• რეკლამა
  • კონტაქტი
21:59, ხუთშაბათი, 5 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რა ექსკლუზიური ამბები მოაწოდეს “ალიას” კობა კობალაძის შვილის საქმეზე?

ალია ავტორი - ალია
02:56 07-15-2020
- ახალი ამბები, ექსკლუზივი, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
105

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, კობა კობალაძის შვილის, დავით კობალაძის შესაძლო მონაწილეობაზე 24 ივნისს ასათიანის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ინფორმაცია გვქონდა და მოკვლევასაც ვაწარმოებდით. თუმცა, ერთ-ერთმა ტელევიზიამ დაგვასწრო და ფაქტი ეთერით გააშუქა. შესაბამისად, არ გვაქვს პრეტენზია ექსკლუზივზე და კარგი იქნება, თუ ტელევიზიები არც თუ იშვიათად, ჩვენი გაზეთიდან წაღებულ ინფორმაციას ექსკლუზივად თუ არ გაასაღებენ. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა კონკრეტულ ტელევიზიას რამდენიმე ფაქტი გამორჩა, უფრო ზუსტად კი, ჩვენ იმაზე მეტი ვიცით, ვიდრე ტელევიზიით გაჟღერდა. აქვე გეტყვით, რომ ჩვენი წყარო ძალოვანი უწყების (არ ვაკონკრეტებთ რომლის) ერთ-ერთი მაღალჩინოსანია.


თავიდან დავიწყოთ. 24 ივნისს, თბილისში, ასათიანის ქუჩაზე, რამდენიმე პირი ბანკის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა. რამდენიმეს პირობითად ვამბობთ, თორემ ბანკის თანამშრომელი შვიდმა ახალგაზრდამ სცემა. გარდა იმისა, რომ მას დანით ფეხის არეში მიაყენეს ჭრილობა და იგივე დანის ტარი თავში ურტყეს, საქმეში ფიგურირებს ცეცხლსასროლი იარაღიც. როგორც წყარო ამბობს, რომლის ინფორმაცია ხშირ შემთხვევაში, ასპროცენტიანი სიზუსტით ცხადდება, თუმცა, მის უტყუარობაზე მტკიცებით ფორმაში ვერ დავწერ, ახალგაზრდებმა მანქანიდან გადმოიღეს ე.წ. „ვინჩესტერის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და მისი ტარითაც მიაყენეს დაზარალებულს დაზიანებები. ამას გარდა, იარაღის ლულა კბილებში მიაბჯინეს, რათა შეეშინებინათ. ეს ყველაფერი კი იმ კამერებზე ჩანს, რომელიც ასათიანის ქუჩაზე მრავლად იყო და რომლებმაც ყველაფერი აღბეჭდეს.


ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცავებს მომხდარზე მყისიერი რეაგირება ჰქონდათ და ეჭვმიტანილები მაშინვე დააკავეს იარაღთან ერთად, თუმცა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ დაკავებულთაგან ერთ-ერთი გენერლის და მოქმედი დეპუტატის, კობა კობალაძის შვილი იყო, ხოლო „ვინჩესტერი“ უშუალოდ დეპუტატზე გახლდათ გაფორმებული, საქმე თავდაყირა დადგა.

პირველ რიგში, საერთოდ გაქრა იარაღი და როგორც გვეუბნებიან, ვიდეოთვალზე ეს იარაღი კარგად ჩანს, უბრალოდ საქმეში არ დევს. დაზარალებულის ოჯახი პირადად მოინახულა გენერალმა კობალაძემ და მათ დუმილის სანაცვლოდ ყველანაირი დახმარება აღუთქვა, თუმცა დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანდა. ბანკის თანამშრომელს აქვს ტვინის შერყევა და თავის ქალის ძვალი აქვს დაზიანებული.

შემდეგ, საქმეში ჩაერთო მეორე გენერალი, ბატონი ვახტანგ გომელაური. შს მინისტრი კობალაძესთან ერთად, გენერალთა კლუბის წევრი და მეგობარია. შესაბამისად, მან მეგობრის შვილი არ გაიმეტა და საქმის შერბილება (სულ ჩაფარცხვა არ გამოდიოდა სწორედ სათვალთვალო კამერების გამო) გადაწყდა. თუმცა, აქ კიდევ ერთმა პრობლემამ იჩინა თავი – საქმის გამომძიებელს ყველაფერი პროფესიონალურ დონეზე ჰონდა შესრულებული, ანუ იმ დღევანდელი დაკითხვის ოქმები, დაზარალებულის ჩვენება, ეჭვმიტანილების დაკითხვის ოქმი. შერბილება აღარ გამოდიოდა, მითუმეტეს მაშინ, როცა გამომძიებელი მიხვდა, რომ ყველაფრის ახლიდან გადაწერა და შემდეგ ამ საქმის ამოტივტივება მას კარგს არაფერს უქადდა.


„იმ გამომძიებლის წინააღმდეგ, ერთ-ერთ დაკავებულს დააწერინეს საჩივარი, თითქოს ჩხრეკის დროს გამომძიებელმა და მისმა თანაშემწემ, უშუალოდ გამომძიებლის მითითებით, მას გამოძიებისთვის საჭირო მტკიცებულება ჩაუდეს. გენერალურმა ინსპექციამ უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა და გამომძიებელიც იძულებული გახდა, საქმე თაროზე შემოედო“,-გვეუბნება ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი.


მას შემდეგ კი, რაც მომხდარი ინციდენტი გახმაურდა, გენერალი კობალაძე იძულებული გახდა, შვილი თავისი ხელით მიეყვანა განყოფილებაში, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის დააკავეს. დაკითხვის შემდეგ დავით კობალაძე შინ გაუშვეს და როგორც გვეუბნებიან, ყველაფრის მიუხედავად, ის ამ საქმიდან მშრალი ამოვა. გენერალი კობალაძე მმართველ გუნდს ამ საარჩევნოდ ძალიან სჭირდება. საქმე ისაა, რომ გენერალ დევი ჭანკოტაძის პოლიტიკაში მოსვლისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარეს დადგომის შემდეგ, „ოცნებას“ მის საპირწონედ სწორედ კობალაძის დარი ავტორიტეტი ესაჭიროება. ამიტომ, მის შვილს არავინ გაიმეტებს და ზოგადად, რადგან მომჩივანი რეალურად არ არსებობს, მომხდარის გამო გისოსებს მიღმა არავინ აღმოჩნდება. თუმცა,  რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები იხილავს დღის სინათლეს და თუ იქ მართლა გამოჩნდება „ვინჩესტერი“, ნამდვილად ვერ გეტყვით. თანაც, თუ ჩვენი წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მართალია და „ვინჩესტერი“ კობა კობალაძის კუთვნილებაა, საქმე შესაძლოა თავდაყირა დადგეს.

ანი დვალიშვილი, ალია №23

თეგები: კობა კობალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო – გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ

14:44 02-05-2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
ახალი ამბები

N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში — OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში

14:04 02-05-2026
კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი
ახალი ამბები

კინოდაჯილდოება „ელისო“ 2026 ნამუშევრების მიღებას იწყებს – თიბისი

15:17 02-04-2026
ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები 2026 წელს რაგბი ევროპის ჩემპიონატით იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – მთავარია გჯეროდეს (თიბისი)

14:49 02-04-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved