ქეთათო ჩარკვიანი (პოპიაშვილი);
„გვყავს სინდისის პატიმრები, ხალხნო. ანუ ყველაფერი ის, რაზეც ვოცნებობდით და შიმშილი, უბედურება, ღირდა იმათ, რომ ვიყავით თავისუფლები – ეხლა რაღაც ისე გამოდის, იკვეთება, რომ თითქოს ამ თავისუფლებას ვკარგავთ, როდესაც შენ ვერ გამოხატავ შენ აზრს სათანადოდ ყველაფერზე, შეიძლება დაისაჯო. შენი კრიტიკა არ უნდა გამოხატო? ოპოზიცია ქვეყანაში არ უნდა არსებობდეს? ბედნიერება არის, როდესაც გაქვს უამრავი არჩევანი. როდესაც არჩევანი აღარა გაქვს, გეზღუდება, შენ ხარ ტუსაღი. ამისათვის გამოვდივარ მე, არანაირი, არც სიმპატია, არც ანტიპატია, უბრალოდ ვალდებული ვარ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრო, ან შვილიშვილი რომ მკითხავს, რას შვებოდიო, აი ეხლა ესე თბილად, ჩუმად ვიჯექი-თქო ხომ ვერ ვეტყვი ტეხავს რა, ტეხავს, გამოვიდეთ. გამოვიდეთ, გავერთიანდეთ, დავაფიქსიროთ. ხომ ვამბობდით, რომ ვიღაცეებზე, ჩრდილოეთ მეზობლებზე უფრო კარგები ვართ, ჩვენ ვერ დაგვამონებენ. იქ რა დღეშია ხო ხალხი, მაგრამ ჩვენ რა ნაკლებ უბედურებას განვიცდით? და აზრზე, გონს მოვეგოთ და გამოვიდეთ 28-ში.
თავისუფლების მოედანზე დაგეგმილი აქცია უწყვეტი პროტესტის ორი წლისთავს ეძღვნებ











კომენტარები