქემებით ძარცვა ერთ-ერთი სარფიანი ბიზნესია და ამ საქმეში საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები არიან ჩართული. 

მისი თქმით, სქემა ასეთია – ტურისტს ეცნობა პრომო გოგონა, რომელსაც იგი კონკრეტულ ბარებში მიჰყავს. შეუკვეთავს, მაგალითად, შამპანურს, რომელშიც 5000 ლარს ახდევინებენ. როდესაც ამას ტურისტი აპროტესტებს, მასთან მიდიან დაცვის თანამშრომლები და უხსნიან, რომ ეს შამპანური ასე ღირს. 

მისი თქმით, კანონმდებლობის თანახმად, მსგავს დაწესებულებაში თუ მენიუს არ გაეცნობი და წარმოდგენილი ფასი ქვითართან ერთად გადმოგეცემა, ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი კანონიერადაა.

„ტურისტების გაძარცვის კიდეევ ერთი სქემა არსებობს: ადამიანი სექსუალური მომსახურებისთვის კონკრეტულ დაწესებულებაში შედის. შეუკვეთავს სასმელს, მიდის მასთან სექსმუშაკი და სთხოვს, მეც დამპატიჟეო. მამაკაცი პატიჟებს და მანდილოსანი, რატომღაც ზუსტად ამ 2000 ლარიან სასმელს ირჩევს, რომლის მირთმევის შემდეგაც ტურისტი უკვე შარში ეხვევა.

„ასევე არსებობს კიდევ ერთი ხერხი: სექსმუშაკი, რომელიც ბართან გარიგებულია, ტურისტს თავს აპატიჟინებს, შემდეგ ტაქსში ჯდებიან და სტუმარი გარკვეული მედიკამენტების მოქმედებას გრძნობს. ხდება მისი სრულიად პარალიზება. ამ საქმეში, რა თქმა უნდა, ტაქსის მძღოლიც ჩართულია. თუ სანდო არაა, არ სხდებიან. მოკლედ ამ ტურისტს ძარცვავს როგორც სექსმუშაკი და კლუბი, ასევე ტაქსის მძღოლიც. თუ მეორე დღეს ტურისტი მივა უკან ამ კლუბში და ამბავს გააპროტესტებს, მას ეუბნებიან, რომ ეს გოგონა არასრუწლოვანი იყო და ჯობია გაჩუმდეს, რადგანაც პოლიციასთან პრობლემები შეექმნება. ამ ყველაფერს კი ვიღაცეები მფარველობენ“, – აცახდებს კლუბის ერთ-ერთი თანამშრომელი „რეზონანსთან“. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved