• რეკლამა
  • კონტაქტი
02:52, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მთელი კარანტინი გამოკეტილი მყავდა და ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადება”

ალია ავტორი - ალია
15:52 07-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
59

“სიმ­სივ­ნე გა­ნა­ჩე­ნი არ არის” – დღეს ეს ფრა­ზა ხში­რად გვეს­მის, ამ სენს უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ებ­რძვის. სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ბრძო­ლა­ში მარ­ცხდე­ბა, მაგ­რამ არა­ერ­თი მა­გა­ლი­თია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებ­მა მძი­მე სენ­ზე გა­ი­მარ­ჯვეს და ცხოვ­რე­ბა ხე­ლახ­ლა და­ი­წყეს.

რამ­დე­ნი­მე თვის წინ ფილ­ტვზე სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს ხა­თუ­ნა ჟორ­და­ნი­ას. ის­რა­ელ­ში მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ, მას კა­რან­ტი­ნის გა­ტა­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­უხ­და. ნინი ქარ­სე­ლა­ძე გვე­უბ­ნე­ბა, რომ რად­გან დედა რის­კჯ­გუფ­ში იყო, ამ პე­რი­ოდ­ში სახ­ლი­დან გას­ვლას და მე­გობ­რებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას თავს არი­დებ­და.

17 ივ­ლისს ხა­თუ­ნას კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა. მცხე­თა­ში, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მომ­ღე­რა­ლი მე­გობ­რებს შეხ­ვდე­ბა და კა­რან­ტი­ნის შემ­დეგ ყვე­ლას ჩა­ე­ხუ­ტე­ბა – ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში ჟორ­და­ნი­ას უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ნინი ქარ­სე­ლა­ძე.

– ამ კონ­ცერ­ტის ჩა­ტა­რე­ბა ხა­თუ­ნას მე­გობ­რე­ბის იდეა იყო. პირ­ველ რიგ­ში რუსა მორ­ჩი­ლა­ძის… უნ­დო­და მო­ნატ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნე­თის­თვის შე­ეხ­ვედ­რე­ბი­ნა, რა თქმა უნდა, ხა­თუ­ნაც მო­ნა­წი­ლე­ობს ამ კონ­ცერ­ტში. უბ­რა­ლოდ, სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ვიკ­რი­ბე­ბით, მცხე­თა­ში, რეს­ტო­რან “მა­რან­ში”.ასევე დაგაინტერესებთ

ხა­თუ­ნა ამ დღის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ემ­ზა­დე­ბა, დიდი ხა­ნია სახ­ლი­დან არ გა­სუ­ლა, მძი­მე პე­რი­ო­დი გა­ვი­ა­რეთ. მისი გან­წყო­ბა ახლა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, შეხ­ვდე­ბა ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მო­ე­ნატ­რა. მთე­ლი კა­რან­ტი­ნი ხა­თუ­ნა გა­მო­კე­ტი­ლი მყავ­და, არა­ვის­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას არ ვაძ­ლევ­დი. ახლა კი ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს ჩა­ე­ხუ­ტე­ბა, ვინც ძა­ლი­ან ენატ­რე­ბა და ვი­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს მის გულ­ში.

– ხა­თუ­ნამ შენ­ზე თით­ქმის ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, დე­და­სა­ვით მყავ­სო. ყო­ველ­თვის ასე­თი დედა-შვი­ლო­ბა გქონ­დათ თუ მძი­მე სენ­თან ბრძო­ლამ და­გა­ახ­ლო­ვათ?

– ყო­ველ­თვის ასე ვი­ყა­ვით, ხა­თუ­ნა ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, რო­დე­საც მე გა­მა­ჩი­ნა. მა­მას მა­ლე­ვე გა­შორ­და და ჩვენ დე­ბი­ვით გა­ვი­ზარ­დეთ. დიდი ხანი მარ­ტო ვცხოვ­რობ­დით და სულ ასე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და და კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვით არ და­წყე­ბუ­ლა, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე ვართ. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა სულ აღ­სა­ნიშ­ნა­ვი და სა­ლა­პა­რა­კო იყო.

