,,ახალის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია:
,,ყველაზე სანდო და კონსერვატიული დათვლით, უკრაინასთან ომის არასრულ ხუთ წელიწადში რუსეთმა დაკარგა 720.000 ადამიანი.
ვიმეორებ, ყველაზე სანდო და კონსერვატიული დათვლით: მხოლოდ ყველა დადასტურებული სიკვდილის ფაქტის ან უგზო-უკვლოდ დიდი ხნის განმავლობაში დაკარგვის გათვალისწინებით.
და საკუთარი ერის ამომჟლეტ პუტინს ცოცხლად არ დამარხავენ რუსები? ვისაც ეგრე გონია, არ ცოდნია: საკუთარ მმართველებზე შურისძიება არსად ისე დაუნდობლად და საშინელი ფორმით არ იციან, როგორ რუსეთში. რაც უფრო მეტს და დიდ ხანს უთმენენ, მით უფრო დაუნდობლად და საშინლად უსწორებენ ანგარიშს.“











კომენტარები