• რეკლამა
  • კონტაქტი
14:46, პარასკევი, 27 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“შემრცხვა, რა საშინელება იყო… ასე დალაპარაკებას როგორ გაუბედავდა ძლევამოსილი ანდროპოვი ალექსი ინაურს!” – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
13:42 11-27-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
128

მოძრაობა “სოციალური დემოკრატიისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ლორთქიფანიძე:

“ბეშიქთაში” – “ჰაპოელის” მატჩმა ქართული სახელმწიფოს უამრავი ჩავარდნა წარმოაჩინა! კიდევ ერთხელ დავინახეთ “ქართული ოცნების” მიერ მართული აპარატის უსუსურობა და დისფუნქციურობა.

1. გამორჩეული უპასუხისმგებლობა და არაკომპეტენტურობა იყო მატჩის ბათუმში ჩანიშნვნა. გულშემატკივრობის აგრესიული კულტურა; ისრაელ-თურქეთის გართულებული ურთიერთობები, არამხოლოდ პოლიტიკურ, არამედ სოციოკულტურულ დონეზეც… ამ გარემოებებზე ვინმე ხომ უნდა დაფიქრებულიყო? ვიღაცას ხომ უნდა აეწონ-დაეწონა მატჩის გამართვის შედეგად მოსალოდნელი სიკეთეები და საფრთხეები? არავის ერთი უჯრედიც არ გაუტოკებია!

2. მატჩი საქართველოში, ნეიტრალურ მოედანზე მხოლოდ იმიტომ გაიმართა, რომ ტრიბუნებზე ესკალაციის საფეთხე არსებობდა. ისრაელის და თურქეთის პოლიცია ვერ იღებს ხოლმე საკუთარ თავზე ასეთი მატჩების დროს სიმშვიდის უზრუნველყოფის ვალდებულებას.

ჩვენ რომ დავთანხმდით თამაშის ბათუმში გადმოტანას, რაიმე დამატებითი ზომები მივიღეთ? ჩვენი პოლიციელები მოვამზადეთ ასეთი სცენარისთვის? სანამ გავეშებულ ბრბოსთან მივუშვებდით, რამე ავუხსენით?

3. საქართველოს პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის ბათუმის სტადიონზე გამოჩენილ პალესტინის დროშას წითელი ნაჭრის ფუნქცია ჰქონია. ახლა თავიანთ ქმედებებს უეფას პროტოკოლს აბრალებენ…

სამაგიეროდ, არავის უფიქრია წინასწარ, რომ ნაციონალისტურ ნიადაგზე გადანაცვლებული “ბეშიქთაშის” გულშემატკივრები “რუხი მგლების” (თურქი ულტრასები) ნიშნებითა და ლოზუნგებით გამოცხადდებოდნენ სტადიონზე, ბათუმს 82-ე პროვინციად მოიხსენიებდნენ… ამ შეურაცხყოფისა და დამცირების წინააღმდეგ რა გააკეთა პოლიციამ? თუ პალესტინის დროშაზე არსებობს რეგულაციები, “რუხი მგლების” ფაშიზმზე არ უნდა გვქონდეს დირექტივები? ამ შეურაცხყოფის დასაგმობად, როგორ იმოქმედა “ქართულმა ოცნებამ”?

პალესტინის დროშა ყოფილა პრობლემა! “რუხი მგლები” არა! ეგ ალამი კიდევ ბევრჯერ აფრიალდება გენოციდის დასაგმობად, რომელსაც ღაზას სექტორში აწარმოებენ საერთაშორისო დამნაშავეები.

4. გუშინ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ხმა პირველად გავიგონე, როგორც დაქვემდებარებული პირი, როგორც მიყრუებული პროვინციის ჟანდარმერიის მუშაკი ანგარიშს რომ აბარებდა თურქ კოლეგას. ამის შემდეგ როგორ ლაპარაკობთ სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე… შემრცხვა, რა საშინელება იყო… ასე დალაპარაკებას როგორ გაუბედავდა ძლევამოსილი ანდროპოვი ალექსი ინაურს!

თან მარტო თურქეთის შს მინისტრი კი არ ასხამს თავზე ლაფს “ქართული ოცნების” აპარატჩიკებს. თურქეთში ვისაც არ დაეზარა ყველამ ათრია “ქართული ოცნება”… ესენი კი, ალბათ, შიშით კედლებს ურტყამენ თავს.

5. თუ ზურგს ერდოღანი, თურქეთის სახელმწიფო გიმაგრებს, შეგიძლია პოლიციას ქვები ესროლო, ყურს აგიწევენ და გაგიშვებენ შენს ქვეყანაში. თუ ძლევამოსილი მფარველი არ გყავს და პატიოსანი ჟურნალისტი ხარ, პოლიცმაისტერისთვის გაწნული სილის გამო შეიძლება გაგსრისონ. “გარეთ მხდალი, შინ ძლიერი”, სუსტთან სასტიკი, ძლიერთან მტვერწაყრილი – ეს არის “ქართული ოცნების” სტანდარტი.

მზია 🌞

6. თურქეთი ხომ გადავიკიდეთ, ისრაელიც თავისას მოითხოვს, ისინიც მიაწვებიან “ქართულ ოცნებას”, შალვა პაპუაშვილი კი, ალბათ, კვლავ ბრიუსელში გაიქცევა “ძაღლის თავის” მოსაძებნად.

სახელმწიფოს უკანასკნელ ნიშნებსაც გვართმევენ ეს უნიჭო “აპარატჩიკები” და თავისუფალი ნების არმქონე კლერკები.

ცნობისთვის, თურქულმა მხარემ გამოაქვეყნა საქართველოს და თურქეთის შს მინისტრების საუბრის ამსახველი ვიდეო.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ქუთაისელი მოსწავლეები საერთაშორისო რობოტიკის ოლიმპიადაზე წარმატებით გამოვიდნენ

13:53 11-27-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

12:47 11-27-2026
თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს
ახალი ამბები

თიბისიმ და ამერიკის სავაჭრო პალატამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართეს

14:59 11-26-2026
სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის

12:36 11-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved