• რეკლამა
  • კონტაქტი
19:11, ორშაბათი, 14 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ველოდებით, რომ მომდევნო კვირებში რურუა გათავისუფლდება” – ევროკავშირი

ალია ავტორი - ალია
16:41 07-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით შესწორება მომზადდა, სადაც საუბარია 8 მარტის შეთანხმებაზე, კანონის უზენაესობის აღსრულებასა და მედიათავისუფლებაზე.

აღნიშულ დოკუმენტში მკაფიოდაა აგრეთვე საუბარი გიორგი რურუას გათავისუფლებაზე- „მივესალმებით ოპოზიციის ორი ლიდერის გათავისუფლებას, როგორც 8 მარტის შეთანხმების სრული შესრულებისკენ გადადგმულ პირველ ნაბიჯს, თუმცა მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ ყველა პოლიტპატიმარი თავისუფალი ჯერ კიდევ არ არის“

„ველით, რომ მომდევნო კვირებში საქართველოს პარლამენტის მუშაობის განახლებისთანავე შეთანხმებული საარჩევნო სისტემის ცვლილებები მოხდება და გათავისუფლდება გიორგი რურუა, ტელევიზიის მფლობელი, რომელიც გასული წლის ნოემბერში დააპატიმრეს“ – ნათქვამია ანა ფოტიგას, ჰერმან ტერჩშისა და კოსმა ზლოტოვსკის მიერ მომზადებულ 46-ე შესწორებაში.

ევროპარლამენტი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ 8 მარტის შეთანხმება ჯერ კიდევ შეუსრულებელია და გიორგი რურუა ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. დოკუმენტის დიდი ნაწილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 
დემოკრატიულად ჩატარებასა და წინასაარჩევნო გარემოს ეთმობა. 

86-გვერდიან დოკუმენტში ევროპელ დეპუტატებს 165 შესწორება შეაქვთ. დოკუმენტში საუბარია როგორც ქვეყნის მიღწევებზე, ასევე იმ პრობლემებზე, რომლებიც საქართველოში ამ დრომდე აქტუალურად რჩება. 

დოკუმენტში საუბარია დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზეც. ევროპელი დეპუტატები წერენ, რომ დამოუკიდებელი მედია-მენეჯერების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მმართველი გუნდის ბერკეტია, რომ მათ ზეწოლა მოახდინონ ოპოზიციურად განწყობულ მედიაზე, მათ შორის, ანგარიშში მოყვანილია ნიკა გვარამიასა და გიორგი რურუას ქეისებიც. 

„ჩვენი მხარდაჭერა ეკუთვნის არა რომელიმე პოლიტიკურ აქტორს ან პოლიტიკურ პარტიას, არამედ ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებას“, – ეს არის საქართველოს საკითხების მუდმივი თანამომხსენებლის სვენ მიქსერის განცხადება. 

შეგახსენებთ, რომ კენჭისყრა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე კენჭისყრა დაახლოებით შვიდ საათზეა ჩანიშნული.

თეგები: გიორგი რურუა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისი მოლის განცხადება
ახალი ამბები

“თბილისი მოლი”, “დეზერტირების ბაზრობის” ტერიტორიაზე გადაუდებელ, მასშტაბურ სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

15:04 09-14-2026
განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის
ახალი ამბები

განახლებული ინტეგრაციის სერვისი თიბისის ბიზნესმომხმარებლებისთვის

14:29 09-14-2026
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
ახალი ამბები

AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა

13:34 09-14-2026
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში
ახალი ამბები

მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე სილქნეტის შეთავაზებაში

13:23 09-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved