შაქარაშვილის ბიძამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:
„ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე და ყველაფერთან დაკავშირებით, თუმცა ეს არის სამუშაო ვერსია, ვარკვევ შსს-სთან და საზოგადოების გასარჩევი არ არის. გენეტიკური ექსპერტიზის პასუხები ჯერ არ არის, ველოდებით. არც ერთ კონკრეტულ თემაზე მე დღეს არ ვსაუბრობ.
ამირხანაშვილის ახალ ჩვენებაში არ ვერკვევი. ჯერჯერობით ოჯახს გამოძიებასთან პრეტენზიები არ აქვს. თუ რაიმე პრეტენზია წარმოიშვება, მოგმართავთ და გეტყვით, რომ დაგვეხმაროს ხალხი“
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა მირიან ნიკოლაძე შსს-ში იმყოფებოდა.
ნიუპოსტი
კომენტარები