• რეკლამა
  • კონტაქტი
07:54, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ბელგიიდან ჩამოსულმა ზალკალიანმა კარანტინი არ გაიარა და მინისტრებს პირბადის გარეშე შეხვდა

ალია ავტორი - ალია
15:22 07-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ორი დღის წინ ბრიუსელში ვიზიტით იმყოფებოდა. დღეს, 16 ივლისს კი მთავრობის სხდომას დაესწრო. სხდომის ფოტოები მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა. ევროპული საქართველოს დეპუტატ გიორგი კანდელაკს აინტერესებს მთავრობის განმარტება, რატომ არ გაიარა მინისტრმა სავალდებულო კარანტინი.

საქართველოს მთავრობას ბელგია ე.წ. მწვანე ქვეყნების სიაში შეყვანილი არ ჰყავს. ამასთან, უცხოეთიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქე ნებისმიერ შემთხვევაში 2-კვირიან სავალდებულო კარანტინს გადის.

აღსანიშნავია ისიც, რომ არსებობს შემთხვევა, როცა ხელისუფლების წარმომადგენელი კარანტინში იყო. კონსულტაციებისთვის უკრაინიდან ჩამოსულმა ელჩმა, თეიმურაზ შარაშენიძემ კარანტინი გაიარა.

ფოტო: საქართველოს მთავრობა

გიორგი კანდელაკი:

“მივმართავ კითხვით მთავრობას, რატომ შეუძლია თუნდაც საგარეო საქმეთა მინისტრის, კარანტინის გარეშე შემოსვლა ქვეყნიდან, რომელიც არ არის გამწვანებული ქვეყნების სიაში. რატომ უნდა გაიაროს კარანტინი ჩვეულებრივმა კეთილსინდისიერმა მოქალაქემ, თუკი ის იმყოფებოდა გამწვანებულ ქვეყანაში”, — აღნიშნა კანდელაკმა On.ge-სთან საუბრის დროს.

დავით ზალკალიანი ბრიუსელში ვიზიტით 13-14 ივლისს იმყოფებოდა. პანდემიის პირობებში ეს პირველი მაღალი დონის ვიზიტია საქართველოდან.

საგარეო საქმეთა სამინისტროში On.ge-ს წერილობით უპასუხეს. უწყებაში აცხადებენ, რომ მთავრობის 332-ე დადგენილება სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტებიდან დაბრუნების წესს ადგენს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვიზიტიდან დაბრუნებული დელეგაციის წევრები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა.

სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ მინისტრსა და დელეგაციის სრულ შემადგენლობას ბრიუსელში ვიზიტიდან დაბრუნებისთანავე ჩაუტარდა PCR კვლევა და კვლევის შედეგები უარყოფითია

ონ.ჯი

აქვე შეგახსენებთ, რომ ეპიდემიოლოგების თქმით, არც ერთი კვლევა არ უჩვენებს ვირუსს პირველ დღეებში – სწორედ, ამიტომაა დისტანცირება და იზოლაცია მთავარი, ეს არ არის ჩვენი დადგენილი, მთავრობის დადგენილი რეგულაციაა.

როგორც ფოტოზე ხედავთ, მინისტრებს პირბადეებიც კი არ უკეთით.

თუ რამე იცით კორონავირუსზე ახალი და თუ არ არის გადამდები, ჩვენც გვითხარით!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved