“აბსოლუტური ტყუილია, თითქოს ჩვენ სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას”- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, არჩილ გორდულაძემ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ანა წითლიძის შეკითხვას, რომელიც ომის დაწყებაში მაშინდელი ხელისუფლების ბრალეულობას შეეხებოდა.
,,ერთხელ და სამუდამოდ, ამ საკითხზე უნდა დამთავრდეს სპეკულირება, რომ თითქოს ჩვენ სარჩელით საქართველოს ვაბრალებთ ომის დაწყებას, ეს არის აბსოლუტური ტყუილი, ამას ვამბობთ ხაზგასმით. რაც შეეხება რეზოლუციის მხარდაჭერას თუ არაერთ იმ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელსაც შემდეგ ოკუპანტი ქვეყანა იყენებდა და იყენებს ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ესენი არის ფაქტები, რომელიც შექმნეს ამ ძალის წარმომადგენლებმა“, – განაცხადა გორდულაძემ.











კომენტარები