• რეკლამა
  • კონტაქტი
06:14, ხუთშაბათი, 19 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ყურადღების მიღმა დარჩა თითქოს გერმანიის მინისტრის ტურნე ბაქოსა და ერევანში” -. გია ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
05:57 11-19-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
16

პოლიტიკოსი, გია ჯაფარიძე:

ყურადღების მიღმა დარჩა თითქოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ტურნე სამხრეთ კავკასიაში (არ მომწონს ეს სამხრეთ კავკასია როგორც დამკვიდრებული ტერმინი) მინისტრი იმყოფებოდა ბაქოსა და ერევანში. საქართველოს მხოლოდ გადაუფრინა. რეგიონალური ტურნე განხორციელდა საქართველოში ვიზიტის გარეშე. ადრე სხვანაირად იყო – თბილისი წარმოადგენდა ყოველთვის ასეთი ვიზიტების ცენტრს. მაგრამ ეგ დრო წავიდა, საქართველოს დღევანდელ მთავრობას მარტო მოსკოვთან მეგობრობა აინტერესებს, შესაბამისად არც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა თბილისში.

როგორც ჩანს, საქართველო იმდენი ხანი არ იქნება გერმანიის და ევროპის დღის წესრიგში, რამდენი ხანიც გაგრძელდება რუსული მმართველობა საქართველოში. 2012 წლის 1 ოქტომბრიდან ქართულმა ოცნებამ ძალიან მუხანათურად საქართველო გააქრო ევროპის რუკიდან.

სამაგიეროდ იგეგმება შეხვედრა მინსკში, სადაც ქართველი მინისტრის პირველი მოადგილე დაიბარა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული მოსკოვის ინტერესების დასაკმაყოფილებლად. საქართველომ აწია რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობის დონე. ესაა შეგნებული ქმედება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის დასაკნინებლად. რუსეთს ეს ფორმატი არ მოსწონდა არასდროს, რადგან იქ თანათავმჯდომარეები არიან და მოსკოვს კიდევ მარტო უნდა საქართველო ჰყავდეს. ბოდიშის კამპანია, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსალოდნელი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს დანაშაულს დააბრალებს და რუსეთს დანაშაულებს ჩამოწმენდს და საქართველოს შეუზღუდავს სუვერენიტეტს და საგარეო პოლიტიკის დამოუკიდებლად წარმოებას – რაღა დარჩა, არაფერი, საქართველოს მხოლოდ ფურცელზე ტოვებს ქართული ოცნება დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

საუბრის წინააღმდეგ როგორ შეიძლება ვინმე იყოს, დიპლომატია ომის დროსაც უნდა მუშაობდეს. თუმცა, დიპლომატია ეროვნული ინტერესების დასაკმაყოფილებლად უნდა მუშაობდეს და არა მის საწინააღმდეგოდ. ზუსტად უნდა ვიცოდეთ – ვის, სად, რისთვის, როგორ და როდის ვხვდებით. ფაქტების ერთობლიობა და მოვლენათა სინქრონულობა კი მხოლოდ იმას გაფიქრებინებს, რაც ზემოთ დავწერე

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

როგორ მუშაობს SEO სტრატეგია ქართულ საძიებო ბაზარზე 
ახალი ამბები

როგორ მუშაობს SEO სტრატეგია ქართულ საძიებო ბაზარზე 

18:12 11-18-2026
თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A.-ს განსაკუთრებული შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A.-ს განსაკუთრებული შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის

14:25 11-18-2026
თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა

13:55 11-18-2026
„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან
ახალი ამბები

„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან

12:37 11-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved