• რეკლამა
  • კონტაქტი
11:29, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მომდევნო 100 დღე ასმაგად უნდა ვიმუშავოთ, ეს 100 დღე საერთოდ აღარ უნდა გვეძინოს…”

ალია ავტორი - ალია
17:01 07-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა ახალგაზრდებთან ონლაინ ჩართვის დროს განაცხადა:

„თუ ესენი დარჩნენ, საქართველო აღარ იარსებებს, ეს იქნება შეუქცევადი. მე თავი გადადებული მაქვს ნამდვილად. უკრაინაში ძალიან კარგი პოზიციები, პერსპექტივები მაქვს. ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანაა. პრაქტიკულად ჩემთვის მშობლიური ქვეყანაა, იმიტომ, რომ აქ თავს სახლში ვგრძნობ. მე არ ვგრძნობ თავს ემიგრანტად. აქ, კიევში 15 წლის ასაკში ჩამოვედი. ეს არის ჩემი წრე, ჩემი ახლობლობა, მაგრამ სამშობლოს გარეშე დაჩენას ნამდვილად არ ვაპირებ და ჩემი სამშობლო არის საქართველო. არც ერთი თქვენგანი არ უნდა დარჩეს სამშობლოს გარეშე…

საქართველოში ჩვენ გვიკეთებენ ანესთეზიას – დაწყნარდით, გაჩუმდით, ხელი, ფეხი არ გაანძრიოთ, ეკონომიკას კლავენ. რატომ არ უშვენებ ტურისტებს?! ტურისტები არის ერთადერთი, რითაც ცხოვრობს საქართველო. არ უშვებენ იმიტომ, რომ რაც უფრო მეტად ღარიბი იქნება ხალხი, ივანიშვილის აზრით, მით უფრო ადვილად, იაფად გაიყიდება. ამიტომ, ამის გადატეხვა შეიძლება მარტო ახალგაზრდული ენთუზიაზმით, ყველასთან მისვლით, ყველა ადამიანთან დალაპარაკებით, რწმენის დაბრუნებით, იმიტომ, რომ ისინი საკუთარი მომავლის, რწმენის განადგურებაზე მუშაობენ.

ჩვენ უნდა ვიმუშავოთ ამ რწმენის დამკვიდრებაზე. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა. შემდეგი 100 დღე ნიშნავს იმას, რომ ასმაგად უნდა ვიმუშავოთ. 100 დღე ნიშნავს, რომ საერთოდ აღარ უნდა გვეძინოს, მე ნამდვილად აღარ მძინავს. 100 დღე ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ, როგორც არასდროს ორგანიზებულები. არ აქვს მნიშვნელობა რომელი პარტიაა, ვინ ვისთან ძოვს, ვერ ძოვს. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს სახელებს და გვარებს. ჩვენ ქვეყანა ან გვაქვს, ან აღარ გვაქვს. ან საქართველო, რომელიც აქამდე მოვიტანეთ და რამდენიმე წლის წინ იყო პერიოდი, რომ ის იყო მსოფლიოს პირველი რეფორმატორი, მთელი მსოფლიო ახსენებდა, ყველა ჩვენზე ლაპარაკობდა , მთელ რეგიონში ძალიან დიდი გავლენა მოვიპოვეთ, ახლა აბა ახლა რის ხარჯზე ვართ უკრაინაში ?!

იმდროინდელი გავლენის და მონაპოვრების ხარჯზე რამდენიმე დღეში უკრაინაში ჩვენს რამდენიმე ადამიანს მაღალ თანამდებობებზე ნიშნავენ. გატაცებაზე არიან, იმიტომ, რომ იციან, თავის დროზე საქართველოში ჩვენ სასწაული მოვახდინეთ. ეს ყველაფერი მთავრდება. საქართველო აღარ იარსებებს… ეს რომ აღარ იყოს ახლა, თითოეული თქვენგანის ხელშია, თქვენთვის წარმოუდგენელი შანსი და პასუხისმგებლობაა, მე ასე მგონია. ჩემი მხრივ, მეც შევდივარ სპორტულ ფორმაში, ვემზადები ასევე გადამწყვეტი ნახტომისთვის, მაგრამ ეს ნახტომი სასურველია არ იყოს უფსკრულში, იმიტომ, რომ უფსკრულში უკვე მიდის ჩვენი ქვეყანა. უნდა მოვახდინოთ ამ უფსკრულიდან ქვეყნის აქეთ გამოყვანა“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved