• რეკლამა
  • კონტაქტი
16:23, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მკვლელებმა, შესაძლოა, საბრალდებო სკამი აიცილონ” – რა კითხვები დაუსვა გამოძიებამ ექსპერტიზას?

ალია ავტორი - ალია
00:20 07-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

19 წლის ფეხბურთელის ბურუსით მოცული მკვლელობა და საქმის მთავარი მოწმის გამქრალი ჩვენება – გიორგი შაქარაშვილის საქმის ახალ მასალებში აღმოჩენილმა გარემოებებმა, შესაძლოა, განზრახ მკვლელობის მუხლი კიდევ უფრო შეასუსტოს და საბრალდებო სკამზე გამოძიებამ ვერავინ დასვას.


მე-18 ტომის მიხედვით, სამართალდამცველები სამედიცინო ექსპერტებს ისეთ კითხვარს უგზავნიან, რომელითაც სავარაუდოდ არა განზრახ მკვლელობის, არამედ უბედური შემთხვევის დადგენას შეძლებენ:

  • გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შესაძლებელია თუ არა, განვითარებული იყოს სწორი რელიეფის მქონე ასფალტირებულ გზაზე, ან ბილიკის ჩასასვლელამდე ასფალტირებული გზის მიმდებარე გვერდულზე წაქცევა/დაცემით?
  • ხომ არ არის გამოწვეული აღნიშნული დაზიანებები ასფალტირებული გზიდან ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე დაგორება-დაცურებით?
  • ხომ არ არის გამოწვეული აღნიშნული დაზიანებები ასფალტირებული გზიდან ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობის მიმავალი ბილიკის შემდგომ, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე წაქცევა-დაცემით?
  • ცალკე აღებული სახისა და თავის არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15/25 მეტრი სიმაღლის ხიდიდან ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის, ან წყალში ჩავარდნის შედეგად?
  • დაზიანებები ცალ-ცალკე ან ერთობლიობაში გამოიწვევდა თუ არა ტრავმულ შოკს ან გამოიწვევდა თუ არა მოძრაობის (ან გადაადგილების) შეზღუდვას?
  • თავზე არსებული დაზიანება გამოიწვევდა თუ არა გონების დაკარგვას ან შეუზღუდავდა თუ არა მოძრაობას?
  • რას ნიშნავს – დაზიანებები განვითარებულია სიკვდილამდე ახლო პერიოდში? ანუ რას მოიცავს სიკვდილამდე ახლო პერიოდი?

გამოძიება 109-ე მუხლით რომ ვერავის დააკავებს, ეს ვარაუდი საქმის ადვოკატებს თავიდანვე გაუჩნდათ. დაკავებულების ადვოკატები ღიად აცხადებენ, რომ ასეთ ვითარებაში გამოძიება ვერც ერთ ბრალდებულს მძიმე მუხლით ვერ გაასამართლებს.

დაგვიანებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები შაქარაშვილის განზრახ მკველელობის საქმეში კიდევ უფრო მეტ ბუნდოვანებას აჩენს. რატომ არ ცდილობენ საგამოძიებო უწყებები ჭეშმარიტების დადგენას, ეს დაკავებულების ადვოკატებმა არ იციან, თუმცა ამტკიცებენ, რომ არცერთი მათი დაცვის ქვეშ მყოფი საბრალდებო სკამზე უმძიმესი, განზრახ მკვლელობის მუხლით არ დაჯდება.

“როდესაც ძირითადი კითხვები არის აგებული უბედური შემთხვევის განხილვის ირგვლივ . მე მიჩნდება საშიშროება იმისა, რომ განზრახ მკვლელობა, დამამძიმებელ გარემოებაში, ამის დამტკიცება ამ ვითარებაში , ამ მტკიცებულებებით, ამ რეალობაში, საერთოდ არარეალურად მიმაჩნია” – აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატი გიორგი ყიფშიძე.

სამართალდამცველების კითხვები მართლა უცნაურია – ოღონდ, არა ამ კუთხით.

წესით, ვერც ერთმა ექსპერტმა ვეღარ უნდა გაბედოს იმის მტკიცება, რომ ჩაგორდა, ჩავარდა და ისე მიიღო დაზიანება, მაშინ როცა ნაკაწრიც არა აქვს კიდურებზე.

და პასუხები საინტერესო იქნება, თუ კითხვებზე პასუხები იქნება – არა, არ შეეძლო დაზიანებები მიეღო ამ გზით – არათუ საინტერესო, საჭირო პასუხებიც იქნება.

ერთადერთი, რაც გვაფიქრებს, არის ის, რომ არ არის სხვა ტიპის კითხვები, მხოლოდ იმის დამტკიცებით, რომ დაგორებით, წაქცევით არ მიუღია გიორგის დაზიანებები – პროკურატურა საქმეს ვერ მოიგებს.

ალია

თეგები: შაქარაშვილის საქმე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved