• რეკლამა
  • კონტაქტი
23:37, კვირა, 29 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,კოალიციის წევრი პარტია „ფედერალისტების“ ეს ქმედება ჩვენ მიერ განიხილება, როგორც ალიანსის გადაწყვეტილების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება“ – განცხადება

ალია ავტორი - ალია
23:07 11-29-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

,,პარტია „ახალი“, როგორც გუშინდელი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საჭიროდ მივიჩნევთ, განცხადება გავაკეთოთ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით” – წერს ,,ახალი” და ვრცელ განცხადებას აქვეყნებს:

,,უპირველეს ყოვლისა, გუშინდელი აქცია უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა და იმის დასტურია, რომ ქართველი ხალხი არა თუ აგრძელებს პროტესტს, არამედ იბრძვის საბოლოო გამარჯვებისთვის და უკან არ იხევს, ვიდრე არ მიაღწევს „საქართველოს ივანიშვილის გარეშე“!

დღეს, ნებისმიერი პოლიტიკური ამოცანა, რომელიც ამ მიზანს გვაშორებს და ერთიანი ბრძოლის იდეას აზიანებს, ეწინააღმდეგება ჩვენს პარტიულ პოზიციას და იმ პოლიტიკური ერთობის მიზნებს, რომლის წევრებიც ვართ, მათ შორის, ოპოზიციის ალიანსის.

კონკრეტულად გუშინდელ საკითხს რომ მივუბრუნდეთ და დაინტერესებული ადამიანების ლეგიტიმური ინტერესი დავაკმაყოფილოთ, განვმარტავთ, რომ:

პირველი: ბანერები ყველა პოლიტპატიმრისთვის თავისუფლების მოწოდების შესახებ არის მართებული;

მეორე: ბანერი სააკაშვილისა და ივანიშვილის გამოსახულებითა და წარწერით „ახირებული ავტოკრატების დრო წავიდა“ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბანერიც მიგვაჩნია პოლიტიკური გამოხატვის ნაწილად, უბრალოდ, ნებისმიერ განზომილებაში ივანიშვილის გათანაბრება პოლიტიკურ იპონენტებთან, არის მიუღებელი.

მესამე: როდესაც აქცია იკრიბება განაცხადით „საქართველო ივანიშვილის გარეშე“, დაუშვებლად მიგვაჩნია, აქციის მონაწილეთა მთავარი მისწრაფებიდან პარტიულად ორგანიზებული გადახვევა, განსაკუთრებით, ალიანსის დანარჩენ წევრებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.

მეოთხე: გუშინდელი აქცია არ იყო ოპოზიციის შიდა პოლიტიკური ანგარიშსწორების ადგილი და, შესაბამისად, კოალიციის წევრი პარტია „ფედერალისტების“ ეს ქმედება ჩვენ მიერ განიხილება, როგორც ალიანსის გადაწყვეტილების მიმართ უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და ალიანსის დანარჩენი წევრების უპატივცემლობა.

პარტია „ახალი“ არ არის ორიენტირებული პოლიტიკურ უთანხმოებაზე. მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი პოლიტიკური დაპირისპირება გვაშორებს მთავარ მიზანს. პარტიული კონკურენცია უნდა გადავდოთ იმ დრომდე, როდესაც ქვეყანაში ჩატარდება ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაზე დაფუძნებული დემოკრატიული არჩვენები. ეს კი მხოლოდ მაშინ მიგვაჩნია შესაძლებლად, როდესაც ჩვენი ერთიანი ბრძოლის შედეგად მივაღწევთ „საქართველოს ივანიშვილის გარეშე“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისის Cyber Monday-სთვის

14:39 11-28-2026
თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ

13:53 11-27-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:47 11-27-2026
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved