• რეკლამა
  • კონტაქტი
06:05, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვინ წამოიყვანა თეთრმა „პრიუსმა“ შაქარაშვილის გარდაცვალების ღამეს არაგვის ხიდიდან?

ალია ავტორი - ალია
18:07 07-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

19 წლის ფეხბურთელის. გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში კიდევ ერთი მანქანა, თეთრი „ტოიოტა პრიუსი“ გამოჩნდა, რომელმაც 19 ივნისის ღამეს, არაგვის ხიდიდან, ანუ სწორედ იმ ტერიტორიიდან, სადაც გიორგი შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ხუთ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, ორი ახალგაზრდა წამოიყვანა თბილისში და “ნახალოვკაში” დატოვა.

ამ ახალგაზრდების მანქანაში ჩასხდომის დრო ზუსტად ემთხვევა მცხეთის მაგისტრალზე მომხდარი ინციდენტის დასრულების დროს.

რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებული საქმის მასალებში, გამოძიებისათვის მიცემული ორი ჩვენება დევს. ჩვენებები 3 ივლისით თარიღდება. ჩვენებას აძლევს ავტომობილის მძღოლი და მისი მეგობარი.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ორი ჩვენება იდენტურია. ისინი ზუსტად ერთნაირი სიტყვებით აღუწერენ გამომძიებელს 19 ივნისის ღამეს არსებულ სიტუაციას. მაგალითად, იდენტურია წინადადებები: „როგორც მახსოვს, ამ დროს იქნებოდა 01:30“; „ხიდის გავლის შემდგომ, დაახლოებით 10 მეტრში, მეორეხარისხოვან, მოხრეშილ გზაზე“; „გვთხოვეს, თუ შეგვეძლო ისინი გაგვეყვანა „ნახალოვკაში“, კიკვიძის ბაღის მიმდებარედ“ და ა.შ. ერთი შეხედვით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენებები კოპირებულია.

„ტოიოტა პრიუსის“ მძღოლის ჩვენების თანახმად, ის და მისი მეგობარი, 18 ივნისს, 23 საათისთვის, თბილისიდან ჭიათურის მიმართულებით გაეშურნენ. თუმცა, გორთან ახლოს მანქანას პრობლემა შეექმნა და უკან მობრუნება გადაწყვიტეს:

„გზაზე, მცხეთასთან, როდესაც გავიარეთ ხიდი, გზაზე დავინახეთ ორი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც იქნევდნენ ხელს და ცდილობდნენ გაეჩერებინათ მანქანა. იყო ღამის საათები, გვქონდა ადგილი და ადამიანურად გავუჩერეთ მათ მანქანა. როგორც მახსოვს, ამ დროს იქნებოდა 01:30 საათი. მე მანქანა გავაჩერე ხიდის გავლის შემდგომ, დაახლოებით 10 მეტრში, მარჯვენა მხარეს, მეორეხარისხოვან, მოხრეშილ გზაზე. ის ბიჭები მოვიდნენ ჩვენთან და გვთხოვეს თბილისამდე ჩაყვანა. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ გარდა აღნიშნული ორი პირისა, იმ ადგილზე, მის მიმდებარედ, მე სხვა პირები არ დამინახავს, ასევე არ შემიმჩნევია იქვე გაჩერებული ავტომანქანა. ისინი დასხდნენ უკანა სავარძელზე. მე რამდენიმე წუთით გადმოვედი ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, რომლის შემდგომაც წამოვედით თბილისში“.

„ტოიოტა პრიუსის“ მძღოლი ყვება, რომ ერთ-ერთმა ბიჭმა მას მუსიკის ხმამაღლა აწევა სთხოვა და ამიტომ არ გაუგია, რას ლაპარაკობდნენ უკანა სავარძელზე მსხდომი ბიჭები, რომელთა ასაკიც, მისი შეფასებით 18-20 წელი იყო.

ამავე ჩვენების თანახმად, ახალგაზრდები მათ „ნახალოვკაში“, კიკვიძის ბაღის ცენტრალურ შესასვლელთან ჩამოსვეს. მძღოლის დახასიათებით, ერთ-ერთ ახალგაზრდას ჰქონდა გრძელი თმა და იყო სუსტი აღნაგობის. მეორე პირის გარეგნობა არ ახსოვს.

ვინ არიან ახალგაზრდები, რომლებიც მცხეთის მაგისტრალზე, არაგვის ხიდზე, ზუსტად იმ პერიოდში იმყოფებოდნენ, როდესაც შაქარაშვილსა და მასთან ერთად მყოფ ხუთ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, გამოიკითხნენ თუ არა ისინი, საქმის მასალებიდან ეს, ჯერჯერობით, არ ჩანს.

ცნობილია, რომ გიორგი შაქარაშვილთან მყოფი ხუთი ახალგაზრდიდან, ერთი, ფოტოგრაფი, თბილისში საპატრულო ეკიპაჟმა წამოიყვანა; მეორემ, კონსტანტინე ღიბრაძემ, თავდასხმისას ტაქსი გააჩერა და ტაქსით ჩამოვიდა თბილისში; მესამეს და მეოთხეს – ვახტანგ ახვლედიანსა და გიორგი ქათამაძეს, ნაცნობმა ტაქსის მძღოლმა ჩააკითხა მცხეთაში და წამოიყვანა; ხოლო მეხუთე, შაქარაშვილის მეგობარი, გურამ ამირხანაშვილი, თავად თავდამსხმელებმა, ჩამოიყვანეს თბილისამდე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved