ქართული მარშის ლიდერი, სანდრი ბრეგაძე:
— ყველაფერი ერთი ხელიდან იმართება ……..
დაწყებული თურქი გულშემატკივრების პოლიციასთან შეტაკებით და დამთავრებული თურქეთ-აზერბაიჯანთან პოლიტიკური დაძაბულობის უკიდურესი ესკალაციით …….
გარდაუვალი ხდება ახალი რეგიონალური კონფლიქტი და დაძაბულობა ……..
იმედი მაქვს რომ აზერბაიჯანის და თურქეთის ხელისუფლებებს ეყოფათ კეთილგონიერება და არ წამოეგებიან მესამე ხელიდან მართულ პროვოკაციებზე ……..
მიზანი ერთია – შეიქმნას კონფლიქტი და საქართველოს ხელისუფლებას სხვა გზა არ უნდა დარჩეს , გარდა ისეთი მფარველის მოძიებისა , რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის უსაფრთხოებას …….
ძნელი წარმოსადგენი არ არის სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში თუ რომელი ქვეყანა გახდება საქართველოს უსაფრთხოების გარანტი ……..
ყოველივე ერთგვარი რეინკარნაციაა 1783 წლის სიტუაციისა , რომელიც როგორაც დამთავრდა ციხესიმაგრე “ გეორგიევსკში “ – ყველას კარგად ახსოვს …….
ახლა ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების და ჩვენი მეზობლების კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული ……..
თუმცა მაინც გარდაუვლად მეჩვენება კიდევ უფრო მეტი ესკალაცია , რაც უკიდურესად სახიფათოა საქართველოსთვის და მთელი რეგიონისთვის ………











კომენტარები