– თუმ­ცა, ხა­თუ­ნა ყო­ველ­თვის მკაც­რი და ძლი­ე­რი ქა­ლის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას ტო­ვებ­და.

– ასეც არის, მაგ­რამ ამ პე­რი­ოდ­ში გა­უ­ჭირ­და, მა­შინ რო­დე­საც ექიმ­მა ყვე­ლა­ფე­რი უთხრა. მე ვუ­მა­ლავ­დი. თა­ვი­დან ცოტა დათ­რგუ­ნუ­ლი იყო, მაგ­რამ ეს პე­რი­ო­დიც მალე გა­და­ვი­ა­რეთ.

– ამ პე­რი­ოდ­ში ხა­თუ­ნას გვერ­დით ყო­ველ­თვის შენ და ზურა ჩან­ხართ. ანას­ტა­სია რამ­დე­ნად არის ჩარ­თუ­ლი?

– ანას­ტა­სი­ამ რო­გორც ყვე­ლამ, მათ შო­რის ზუ­რა­მაც თა­ვი­დან იცო­და ის, რა­საც მე ვთვლი­დი სა­ჭი­როდ, რომ უნდა სცოდ­ნო­დათ, რათა ხა­თუ­ნას­თან ზედ­მე­ტი რამე არ ეთ­ქვათ.

ეს დი­აგ­ნო­ზი ისევ რჩე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის ნა­წი­ლის­თვის გა­ნა­ჩე­ნად, მაგ­რამ ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ამ მძი­მე სენს ებ­რძვის, მინ­და ვუ­თხრა, რომ ეს და­ა­ვა­დე­ბა არ არის გა­ნა­ჩე­ნი, მთა­ვა­რია რწმე­ნა და ბრძო­ლა, ბრძო­ლას ყო­ველ­თვის აქვს აზრი. ღმერ­თის წყა­ლო­ბით, ზუს­ტად ვიცი, რომ წინ რა გზაც გვაქვს გა­სავ­ლე­ლი, ამა­საც ვაჟ­კა­ცუ­რად გა­ვივ­ლით. ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ონ­კო­ლო­გი­ას ებ­რძვის, მინ­და, რომ ჯან­მრთე­ლო­ბა ვუ­სურ­ვო. მე ვიცი, ეს რა მძი­მე გზაც არის.

მინ­და, რომ მე და ხა­თუ­ნა ვი­ყოთ თქვე­ნი იმე­დი და ძალა, რო­მე­ლიც იმას შე­გაძ­ლე­ბი­ნებთ, რაც დღეს გგო­ნი­ათ შე­უძ­ლე­ბე­ლი.

– ნინი, გან­წყო­ბას აქვს ამ დროს უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა?

– დიახ. მე, რო­დე­საც ხა­თუ­ნას დი­აგ­ნო­ზის შე­სა­ხებ გა­ვი­გე, ინ­სტინ­ქტუ­რად მოხ­და ისე, რომ ჩემს ტვინ­ში ჩავ­კე­ტე ეს ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს არც უთ­ქვამთ. ღმერ­თთან და­ახ­ლო­ე­ბამ გა­და­მა­ტა­ნი­ნა ეს პე­რი­ო­დი, ძა­ლი­ან გა­მაძ­ლი­ე­რა. სხვა ვე­რა­ფე­რი გა­მაძ­ლი­ე­რებ­და, ლოც­ვამ და ღმერ­თის იმედ­მა გა­მაძ­ლე­ბი­ნა და აი, შე­დე­გი!

ღვთის წყა­ლო­ბით ყვე­ლა­ფე­რი წინ გვაქვს, დიდი გზა გვაქვს გა­სავ­ლე­ლი და შე­დე­გი, რაც ახლა მი­ვი­ღეთ ძა­ლი­ან კარ­გია და მად­ლო­ბა ყვე­ლა იმ ექიმს, ვინც ხა­თუ­ნას მკურ­ნა­ლობ­და და მას მე­ო­რე სი­ცო­ცხლე აჩუ­ქა.

ამბები.ჯი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved