• რეკლამა
  • კონტაქტი
14:27, პარასკევი, 20 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყველა ანტიბიოტიკს არ სჭირდება „მისაყოლებელი“ წამლები!” – მაია ბუწაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:07 11-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
14

ინფექციონისტი, ეპიდემიოლოგი, მაია ბუწაშვილი:

როდესაც ანტიბიოტიკს ვნიშნავ, უამრავი პაციენტი მეკითხება, რომელი „კუჭის დამცავი“, სოკოს წამალი და პრობიოტიკი უნდა დალიოს. როდესაც ვეუბნები, რომ არ სჭირდება, ზოგი დავას იწყებს — როგორ თუ არ მჭირდება?!
არ სჭირდება, არა!!! ყველა ანტიბიოტიკს არ სჭირდება „მისაყოლებელი“ წამლები!
უკვე სათვალავი ამერია, მერამდენედ ვწერ და ვამბობ ამას, მაგრამ მგონი, უბრალოდ არ უნდათ ადამიანებს ამის გაგება.
ახლა ქვემოთ წავა კომენტარები — „ექიმებიც ნიშნავენ“, „ფარმაცევტები გვთავაზობენ“. ამაზეც უამრავჯერ მაქვს პასუხი გაცემული — ის, რომ ვიღაც ნიშნავს ან გვთავაზობს, არ ნიშნავს, რომ ეს სამედიცინო თვალსაზრისით გამართლებულია.
ყველაფერს რომ ხელოვნურ ინტელექტს ეკითხებით, ესეც ჰკითხეთ ერთხელ — სჭირდება თუ არა ანტიბიოტიკს ყველა შემთხვევაში „მისაყოლებელი“ წამლები და ნახეთ, რას გიპასუხებთ.
ევროპელი და ამერიკელი ექიმები რომ არ ნიშნავენ რუტინულად ამ პრეპარატებს, ეზიზღებათ თავიანთი პაციენტები? 
დიახ, არსებობს გამონაკლისები. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს პრობიოტიკი, სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი ან „კუჭის დამცავი“, მაგრამ ამისთვის კონკრეტული სამედიცინო ჩვენება უნდა არსებობდეს და არა უბრალოდ ის ფაქტი, რომ პაციენტი ანტიბიოტიკს იღებს.
მედიცინა მტკიცებულებებს უნდა ეფუძნებოდეს და არა დამკვიდრებულ ჩვევებს. ამაზე ამდენს რომ ვწერ, ჩემი ახირება კი არ არის. ზედმეტი წამალი ყოველთვის უვნებელი არ არის. მასაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოვლენები, ურთიერთქმედებები, რეზისტენტობის პრობლემა (სოკოს წამლებზე) და, რა თქმა უნდა, ზედმეტი ფინანსური ხარჯიც.
ანტიბიოტიკს ავტომატურად არ სჭირდება მეორე, მესამე და მეოთხე წამლის დამატება!
სწორი და ეფექტური მედიცინა ბევრი წამლის დანიშვნას კი არა, მხოლოდ საჭირო და აუცილებელი წამლების დანიშვნას გულისხმობს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქნეტის მომხმარებელი მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ პირობით ჩაირთავს

11:32 11-20-2026
„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის  ახალი კამპანია   
ახალი ამბები

„ვილაპარაკოთ, რომ გავუგოთ და არა მოვუგოთ“ – სელფი მობაილის ახალი კამპანია   

17:09 11-19-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:33 11-19-2026
თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში
ახალი ამბები

თიბისის მონაცემთა დამუშავების ცენტრი – უნიკალური შესაძლებლობების მქონე ახალი ინფრასტრუქტურა საქართველოში

13:55 11-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved