• რეკლამა
  • კონტაქტი
09:12, კვირა, 21 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბერიკონის” კიბეებზე, ერთმანეთში აზელილი ბიჭების დიდი გორგალი მოგორავდა”

ალია ავტორი - ალია
17:18 07-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
67

“ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“სინამდვილეში რა უაზრობაა და რა უაზრობას ეწირება ხალხი. მახსოვს 90-იანებში ერთ-ერთ ქორწილში ვიყავი – ბერიკონში. ჩემი მაშინდელი ქმარი არ წამოვიდა. პატარძალი თავისი ძმაკაცის ყოფილი შეყვარებული იყო და “არ გაუტეხა” (ასევე, ქვის ხანის გაგება).

მოკლედ, ითქვა ნეფე პატარძლის, შევარდნაძის და ყველა “საჭირო სადღეგრძელო” და წამოვიშალეთ. პოლაროიდის ფოტოებს ვიღებდით. მე და პატარძალი ვტინგიცობდით და თავი ერთმა ჩემთვის უცნობმა, მაგრამ ერთობ მშვიდობიანმა ბიჭმა შემოყო კადრში.

გამოვეცნაურე, ვეხუმრებოდით ერთმანეთს – მომეცი სურათიო. სრულიად უწყინარი ხუმრობა – არანაირი “ქვენა” მოტივი.

დაგვადგა ჩემი ქმრის და ჩემი ახლობელი, თვითონაც სრულიად მშვიდობიანი ბიჭი – სრულიად გროტესკული ვალდებულებით შეპყრობილი – მომხედოს! (21 წლის ვიყავი და უკვე ყველას მე თვითონ მივხედავდი, ვინც იმ სუფრასთან იჯდა – არავის მიხედვა არ მჭირდებოდა, საერთოდ).

ერთადერთი, რაც ამ ადამიანს მოთრევა და ჩარევა აიძულა, იყო უკუღმართად გაგებული “მამაკაცური ღირსება” თითქოს ქალი, მითუმეტეს მეგობრის ცოლი, ნივთია, სუსტია, დეგენერატია და თავს ვერ მიხედავს, თუ შეაწუხებენ! (თან ზუსტად იცოდა რომ არც სუსტი ვარ, არც დეგენერატი და თუ რამე მომინდა, ნაღდად ვერ გამაკავებდა ვერც ეგ, ვერც მთელი მისი საძმაკაცო – მაგრამ გარემოცვა რას იფიქრებდა, იმაზე, რომ არ ჩაერია როცა ნახა, რომ მეგობრის ცოლი, უცხო ადამიანთან საუბრობს).

მოკლედ, ჩვენი სრულიად უწყინარი ხუმრობა გადაიზარდა ორი ადამიანის კაჩაობაში. ჩემს სიტყვებს აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა – არავის ესმოდა. დაახლოებით 10 წუთში, ნახევარი ქორწილი მეორე ნახევარს აშველებდა – სრულიად გაუგებარი მიზეზით დაწყებული ჩხუბის გამო.

ვერ გაიგებდი ვერაფერს – ტიროდნენ ქალები, ცვიოდა ბოთლები… არავინ იცოდა, რაზე ჩხუბობდნენ – ერთმანეთს აყვნენ.

რაღაც მომენტში, ბერიკონის კიბეებზე, ერთმანეთში აზელილი ბიჭების დიდი გორგალი მოგორავდა.

საბედნიეროდ, არავინ დიდად არ დაზიანებულა – მგონი ერთ მეგობარს დასჭირდა თავის გაკერვა, ბოთლი მოხვდა.

მაგრამ ხომ შეიძლება, რამე მომხდარიყო? რამხელა უაზრობა და უსამართლობაა ხვდებით? რამდენ ასეთ უაზრობაში გავხვეულვართ.

რამდენი უდანაშაულო ადამიანი შეწირვია ამ მავნე უაზრობას. ამიტომაა პრობლემა ქალის მეორეხარისხოვანი როლი როგორც ქალებისთვის, ისე კაცებისთვის.”

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისიმ გენდერული თანასწორობისა და ლიდერობის სტრატეგიისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:22 06-18-2026
ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved