• რეკლამა
  • კონტაქტი
07:19, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ბრალის წარდგენა არ არის მთავარი, მთავარია შემდგომში დადასტურება“- მორაგბეების ადვოკატი

ალია ავტორი - ალია
03:05 07-11-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული მორაგბეების არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი არ გამორიცხავს, რომ გამოძიებამ მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ახალი, უფრო მძიმე ბრალდება წაუყენოს.

როგორც მამულაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, არჩილ გაგნიძესა და ვასილ მახარაძეს თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდება მტკიცებულებების გარეშე წარუდგინეს, ამიტომ გასაკვირი არ იქნება, თუ 109-ე მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებასაც წაუყენებენ. შეგახსენებთ, რომ სსკ-ის 109 მუხლი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

„რაც შეეხება იმას, გვაქვს თუ არა მოლოდინი, რომ ახალი ბრალდება წარედგინოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს. ამას ჩვენ არ გამოვრიცხავთ. თუ ჩვენ ბრალი წაგვიყენეს 143-ე მუხლით ( თავისუფლების უკანონო აღკვეთა), როდესაც მტკიცებულება არ არსებობდა, რა გასაკვირი იქნება, რომ ჩვენ წაგვიყენონ ბრალი მათ შორის, 109-ე მუხლით?!. წარდგენა არ არის მთავარი, მთავარია შემდგომში დადასტურება,“ – განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

ამასთან, ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ საქმეში ახალი ფიგურანტები გამოიკვეთოს.

„იმ ადგილზე 3-4 მანქანაზე ბევრად მეტი მოძრაობდა და ეს მათ შორის, ჩანს გამოკითხვების ოქმებიდან. გამოკითხვის ოქმებში საუბარია, რომ ე.წ. საბურთალოს ჯგუფიდან 3 მანქანა მოვიდა იმ მომენტში, როდესაც „მერსედესის ინციდენტი“ მოხდა. მე ვიცი საქმის მასალებიდან, რომ გარკვეულწილად არის ინფორმაცია, რომ ეს პირები ეძებდნენ გიორგი შაქარაშვილს, მაგრამ არ განაცხადეს პოლიციაში. მე არ მინდა პირების იდენტიფიცირება. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამ მოწმეებიდანაც აიღეს ნერწყვის ნიმუში, ტანსაცმელი და ა.შ.“ – განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა დაემატა.

ცნობისთვის, 22 ივნისს, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved