• რეკლამა
  • კონტაქტი
14:40, ოთხშაბათი, 25 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას!“ – სანდრო ბარამიძე

ალია ავტორი - ალია
13:37 11-25-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
55

საერთაშორისო გამჭვირვალობის იურისტი სანდრო ბარამიძე:

,,საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას!

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას, ქცევა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის შესახებ მიმდინარე პროცესზე სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც სასამართლოს თავმჯდომარის ეთიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის, ისე სასამართლო პროცესის სამართლიანად წარმართვასთან დაკავშირებით.

კერძოდ, ადგილი ჰქონდა სულ მცირე სამ პრობლემურ გარემოებას:

პირველი: თავმჯდომარემ საერთოდ გამოტოვა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპი, რომელზეც უნდა გარკვეულიყო, თუ რამდენად კანონიერად იყო მოპოვებული სარჩელზე დართული ერთადერთი “მტკიცებულება” – პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა და რამდენად რელევანტურია ამ ე.წ. მტკიცებულების დიდი ნაწილი განსახილველ დავასთან დაკავშირებით.

მეორე: თავმჯდომარემ არაერთხელ შეზღუდა მოპასუხე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების შესაძლებლობა, დაესვათ კითხვები მოსარჩელის წარმომადგენლებისათვის. ამით, ჩემი შეფასებით, დაირღვა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები და, ამასთან, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ და სასამართლოს რეგლამენტით დადგენილი პროცესუალური წესები.

მესამე: თავმჯდომარე სხდომის მიმდინარეობისას იყენებდა მოსამართლისთვის შეუფერებელ და არაპროფესიულ გამონათქვამებს, მათ შორის: „თქვენ ცრუობთ“, „უზრდელი ხართ“ და სხვა. ასეთი დამოკიდებულების ფონზე მან ჯერ მოახდინა ნიკა გვარამიას პროვოცირება საპასუხო არანორმატიულ გამონათქვამებზე და საბოლოოდ, იგი სხდომიდან გააძევა, ისევ არასაპროცესო და შეუფერებელი ლექსიკის გამოყენებით: “გაიყვანეთ ეს უზრდელი კაცი”.

ნებისმიერ ცივილიზებულ სასამართლოში მოსამართლის ფუნქციაა არა მხარეთა მიმართ საკუთარი გაღიზიანების გამოხატვა, არამედ პროცესის მიუკერძოებლად, ღირსეულად და კანონით დადგენილი წესების დაცვით წარმართვა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება პოლიტიკური პარტიების აკრძალვას და დემოკრატიული პოლიტიკური პროცესისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხებს.

მიმაჩნია, რომ ამ გარემოებებმა უნდა გამოიწვიოს რევაზ ნადარაიას, როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის ინიცირება შეუძლია მის უხუცეს მოადგილეს. ამჟამად ეს არის სერგო მეთოფიშვილი.

ვფიქრობ, მიზანშეწონილია, რომ ნიკა გვარამიას პარტიამ მიმართოს განცხადებით სერგო მეთოფიშვილს და მოითხოვოს რევაზ ნადარაიას მიერ მოსამართლისათვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის საკითხის შესწავლა და კანონით გათვალისწინებული პროცედურის დაწყება.

არ მაქვს ილუზია, რომ ამ მიმართვას მოჰყვება სათანადო რეაგირება. დარწმუნებული ვარ, რომ მეთოფიშვილი საკითს მსვლელობას არც კი მისცემს ან თუ მისცემს, საკითხი არ დასრულდება ბატონი ნადარაიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტით. თუმცა, სამართლებრივი თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია, რომ შესაძლო დარღვევებზე რეაგირებისათვის კანონით გათვალისწინებული შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმი გამოყენებული იყოს.

ასეთი მიმართვა და მასზე მიღებული გადაწყვეტილება, ან გადაწყვეტილების მიუღებლობა, შესაძლოა, მნიშვნელოვანი იყოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შემდგომი საჩივრის მომზადებისას, მათ შორის, იმის საჩვენებლად, თუ რა საშუალებები იქნა გამოყენებული სასამართლო პროცესის სამართლიანობისა და მხარეთა საპროცესო უფლებების დასაცავად.“

თეგები: სანდრო ბარამიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, Skillwill-მა ახალი სასწავლო შენობა გახსნა

18:57 11-24-2026
Black Friday – საუკეთესო შეთავაზებები სითი მოლში
ახალი ამბები

Black Friday – საუკეთესო შეთავაზებები სითი მოლში

17:43 11-24-2026
წინანდლის მამულში გამოფენა “ქართული ხელოვნების რუკა” გაიხსნა
ახალი ამბები

წინანდლის მამულში გამოფენა “ქართული ხელოვნების რუკა” გაიხსნა

14:16 11-24-2026
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო
ახალი ამბები

40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე – „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო

13:55 11-24-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved