• რეკლამა
  • კონტაქტი
08:40, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

გამოძალვა ჯვრით და ანაფორით – ვინ არის ჭიათურის ნამდვილი მმართველი?

ალია ავტორი - ალია
17:08 07-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
87

„ფუ, როგორ მეზიზღება “კაბაში “გაჭედილი გაბურძგლული, ოფლის და ძმრის სუნადენილი ეშმაკი. დამლოცეს მაგივრად “დამნიშნე” მამაოო ასე, რომ მიმართავენ, გაჭირვებული და რწმენადაკარგული ადამიანები. ეშმაკი, რომელიც ბიზნესს აკეთებს მისი გაბურძგლული და ქონიანი თავით. ეშმაკი, რომელიც ლოცვების მაგივრად, თვალებს აბრიალებს, რომელი მიწა მიიტაცოს, ვისი ლუკმა წაიღოს. ეშმაკი, რომელიც ყველა ტენდერს ეპატრონება. ეშმაკი, რომელიც ადვილად უყურებს სამშვილიანი კაცის გაუბედურებას, მისი ოჯახის წევრის საკეთილდღეოდ. ეშმაკი, რომელიც ფიქრობს, ვისი ოჯახი დაანგრიოს. ეშმაკი, რომელიც ბედავს, აღსარება გამოიყენოს საქმის გასარჩევად. ომში ხარ ჩემს ოჯახთან, შენდაუნებლიედ (ამასაც ვერ ხვდები). ჰოდა, შენ აუცილებლად წააგებ ამ ომს. წააგებ იმიტომ, რომ უფალი მაღალი და უზენაესია. იმ უფალზე გეუბნები, შენ რომ იყენებ და მე რომ სულ ვეხვეწები – მაპატიოს, დამიფაროს და შემიწყალოს“ – ამ პოსტის ადრესატი ჭიათურაში მოღვაწე სასულიერო პირია, მამა გაბრიელი.

პოსტის ავტორი კი, ერთ-ერთი ქალბატონია, რომლის ოჯახსაც (და არა მხოლოდ მის ოჯახს), ქონება „ღვთის სახელით მოღაღადე“ ანაფორას ამოფარებულმა მამა გაბრიელმა წაართვა, როგორც ამ პოსტის ავტორი ამტკიცებს.

„2020NEWS“ აღნიშნული პოსტის ავტორს ესაუბრა და უფრო მეტი გამაოგნებელი ინფორმაცია მოისმინა მისგან. მამა გაბრიელი ამ ქალბატონს ძალიან კარგად იცნობს, ჩვენ კი მის ვინაობას მისივე თხოვნით, ჯერჯერობით არ ვასაჯაროვებთ.

როგორც იგი გვიყვება, მამა გაბრიელი ეკლესიაში ქადაგების პარალელურად, იგებს ტენდერებს, ისაკუთრებს მიწის ნაკვეთებს, ჩართულია მარგანეცის ბიზნესში და განსაზღვრავს ჭიათურის რაიონის საკადრო პოლიტიკას. როგორც ირკვევა სასულიერო პირი დიდ დროს, ეკლესიის ნაცვლად, სწორედ მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში ატარებს, სადაც ფაქტობრივი მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და მინი არაფორმალური მმართველია.

„მამა გაბრიელმა, ფულის სანაცვლოდ, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ნათლობის სიაში მოტყუებით მოახვედრა ერთ-ერთი ადამიანის შვილი. გარდა ამისა, კეთილდღეობის და ფულის სანაცვლოდ, იგი არ ერიდება არც აწ უკვე ჯვარდაწერილ და ქორწინებაში მყოფი პირებისთვის მეორე ქორწინების გაფორმებას უფლის წინაშე. მისთვის ახსარების ჩაბარებაც კი სარისკოა, რადგან როდის გამოიყენებს შენს წინააღმდეგ შენივე ცოდვებს არავინ იცის“,- გვიყვება სწორედ ის პიროვნება, ვისაც მამა გაბრიელის ფარული ქმედებებით დიდი ზიანი მიადგა და მის სახელს და გვარს მისივე თხოვნით ჯერ არ ვასაჯაროვებთ.

როგორც იგი ჩვენთან საუბარში აცხადებს, მამა გაბრიელის ფარული ცხოვრების შესახებ ინფორმაცია არც არავისთვისაა დამალული ჭიათურაში და არც ამაზე ღიად საუბარს ერიდება ვინმე, რადგან ის ერთადერთი დაზარალებული არ არის, ვისი ქონებაც ,,ქალაქის სულიერმა მამამ“ მიიტაცა.

