• რეკლამა
  • კონტაქტი
07:42, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მე მატყუებს, მატყუებს და დასავლეთს რატომღა ატყუებს? სახელმწიფოს რატომ ულახავს ავტორიტეტს?”

ალია ავტორი - ალია
01:57 07-10-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

„ალიას“ ესაუბრება საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტია „ჩვენი საქართველო–სოლიდარობის ალიანსის“ თანადამფუძნებელი, გედევან ფოფხაძე.


– საკონსტიტუციო ცვლილებები რომ მიიღო პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლასთან დაკავშირებით, არც „ნაცებმა“ მიიღეს კენჭისყრაში მონაწილეობა, არც „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართული ოცნების“,  ლიდერები, მე ვიტყოდი, გაღიმებულები  დატოვეს.  გიორგი რურუას პოლიტპატიმრობის საკითხზე, მისი ციხიდან გამოშვება–არ გამოშვებაზე ჩამოკიდეს ეს უმნიშვნელოვანესი ცვლილებები. ბოლოს თქვენი, დამოუკიდებელი დეპუტატებისა   და „პატრიოტთა ალიანსის“ ხმების წყალობით შევიდა ცვლილებები კონსტიტუციაში. „ნაცებისა“  „ევროპული საქართველოს“ უპასუხისმგებლობა სახეზეა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ რატომ ჩაიგდო თავი ასეთ  სასაცილო მდგომარეობაში? თავიდანვე თქვენთან რატომ არ დაიწყო მოლაპარაკებები  ამ თემაზე, ყოფილ თანაგუნდელებს რატომ არ გთხოვათ მხარდაჭერა და რატომ დადგა მათ იმედზე? 24 დამოუკიდებელი დეპუტატის ხმა უფრო მეტია,  ვიდრე „ნაცმოძრაობის“ შვიდკაციანი ფრაქციისა, ამას რა დიდი გათვლა და ანგარიში  სჭირდებოდა?


– მიდით, დავსვათ კითხვა, თავიდან საერთოდ რატომ ჩააგდეს ცვლილებები, „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ. 30 მანდატი თუ ცვლის რაიმეს არსებითად?  მე მიმაჩნია, რომ არ ცვლის. ეკონომიკური კრიზისი მოდის საქართველოში, ძალიან ბევრი და გადაუჭრელი სოციალური პრობლემები გვექნება და თუ ლეგიტიმური ხელისუფლება არ გყავს, ისეთი, რომელსაც საზოგადოება ენდობა, მაინც ვერ შეინარჩუნებ ასეთ  ხელისუფლებას.  საუბარი იმაზე, რომ ის 30 მანდატი მთავრობის ფორმირების გარანტიაა ერთი პოლიტიკური სუბიექტისთვის, ეს სისულელეა. „ქართულ ოცნებას“ კოალიციურ მთავრობაზე ეფიქრა, ეს ჯობდა. იმ ძალებთან კოალიციაზე ეფიქრა, რომლებთანაც პოტენციურად  იდეური თანხვედრა ექნებოდათ.

ჩვენს პარტიას არ ვგულისხმობ. ჩვენ ძალიან მკვეთრ პოზიციას ვიკავებთ, „ოცნებასაც“ და „ნაცმოძრაობასაც“ ვსაყვედურობთ ანტიხალხური პოლიტიკის გამო. მიგვაჩნია, რომ ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ, ერთმა გუშინ და მეორემ დღეს, ზურგი აქცია ქართველ ხალხს საკუთარი კომფორტისთვის, ბიზნეს ინტერესებისთვის, გამოიყენეს ძალაუფლება და არა ქვეყნისა და ხალხის მძიმე მდგომარეობის შესაცვლელად. მიეღო ეს გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებას“, ნუ გახდიდა სკანდალურს ამ საკითხს და  თვითონ აეღო პასუხისმგებლობა. ბიძინა ივანიშვილი დაპირდა ხალხს, პროპორციული არჩევნების 2020 წლისთვის გადმოტანას, როდესაც ყველა შეგუებული იყო, რომ წელს ძველი  სისტემით ჩატარდებოდა არჩევნები და 2024 წლისთვის ჩატარდებოდა სრული პროპორციული სისტემით. თავად გახსნეს ეს თემა. ახლა, დაჩი  ბერაიამ და სხვა მაჟორიტარებმა შეცვალეს ივანიშვილის გადაწყვეტილება, მაგ ზღაპრისა არ მჯერა, რომ დაჩი ბერაია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ წავიდა და მისი ინიციატივა ჩააგდო, სასაცილოა და ამაზე სერიოზული  მსჯელობა არ ღირს. შევთანხმდეთ, რომ ეს იყო ფარსი და სპექტაკლი, ეს იყო ძალიან არასწორი პოლიტიკური შეცდომა „ქართული ოცნებისა“. მერე უკვე შეცდომის გამოსწორებაზე რომ მიდგა საქმე, იძულებულნი გახდნენ,  „ნაციონალებისა“ და  „ევროპული საქართველოს“ შანტაჟის ფონზე, ჩვენთან შეთანხმებულიყვნენ, რომ ცვლილებები განხორციელებულიყო. დასავლეთისთვისაც ჰქონდა მიცემული სიტყვა „ქართულ ოცნებას“, რომ ამ ცვლილებებს განახორციელებდა.

ის დასავლეთია აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარების  გარანტი, ფინანსურ და სხვა დახმარებებს გვიწევენ, მათი დიპლომატიური კორპუსია ჩართული საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში. მე მატყუებს, მატყუებს და იმათ რატომღა ატყუებს? ქართულ სახელმწიფოს რატომ ულახავს ავტორიტეტს საერთაშორისო დონეზე? ეს იყო გამოსასწორებელი, სხვა გამოსავალი არ იყო. „ევროპელებმა“ და „ნაცებმა“ კიდევ ერთხელ მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ თუ ჩვენ ყველაფერი ცუდად გვექნება, მათ ეს აწყობთ. მათ არ აწყობთ მშვიდობიანი და დემოკრატიული პროცესი. საბოლოო ჯამში, მათაც და“ოცნებასაც“ პოლიტიკური პროცესი უნდათ ხალხის გარეშე. ისე უნდათ დააარეგულირონ ყველაფერი, რომ ხალხთან არანაირ გარიგებაში არ შევიდნენ, არაფერს შეპირდნენ, არანაირი ვალდებულებები ხალხთან არ ჰქონდეთ. კარგად იციან, მათ სიტყვას ფასი არ აქვს, ბევრს შეპირდნენ ხალხს და მოატყუეს.

თან როგორ გინდა, „ნაცმოძრაობას“ დაუვიწყო  მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულებები, ან „ქართული ოცნებისა“ დაივიწყო ? ჩვენ, ვინც „ქართული ოცნებიდან“ პროტესტით  წამოვედით, ჩვენი პროტესტი არ ყოფილა კონკრეტული პერსონების მიმართ, პერსონალური თემები არ გვადარდებდა. ჩვენ კონფლიქტში შევდიოდით იმ ადამიანებთან, ვისი გულისთვისაც ვიყავით პოლიტიკაში. ხალხთან შევდიოდით კონფლიქტში და ამიტომ წამოვედით პარტიიდან. მთავარი პერსონაჟი მთელი ამ პროცესებისა, ქართველი ხალხი, „ნაციონალებმაც“ და „ოცნებასაც“ დაივიწყა. ამ პროცესის ხარვეზიანობა ამით იყო განსაზღვრული.  

მათ რომ გაეაზრებინათ, რომ ეს ყველაფერი ხალხისთვის  უნდა გაკეთდეს,  ხალხის ინტერესებზე უნდა იყოს  ორიენტირებული, პირველ კენჭისყრას  არ ჩააგდებდნენ.   შემდეგ უკვე პროცესი ჩიხში შევიდა, მაგრამ დასავლეთის ძალისხმევით,ხელისუფლებაზე ზეწოლით, ამ ჩიხიდან გამოსავალი მოიძებნა. შემდეგ უკვე „ნაციონალები“ და „ევროპელები“ გამოჩნდნენ არასახელმწიფოებრივ ძალად.  ფაქტობრივად, დაგვანახეს მოტივაცია, რომ მათ არ უნდათ პოლიტიკური პროცესი, მათ ურჩევნიათ რევოლუციური სცენარი. საბოლოო ჯამში, ამ საკონსტიტუციო ცვლილებების მთავარი მომხმარებელი ქართველი ხალხი უნდა გახდეს, უნდა ისარგებლოს ამ ცვლილებებით და არჩევნებზე ამ ორივე ძალას, პატარა სიურპრიზი უნდა გაუკეთონ.


– „ნაცებსა“ და „ევრონაცებს“  ნორმალური პოლიტიკური პროცესი  რომ არ უნდათ და რევოლუცია უნდათ, ეს  დიდი ხანია  ვიცი და ეგ,  რევოლუციის სურვილი იყო მიზეზი თუ სხვა მიზეზიც ჰქონდათ კენჭისყრის ბოიკოტისთვის?


– არა, კენჭისყრის ჩავარდნის პრობლემა არ იყო. თუ ჩავარდებოდა კენჭისყრა, ჩავარდებოდა ან ჩვენი მიზეზით, თუ „ქართული ოცნებიდან“ წამოსული დეპუტატები არ დავუჭერდით მხარს, ანდა თავად „ქართული ოცნება“ თუ ჩააგდებდა. ორივე შემთხვევაში, „ევროპელები“  და „ნაცები“ ამას გაასაღებდნენ, რომ ეს არის ისევ ფარსის ნაწილი, იტყოდნენ, რომ რაც მოხდა, ამის გათვალისწინებით არჩევნები არ შეიძლება იყოს ლეგიტიმური და არჩევანს რევოლუციურ სცენარზე გააკეთებდნენ.

„ევროპელებზე“ ამას ასე კატეგორიულად ვერ ვიტყვი, მაგრამ „ნაცები“ ამაზე მართლა ოცნებობენ, რევოლუციაში ხედავენ გამოსავალს. „ვარდების რევოლუციამ“  დაგვანახა, რომ „ნაცმოძრაობა“ არავისთან თანამშრომლობას არ აპირებს, მით უმეტეს, ხალხი არ აინტერესებს – მას უნდა ხალხზე ბატონობა.  ამ სიტუაციაშიც  ცდილობდა, პარტიული სარგებელი ენახა.  საბოლოოდ, „ნაცმოძრაობა“ ამით დაზარალდა. მათი რევოლუციური სცენარი განხორციელების შანსი შემცირდა. რევოლუციური პროცესებისკენ რომ წაიყვანონ საქმე, ამის გარდა სხვა განზრახვას ვერ ვხედავ მათ კენჭისყრაში არ მონაწილეობაში.

ლევან ჯავახიშვილი, ალია №23

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved