ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე:
,,რადიკალების მიტინგი ჯერ არ დაწყებულა, არ მაინტერესებს ვინ და რამდენი მივა. გააკეთებენ იმას, რაც იმ ავადმოსაგონარ დღეებში გააკეთეს, მიიღებენ შესაბამის პასუხს და შეიძლება უფრო მკაცრსაც და ვინძლო პოლიციას შეწუხებული და მთმინების ფიალა ავსებული ხალხიც დაემატოს. არ ვისურვებდი ასეთ სცენარს, მაგრამ ვნახოთ
თუმცა, მთავარი აქ სხვა რამეა – მიტინგის მოთავეებს, რომლებსაც სურთ ხალხის აყოლიება, დაკარგული აქვთ მთავარი – მორალი. მორალური უპირატესობის გარეშე კი ბევრ ხალხს ვერ შეკრებ, ჯანსაღად მოაზროვნე ხალხი ასეთების დაძახილზე ქუჩაში არ გადის. თუ ვინც გადის, ამას თავადაც ხედავთ. უმეტესობა სოციალური ფსკერიდან ამოტივტივებული ლექია.“











კომენტარები