გუშინ მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე მისი წერილი გავრცელდა, რომელიც ცოტა ხანში მის პოსტებში აღარ იძებნებოდა. ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი ამ ფაქტს ეხმაურება:
,,უკვე რიტორიკულია კითხვა – სააკაშვილმა ის ტექსტი მართლა გამოაქვეყნა? (მნიშვნელობა არ აქვს, წაშალა თუ არა მერე და არც იმას აქვს მნიშვნელობა, ადმინი ვინაა)…
რიტორიკულია, რადგან, პასუხი ვიცი!
ანუ – მან თქვა, რომ რუსეთი და მხოლოდ რუსეთი მიესალმა 2003 წლის რევოლუციას? ეს თქვა?
და თქვა… ჰო, თქვა! და გამოდის, რომ პროპაგანდას სატოპკე აუწია!
შესაბამისად,
ვალდებული ვარ, ვთქვა, რომ “ვარდების რევოლუცია” არ იყო მხოლოდ ლიდერებისა!
და რევოლუცია საერთოდ არ შედიოდა რუსეთის ინტერესებში – ჩამყაყებული შევარდნაძე რუსეთს ბევრად აწყობდა, ვიდრე ვარდების რევოლუციის პროგრესული ხელისუფლება!
ეს ჩემზე უკეთ და ბევრად უკეთ იცო-და სააკაშვილმა! და ახლა რაღატომ აღარ იცის, საერთოდ არ მესმის.
რაც შეეხება “ვარდების რევოლუციის” სამ ლიდერს – ერთი ცოცხალი აღარაა! მეორე, რამდენადაც ცნობილია, იმ იდეალებს რახანია, გაემიჯნა და აგე, მესამემ და მთავარმა, თურმე თქვა ის, რაც თქვა!
ხომ არ გარეკეთ მართლა?
ძირს ივანიშვილის რუსული რეჟიმი!
დამოუკიდებლად იმისა, ვინ როგორ გამოშტერდა!“











კომენტარები