• რეკლამა
  • კონტაქტი
15:47, ოთხშაბათი, 18 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“7 ტყუილი – მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია რეალობის შესახებ” – ვახუშტი მენაბდე

ალია ავტორი - ალია
15:20 11-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
57

პარტია სოციალური დემოკრატიისთვის” ერთ–ერთი ლიდერი, კონსტიტუციონალისტი, ვახუშტი მენაბდე, მის წინააღმდეგ ბრალდებებს პასუხობს:

ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ ვგრძობ საჯარო პასუხისმგებლობას ჩემი თანამებრძოლებისა და გულშემატკივრების მიმარ. მინდა დაინტერესებულ საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია რეალობის შესახებ, რადგან გავრცელებული ინფორმაცია ეფუძნება ტყუილების კასკადს. მარტივად გადამოწმებადი იყო ყველა ეს ფაქტი, რასაც ქვემოთ ვწერ, მაგრამ ამის გაკეთება არ სურთ ჩვენს დიდი ხნის ოპონენტებს.
მიუხედავად იმისა ტენდერებზე რაც წერია, მათგან დიდი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ არ ვაპირებ ამაზე საუბარს, თავად შპს „გურიამშენი“ მზადაა ყველა კითხვას უპასუხოს.
რაც შეეხება დანარჩენს:
ტყუილი #1 (გავრცელებული “კვლევის” ღერძი და მთავარი მტკიცება, რომელიც ცრუ ინფორმაციის წყარომ მოგვიანებით წაშალა, რადგან ბევრმა მიუთითა, რომ ტყუილი იყო): „ვახუშტი მენაბდის მამას, გიორგი მენაბდეს, 2024 წლის აგვისტოში 55 000 ლარი შეუწირვია წმინდა ბიძინა ივანიშვილის პარტიისთვის.“
ფაქტი: ტყუილია. ოცნების შემომწირველების რეესტრში ირიცხება ადამიანი სახელად „გიორგი მენაბდე“, მაგრამ მისი არც დაბადების თარიღი და არც პირადობის მოწმობის ნომერი არ ემთხვევა მამაჩემისას, ის სხვა ადამიანია;
ტყუილი #2: „ვახუშტი მენაბდე იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.“ „ფაქტობრივად, მენაბდემ და კობახიძემ ერთად დაწერეს საქართველოს ბოლო კონსტიტუცია.“
ფაქტი: სიმართლე ისაა, რომ მე ვიყავი კომისიის იმ 8 წევრს შორის, ვინც ოცნების მიერ შემოთავაზებულ პროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. მართლაც გახლდით საკონსტიტუციო კომისიის წევრი, ისევე როგორც ამ კომისიის წევრები იყვენენ საიას, TI-ის, ღია საზოგადოება საქართველოს, ISFED-ის წარმომადგენლები დ სხვები. კომისიის ლამის ყველა სხდომაში მივიღე მონაწილეობა, ყველა იმ პრინციპულ საკითხზე, რომელსაც არ ვეთანხმებოდი გავწიე ოპონირება, ვცდილობდი ყველა დისკუსია საზოგადოებრივ სამსჯავროზე გამომეტანა.
ტყუილი #3: „ჩემი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ვახუშტი მენაბდე მრავალი თვის მანძილზე საჯარო ცხოვრებიდან მიიმალა.“
ფაქტი: მარტივად გადამოწმებადი სიცრუე. არ ვიცი „მრავალ თვეში“ ზუსტად რა პერიოდი იგულისხმება, მაგრამ დაინტერესებული მკითხველისთვის უბრალო დაგუგლვაც კმარა იმის სანახავად, რომ აგვისტოდან მაგალითად დეკემბრამდე (და ცხადია მერეც), მედიაში ჩემს ბევრ საჯარო კომენტარს ნახავთ პოლიტიკურ საკითხებზე, რომ არაფერი ვთქვათ სოციალური ქსელის პირად ექაუნთზე.
ტყუილი #4: „საინტერესო ისიცაა, რომ ჩემი შარშანდელი პოსტის შემდეგ […] უეცრად ბიზნეს ნიუსებიც აღარ ქვეყნდება და ვახუშტისთან ინტერვიუები, როგორც ამ მარნის მფლობელის.“
ფაქტი: დეზინფრომაციის გასაქარწყლებლად, „რეჰანის“ შესანიშნავი ეპიზოდიც კმარა YouTobe-ზე, სადაც ჩემი 20 წუთიანი ინტერვიუა მარანზე, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნდა. თუმცა სამწუხაროდ მოძრაობის დაარსების შემდეგ არ მრჩება ბევრი დრო ვენახისთვის და ისე ჩართული ვერ ვარ, როგორც ადრე.
ტყუილი #5: „თურმე იმ დღეს მამამისთან ოზურგეთში ჩასვლა მოუწია ამაზე სალაპარაკოდ ჩემი პოსტის შემდეგ“
ფაქტი: სად მომიწია ჩასვლა? საიდან მოვიდა ეს დეტალი? როდესაც შარშან აგვისტოში ამ თემაზე შეიქმნა აჟიოტაჟი, საერთოდ არ ვიყავი საქართველოში და ვერც გურიაში „ჩასვლა მომიწევდა“.
ტყუილი #6: მამა და ძმა „2012 წლიდან დღემდე, […] ამუშავებს „ბეტონის ქარხანას.“
ფაქტი: მარტივად გამომჟღავნებადი ტყუილი. ეს ქარხანა მამაჩემმა, გია მენაბდემ 2017 წელის მეორე ნახევარში შეიძინა;
ტყუილი #7: „მენაბდეების ოჯახმა მდინარე ნატანებიდან 14 100 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიაც დაითრიეს სახელმწიფოსგან.“
ფაქტი: სიცრუე. როდესაც ქარხანა შპს-მ იყიდა, მას მოყვა ლიცენზია, ანუ ეს ლიცენზია შპს გურიამშენმა “სახელმწიფოსგან” კი არ „დაითრია“, არამედ ქარხნის წინა მესაკუთრეს ჰქონდა აღებული. აღსანიშნავია, რომ კომპანიას ეს ლიცენზია არ გამოუყენებია და ის მალევე გაყიდა.

“მოვყვები, თუ როგორ „დაგავერბოვკათ“ რეჟიმმა 2018 წლის მაისში მთელი სოციალისტ ძმათა კოალიცია”– დათო აბზიანიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A.-ს განსაკუთრებული შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A.-ს განსაკუთრებული შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის

14:25 11-18-2026
თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა

13:55 11-18-2026
„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან
ახალი ამბები

„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან

12:37 11-18-2026
თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:27 11-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved