ჟურნალისტი, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ნოდარ ჩაჩუა სასამართლო პროცესზე ამბობს, რომ დაკავების დროს ხელკეტით გაუპატიურებით დაემუქრნენ. ნოდარ ჩაჩუას განცხადებას „პუბლიკა” ავრცელებს:
„მას შემდეგ რაც დამაკავეს, დაახლოებით ორი საათის განმავლობაში პოლიციის ორ თანამშრომელს ჰქონდათ გარკვეული ტიპის მოთხოვნები. მე არ ვიცი, ვინ იყვნენ ისინი. ითხოვდნენ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციას სხვა საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც მე საქმის კურსში არ ვიყავი.
იყო ასევე ძალადობა, მუქარა, ფიზიკური შეურაცხყოფა და ასე შემდეგ, რასაც, საბოლოო ჯამში, მოჰყვა ჩემივე ზეწოლისთვის ჩემი მეუღლის დაკავებაც…
სახელი არ ვიცი ამ ადამიანების, მაგრამ მათ რომ დავინახავ, შემიძლია ამოვიცნო…
ვინმე რონის ეკონტაქტებოდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში ტელეფონით და ის აკონტროლებდა მთელ ამ პროცესს…
იყო დარტყმა, მუქარა, შემდეგ კაბინეტში იქვე რაღაცა „დუბინკა“ [იდო] და იყო ამ ტიპის საუბარი – ახლა ამ დუბინკით გაგაუპატიურებ და ქათამს გაგიშვებ ციხეში“. ეს უკვე ხდებოდა განყოფილებაში, კაბინეტში“ – თქვა ნოდარ ჩაჩუამ სასამართლოზე.











კომენტარები