,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია ,,ნაცმოძრაობის” წევრების კითხვებს, რატომ არ მისცეს ნაცნოძრაობის წევრებს სიტყვით გამოსვლის საშუალება და ემიჯნებიან თუ არა ,,არა მიშას” პლაკატს, ასე პასუხობს:
,,მეგობრებო, ბუნებრივია, “ახალი” გამოეხმაურება გუშინდელ ფაქტს.
უბრალოდ, ნაჩქარევ ფბ სტატუსებს მიჩვეულ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ ბევრი ადამიანის ბევრი აზრი როცა იკვეთება (შინაარსთან და ფორმასთანაც დაკავშირებით), პასუხისმგებლიან გუნდურ მოთამაშეებს და, მით უმეტეს, ლიდერებს, არ აქვთ უფლება, ავტონომია გამოაცხადონ და ეგოისტურად იყელყელაონ საკუთარი პოზიციით.
პოლიტიკაც, ტელევიზიაც და ყველა სხვა სფერო, სადაც მიმუშავია, გუნდური იყო. და გუდნურ ფორმატში ასე არ ხდება. გუნდურობა ზუსტად ისაა, რასაც მე მთელი ცხოვრება თანამშრომლობის მთავარ და ძალიან გასაფრთხილებელ ფორმად მივიჩნევ. და კი, განსაკუთრებით ამგვარ ვითარებებში გასაფრთხილებელი სწორედ რომ ჩემი პოლიტიკური გუნდია ჩემთვის – იდესიადმი ერთგული და საქმის მიმართ პასუხისმგებლიანი ადამიანების ერთობა.
ჩემი რწმენით, არაა პოლიტიკა “თავისუფალი ფორვარდების” სათარეშო ასპარეზი და სწორედ ამ რწმენით შევქმენი პარტია და სწორედ ამ რწმენით ვმოქმედებ, მიუხედავად იმისა, რომ სულ არ მიჭირს განსხვავებულად მოქმედება, მერწმუნეთ. ეს ჩემი სრულიად გაცნობიერებული და პრინციპული არჩევანია, და არც თუ ისე მარტივი, მინდა გითხრათ.
ის, რომ გუშინდელი დიდებული აქციის ნაცვლად დღეს ყველა კომფლიქტზე ლაპარაკობს;
ის რომ დღეს ერთიანობის ნაცვლად განხეთქილება იხილება;
ის, რომ ამას არ დაჭირვებია არც ქოცი და არც ქოცპროპაგანდა,
ამაზე უარესი არ ვიცი რაღა უნდა იყოს.
ps სულელური “პარტიებო თქვენთან კი არ გამოსულა ხალხი” და მსგავსი ბოღმის თუ იდიოტიზმის გამოვლინებები უინტერესოა და პასუხის ღირსადაც არ ვთვლი.“











კომენტარები