„მამა გაბრიელმა წაიღო ნახევარი ქალაქის მიწები, ბიზნესები, ყველა მსხვილ ბიზნესმენს, შეძლო და მიწები ჩამოართვა, ან საქმე ისე შემოაბრუნა, თავად გადასცეს სხვადასხვა დახმარების სანაცვლოდ მას. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა სოფელ ნავარძეთში მოხდა, სადაც მამა გაბრიელმა დიდი ფართობის მიწა მიითვისა, რომელიც რაგბის სტადიონის ასაშენებლად უნდა გამოეყენებინათ, თუმცა, როგორც ახლა ირკვევა, ამ ადგილას მამა გაბრიელისთვის, რესტორნის აშენება უფრო ხელსაყრელია ვიდრე სტადიონის“,-ამბობს დაზარალებული ქალბატონი.

მისივე ინფორმაციით, მაღაროელების გამოკვებისათვის ჩატარებული ტენდერი სწორედ მამა გაბრიელს და მასთან დაახლოებულ პირებს მოაგებინეს.

როგორც „2020NEWS“-თვის გახდა ცნობილი, სწორედ მამა გაბრიელმა გადაიბარა, „ჯორჯიან მანგანეზის“ თანამშრომლების კვების საკითხი, როდესაც 13 დღიანი აქციების შემდეგ კომპანიამ გაფიცულ თანამშრომლებს მოთხოვნები დაუკმაყოფილა და კვების ტენდერი გამოაცხადა.

როგორც მაშინ ვწერდით, კომპანიის თანამშრომლები მოითხოვდნენ, რომ მათ თავად შეერჩიათ სასურველი კომპანია, თუმცა „ჯორჯიან მანგანეზის“ მმართველმა ნიკოლოზ ჩიქოვანმა, ქალაქის დეპუტატისა და მერის შეთავაზება მშვიდად მიიღო და კვების სფერო მამაოს გადააბარა.

„მარტო ეგ ტენდერი არა, სხვა ტენდერებიც მოიკითხეთ და ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოიპოვებთ. თითქმის ყველა ტენდერის უკან მისი ინტერესი იკვეთება“, – აცხადებს სააგენტოს რესპოდენტი.

როგორც ჭიათურის მოსახლეობა ამბობს, მამა გაბრიელს სიმდიდრის მოხვეჭა-მოპოვებაში ქალაქის მერი – გივი მოდებაძე ეხმარება. თავის დროზე, მამა გაბრიელის წყალობით, ყოფილი „ნაციონალი“ მოდებაძე „ოცნებაში“ დამკვირდდა, ივანიშვილის გუნდის მერობის კანდიდატი გახდა და გაიმარჯვა კიდეც.

როგორც საქმეში ჩახედული პირები ამბობენ, გრიგოლ ლილუაშვილის უწყებაშიც სწყალობენ მამა გაბრიელის და დავით სერგეენკოს პროტეჟეს.

როგორც ჭიათურაში ამბობენ, ქალაქის კადრების განყოფილების უფროსი ბიძინა ივანიშვილის და, მაგული ივანიშვილის იყო, დამლაგებელსაც მასთან შეთანხმებით ნიშნავდნენ. ახლა ქალაქს ახალი კადრების უფროსი ჰყავს – სასულიერო პირი.

აღსანიშნავია, რომ მამა გაბრიელის ოჯახის წევრები სწორედ მოდებაძის უწყებაში არიან დასაქმებულები.

მისი ერთი შვილი ქალქის ჯანდაცვის და სოციალური სამსახურის უფროსია, ხოლო მეორე – მერის, გივი მოდებაძის მძღოლი. სასულიერო პირის მიმართ გამოთქმული ბრალდებების კომენტირებისთვის „2020NEWS“ მამა გაბრიელს დაუკავშირდა, რომელმაც სააგენტოსთან საუბარი არ ისურვა.

„ვინც ამაზე გესაუბრებათ, იმას ესაუბრეთ“, – განუცხადა „2020NEWS“-ს სასულიერო პირმა.

ასეც ვიქცევით და მოვიქცევით მომავალშიც – მოვუსმენთ და გავესაუბრებით ყველას, ვისაც საზოგადოებისთვის სათქმელი და მოსაყოლი აქვს. ვისაც ჩვენი გვერდით დგომა და დახმარება დასჭირდება. ვისაც უკეთეს და სამართლიან ქვეყანაში უნდა ცხოვრება.

წყარო – 2020ნიუსი

ფოტო – 2020ნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved