• რეკლამა
  • კონტაქტი
17:46, ოთხშაბათი, 18 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ქუჩური გარჩევაა?”; “უკვე ძალიან პიკზე ხართ” – რას ითხოვს მოსამართლე პროცესზე?

ალია ავტორი - ალია
17:12 11-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა მწვავე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე გრძელდება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა, პროცესზე მყოფ ოთხივე ოპოზიციურ პარტიას ხელისუფლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ლეგიტიმურობის აღიარება მოსთხოვა.

მმართველი პარტიის წარმომადგენლის ამ შეკითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაზა ბიბილაშვილმა მარტივი მახე და „ქუჩური გარჩევა“ უწოდა:

„ბოდიში, მაგრამ ეს კითხვა ცოტა მარტივი მახეა,  თუ ვიტყვით, რომ ვაღიარებთ, იტყვიან: „აი, ხომ გვაღიარეთ“, თუ ვიტყვით, რომ არ ვაღიარებთ, მაშინ წახვალთ ციხეშიო. ქუჩური გარჩევა ხომ არ არის – „აღიარებთ – არ აღიარებთ“?! სწორედ ამ არჩევანს უტოვებს მხარე იმ საზოგადოებას, რომელიც მათ პოლიტიკურ კურსს არ ეთანხმება. კანონის დარღვევით შექმნილ კომისიაზე ვინც მივიდა, უთხრეს, გვაღიარეთო, ვინც არ მივიდა – დაიჭირეს. რანაირად არის ეს სამართლებრივი სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი?!“ – განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

ბიბილაშვილმა სხდომაზე სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრობლემაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „კენგურუს მართლმსაჯულებაზე“ დღეს უკვე ბიძინა ივანიშვილის მიერ ნდობით აღჭურვილი ყოფილი მაღალჩინოსნები და ექსპრემიერიც კი საუბრობენ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ამ გამოსვლამ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, რევაზ ნადარაიას შენიშვნა გამოიწვია. მოსამართლემ ბიბილაშვილს სიტყვა შეაწყვეტინა და პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცესზე, პოლიტიკური განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა:

რევაზ ნადარაია:

„პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადაიტანთ. თუ პასუხის გაცემა არ გნებავთ, თუნდაც იმ მოსაზრებით, რაც ბრძანეთ, გასაგებია და დაბრძანდით“.

ზაზა ბიბილაშვილი:

„მე მგონია, რომ თქვენი ახლანდელი კომენტარი უკვე მიკერძოებულ პოზიციას წარმოადგენს. საიდან გამოიტანეთ დასკვნა, რომ პასუხის გაცემა არ მნებავს, როდესაც პასუხი უკვე გავეცი?!“

რევაზ ნადარაია:

„გასაგებია, სასამართლო იღებს თქვენს პასუხს, მაგრამ შემდეგ რა დასკვნას გამოიტანს, ეს უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია“.

ზაზა ბიბილაშვილი:

„ეს უკვე ღია კარის მტვრევაა – რა დასკვნასაც გამოიტანს სასამართლო, უკვე ვიცით“.

რევაზ ნადარაია:

“თქვენ უკვე ძალიან პიკზე ხართ, რომ დატოვოთ ეს დარბაზი. ცდილობთ, რომ ჩაშალოთ კითხვა-პასუხის რეჟიმი. თქვენს პროფესიონალიზმს დესტრუქციით ვერ დაამტკიცებთ. არ სცემთ პასუხს კითხვას და აპელირებთ საზოგადოებაზე.”

ცნობისთვის, პიკი ისედაც უმაღლესი წერტილია, ზენიტია და არ არსებობს “ძალიან პიკი”, ან “საშუალოდ პიკი”, ან “ისე რა პიკი”, – შესაბამისად, უცნობია, რას გულისხმობს მოსამართლე. შეიძლება “უკვე ძალიან პიკი” რამე უცნობი სამართლებრივი ტერმინია და არ ვიცით?

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A.-ს განსაკუთრებული შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A.-ს განსაკუთრებული შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის

14:25 11-18-2026
თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა

13:55 11-18-2026
„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან
ახალი ამბები

„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან

12:37 11-18-2026
თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:27 11-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved