• რეკლამა
  • კონტაქტი
17:19, შაბათი, 5 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“იმ ღამით არაგვის ხიდზე ნიახურს ვკრეფდი” – მოწმის ჩვენება…

ალია ავტორი - ალია
15:32 07-13-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

ახალგაზრდა ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებული პირი, რომელიც შემთხვევის ადგილზე “მეორე მანქანით” ფიგურირებს, ამბობს, რომ შუაღამისას, ავტომაგისტრალზე ნიახურს კრეფდა. დავით კიპაროიძის ჩვენება Report.ge-მ ექსკლუზიურად მოიპოვა.

“იქნებოდა ღამის პირველი საათი, რა დროსაც ჩემი კუთვნილი Ford Transit-ის მარკის და მოდელის მიკროავტობუსით ჩემს მეუღლესთან და 2 წლის შვილთან ერთად სახლიდან გავემგზავრე საჩხერის რაიონი სოფელ გამოღმა არგვეთში, სადაც მაქვს სახლი.

დაახლოებით 01:00 საათზე როდესაც გავცდით საგურამოს გადასხვევს და გავდიოდი არაგვის ხიდზე, შევნიშნე, რომ ხიდის დასრულებამდე დაახლოებით 50-60 მეტრში გზის სავალი ნაწილის გამყოფ ზოლზე, დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძეზე რაღაც იყო დაყრილი.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაიდან რაიმე სახის უბედურ შემთხვევას ადგილი რომ არ ჰქონოდა, მე გადავწყვიტე, მენახა თუ რა ეყარა მაგისტრალზე და საჭიროების შემთხვევაში გადმომეტანა გზის პირზე. აქედან გამომდინარე მანქანა გავაჩერე დაახლოებით 50 მეტრში იმ ადგილიდან სადაც რაღაც რომ შევამჩნიე, კერძოდ ხიდის ბოლოში გზის პირას, ჩავრთე ავარიული შუქურები და გადმოვედი მანქანიდან მარტო, ანუ ჩემი მეუღლე და შვილი დარჩნენ მაქნანაში. მე წამოვედი თბილისის მიმართულებით მაგისტრალის მანქანების გზის სავალ ნაწილში პირველი ზოლის ნაპირით. მივედი იმ ადგილას, სადაც შევამჩნიე რაღაც დაყრილი ნივთები. ამ დროს მაგისტრალზე ინტენსიური მოძრაობა არ იყო, მაგრამ მანქანები დროთა განმავლობაში მოძრაობდნენ.

თავიდან გზის პირიდან როდესაც გავუსწორდი იმ ადგილს, სადაც ის რაღაც ეგდო, მაშინვე არ მივსულვარ, იმიტომ, რომ მაგ დროს თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მოდიოდა სატვირთო მანქანა, რომელსაც უსაფრთხოების მიზნით, რათა არ გადაევლო უცხო საგნებზე, ჩემი ფანრით ვანიშნე იმ ადგილზე სადაც რაღაც ეგდო. როდესაც საშუალება მომეცა მივსულიყავი ჩემს წინ სავალი გზის გამყოფ ზოლთან ვნახე, რომ გზაზე დაახლოებით ერთი მეტრის სიგრძეზე დაყრილი იყო ნიახური, რომელთა დიდი ნაწილი მანქანების გადავლის შედეგად გაფუჭებული იყო, ხოლო რამდენიმე ცალი შეკვრა, რომელიც არ იყო გაფუჭებული ავიღე და კვლავ მაგისტრალის პირველი ხაზის ნაპირის გავლით მივედი ჩემს მიკროავტობუსთან”

მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების შესახებ რამდენიმე დღის შემდეგ გაიგო, თუმცა მის მგზავრობას ეს ფაქტი ვერ დაუკავშირა, რადგან გარკვეული პერიოდი იყო გასული. მოგვიანებით, როდესაც მას სამართალდამცველები დაუკავშირდნენ, შეძლო აღედგინა მოვლენების ქრონოლოგია.

შემდეგ სერიაში იქნება ყურებზე ხახვის დაჭრა და ბოლო გვეტყვიან, ქინძი დათესეთო…

ნიახური რომ საგანი გეგონება და არა ბალახი, კი უნდა გადახვიდე მანქანიდან სანახავად, უნდა გააჩერო კიდეც…

სანამ იმას არ იპოვნით, ვინც ეგ ნიახური მანდ დაყარა – მანამდე საქმეს ვერ გამოიძიებთ…

და სატვირთოს მძღოლმა, რომელმაც კინაღამ გადათელა ნიახური, რაო, რა თქვა ჩვენებაში?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved