• რეკლამა
  • კონტაქტი
01:36, შაბათი, 14 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“22 ივნისს ექსპერტმა მექანიკური შეცდომა დაუშვა” – რა შეცდომა დაინახა გეჯაძემ 20 ივლსს, უკრაინელი ექსპერტის ინტერვიუს შემდეგ?

ალია ავტორი - ალია
16:16 07-20-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
45

დამოუკიდებელი ექსპერტის, ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის ცხედრის წყლიდან ამოყვანისას პირველადი დათვალიერებისას შედგენილ ოქმში აღნიშნული ფრაზა – „გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“, მექანიკური შეცდომაა. სწორედ ამით ხსნით „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ალექსანდრე გეჯაძე ცხედრის პირველადი დათვალიერებისას დაწერილ დასკვნასა და ექსპერტიზის საბოლოო დაკვნას შორის სხვაობას, სადაც წერია, რომ „გვამური გაშეშება მოხსნილია“.

„ეს ოქმი გამომძიებლის მიერ ექსპერტის კარნახითაა შედგენილი. იმ ადგილზე რა რია-რიაც იყო, კარგად ნახეთ. შესაბამისად, „გვამური გაშეშება გამოხატულია კარგად ყველა ჯგუფის კუნთებში“ – ეს არის მექანიკური შეცდომა, ამაში ორი აზრი არ არის, რამეთუ, დოკუმენტში ამავდროულად წერია, რომ გაშეშებასთან ერთად ადგილი აქვს გვამური ლპობით ცვლილებებს. წარმოუდგენელია, გაშეშება იყოს ყველგან გამოხატული და ამავდროულად იყოს მოგვიანებითი გვამური მოვლენები, კერძოდ, კი, ლპობა გამოხატული.

პოვნიდან რამდენიმე საათში ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გაიკვეთა, გამოხატული იყო ლპობითი ცვლილებები, როგორც შემთხვევის ადგილზე, ასევე პროზექტურაში. ეს მექანიკური შეცდომა ალბათ გამოსწორდება გამოძიების მიერვე, დაიკითხება ის გამომძიებელი, ვინც ეს ოქმი შეადგინა, ის ექსპერტიც ვინც ეს უკარნახა. ვიმეორებ, წარმოუდგენელია, გვამური გაშეშება იყოს ყველგან გამოხატული და ამავდროულად ლპობითი ცვლილებები იყოს“

ინტერპრესნიუსი

შეგახსენებთ, ეს “მექანიკური შეცდომა” დამოუკიდებელმა ექსპერტმა, რომელიც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოჯახის ახლობელია, მას შემდეგ დაინახა, რაც უკრაინელმა ექსპერტმა “მთავარში” განაცხადა, რომ ამ მაჩვენებლებით ცხედარი 48 საათზე ნაკლები დროის ფარგლებშია გარდაცვლილი.

გეჯაძემ დადასტურა უკარაინელი ექსპერტის სიტყვები და თქვა, რომ შეუძლებელია გვამური გაშეშება იყოს დიდი ხნის გარდაცვლილი ადამიანის ცხედარზე, მაგრამ ეს ფრაზა ექსპერტის “მექანიკურ შეცდომას” და რია-რიას დააბრალა.

რია-რია თუ ჩვენ უნდა აგვეცილებია, ალბათ, შემთხვევის ადგილზე, დაგეძახათ, ბატონებო და მოვიდოდით.

რას ნიშნავს, ექსპერტმა, ალბათ, დაუშვა მექანიკური შეცდომა და ალბათ, გამოასწორებს გამოძიება???

რას ნიშნავს, აქამდე არ დავაკვირდით და ახლა აღმოვაჩინეთ ეს მექანიკური შეცდომა? განა პირველი, რასაც ექსპერტი კითხულობს გვამის გაკვეთამდე, დათვალიერების ოქმი არ არის?

პ.ს. აქვე შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე გეჯაძე საერთოდ არ დასწრებია გვამის გაკვეთას და მიუხედავად იმისა, რომ განცხადებას ყოველთვის ის ექსპეტი უნდა აკეთებდეს, ვინც კვეთას ესწრება, ალექსანდრე გეჯაძე ჯიუტად ცდილობს, მედიას არ წარუდგინოს ექსპერტი, რომელმაც დასკვნას მოაწერა ხელი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება
ახალი ამბები

4 წლის გიორგის, რომელიც შარშან ,,ჰუალინგ პლაზას” მესამე სართულის მოაჯირიდან გადმოვარდა, სასწრაფოდ დახმარება სჭირდება

14:41 11-13-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქართველი სტუდენტები ლისაბონის Web Summit-ზე გაემგზავრნენ

18:11 11-13-2026
საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”
ახალი ამბები

საცობის საწინააღმდეგო აბი არსებობს? – ანტოსაცობური, 3 მომსახურების ფულის დამზოგველი – “ვულკანიზაცია გამოძახებით”

18:20 11-12-2026
თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი ბიზნესის 5 სიახლე, რომლებიც ბიზნესების ყოველდღიურობას მნიშვნელოვნად ამარტივებს

14:21 11-12-2026
გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით
ახალი ამბები

გაიაქტიურე სილქფესტის შეთავაზებები მხოლოდ “MySilknet” აპლიკაციით

11:39 11-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved