• რეკლამა
  • კონტაქტი
02:18, ორშაბათი, 27 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“წაეთრიეთ” – ვაკეში მდებარე Lui Coffee-ს უკრაინელი მეპატრონის ისტორია – ვინ და რატომ აიძულებს დაკეტვას?

ალია ავტორი - ალია
13:39 07-17-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
231

Lui Coffee-ს მეპატრონე, უკაინელი ილია მიშენკო სოციალურ ქსელში წერს:

“გამარჯობათ. მე მქვია ილია მიშენკო.

მე – ვარ უკრაინელი, რომელმაც მჭიდროდ დაუკავშირა ცხოვრება საქართველოს ჯერ კიდევ 2013 წელს, როცა მამაჩემთან ერთად გავაშენეთ, ვაშლის ბაღები ბოლნისის რაიონში.

2017 წელს კი მუდმივად გადმოვედი საცხოვრებლად. მეუღლესთან და შვილთან ერთად .2018 წელს, ფრთები შევასხით ჩვენს ოცნებას და გავხსენით ყავის ბარი “ლუი კოფე”.

2,5 წლის განმავლობაში გამოვიარეთ ბევრი სირთულე: ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია, კორონავირუსი, მერე ისევ გზის ხელახალი შეკეთება და მიუხედავად ამ ყველაფრისა ვაგრძელებდით მუშაობას, რადგან გვჯეროდა იდეის, პროდუქტის და სერვისის.

სამწუხაროდ ამ კვირაში მოხდა ყველაზე უსიამოვნო ფაქტი. შევეჯახეთ პირდაპირი მნიშვნელობით რასიზმს მეზობელი ქალბატონისგან, რომელიც ცხოვრობს მე_5_ე სართულზე და ასევე არის ამ საცხოვრებელი კორპუსის ამხანაგობის თავჯდომარე. ის უკვე რამდენიმე კვირის განმავლობაში , წარმოუდგენელი აგრესიით და უშვერი სიტყვებით გვლანძღავს, პირდაპირ გვემუქრება დაკეტვით.

ჩემი მეუღლის ულიანას მცდელობის მშვიდად ესაუბრათ, პასუხად მივიღეთ წავთრეულვიყავით რუსეთში და იქ გვეკეთებინა ჩვენი საქმე, ამ სიტყვებით გვლანძღავდა პატრულის თანამშრომლების წინაშეც, რომელიც ასევე თვითონ გამოიძახა.

სიტყვა რუსების ხშირი გამოყენებით, ცდილობდა პატრულის თანამშრომლები ცუდად განეწყო ჩვენს მიმართ, რაც ნამდვილად არ გამოუვიდა და პირიქით, არა ერთხელ მიუთითეს კორექტულად ესაუბრა, მიუხედავად იმისა, რომ დანამდვილებით იცოდა უკრაინელები ვართ, რადგან წინა დღით ჩვენმა მენეჯერმა მიწერა ამის შესახებ.

ამ ქალბატონის გაღიზიანება კი გამოიწვია, თითქოსდა კაფედან გამომავალმა სუნმა, მაშინ, როცა მესამეზე და მეოთხეზე მაცხოვრებელი ადამიანები, ჩვენი ყოველდღიური მომხმარებლები არიან და არასოდეს გამოუთქვამთ მსგავსი პრობლემის შესახებ

მეორე დღეს მას ესაუბრა ჩვენი მენეჯერი, იმედით, რომ საღად და კონსტრუქციულად შეძლებდნენ პრობლემის გადაწყვეტას, რაზეც მან უარი გამოგვიცხადა და ასევე დაამატა, ვაკეში თან ასეთ პრესტიჟულ სახლებში საერთოდ არ უნდა იყოს კაფეები და აუცილებლად დაგვხურავს.

ზემოაღნიშნული ქმედება პირდაპირ ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142(1) მუხლს (რასისტული დისკრიმინაცია), ჩვენ შევიტანეთ საჩივარი ამასთან დაკავშირებით და დაიკითხნენ მოწმეებიც.

ბოლო 2 დღის განმავლობაში, ამ ქალბატონის საჩივრების ნიადაგზე, ჩვენთან იყვნენ მუნიციპალური ინსპექციიდან, სურსათის უვნებლობიდან და მზად ვართ კიდევ ბევრი ინსპექციებისთვის.

დროებით შევაჩერეთ მთელი რიგი კერძების მომზადება, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.თავისი სურვილი, დაგვკეტოს ამ ქალბატონმა უკვე გამოთქვა.

არ დაგვკეტა ჭავჭავაძის გამზირის რემონტმა, არ დაგვკეტა კორონავირუსმა , არც ეხლა არ დავიკეტებით. ჩვენს მეზობელს კი ანდაზას ვეტყვით, რომელიც ყოველთვის აქტუალურია : ”რასაც დასთეს, იმას მოიმკი”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა

16:18 07-25-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved