• რეკლამა
  • კონტაქტი
15:19, ოთხშაბათი, 18 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“მოვყვები, თუ როგორ „დაგავერბოვკათ“ რეჟიმმა 2018 წლის მაისში მთელი სოციალისტ ძმათა კოალიცია”– დათო აბზიანიძე

ალია ავტორი - ალია
14:37 11-18-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

ბლოგერი, დათო აბზიანიძე:

ტყუილად გვქონდა მთელ საქართველოს იმედები გადაწურული ბიძინას დამარცხებაში, აგერ პირდაპირ ეთერში მთელი ოპოზიციის აკრძალვის ფონზე, გუშინწინ დაფუძნებულა ახალი სოციალისტური და ეკოლოგიური იდეალების ოპოზიციური პარტია ამხანაგი ვახუშტი მენაბდის ლიდერობით! 
ყველაფერს, რასაც აქ წაიკითხავთ, არცერთი მეინსტრიმული ჟურნალისტური მედია არ მოგიყვებათ. ეთერებში მოიწვევენ, მიულოცავენ და ჩაუდუდღნიან – რადგან ბევრი მათგანი საერთო დონორებისგან სულდგმულობს და ერთი „კუტოკია“ რა.
ჩემი ტექსტი ვრცელია, მაგრამ მთლად „პოსტს“ ვერ დავარქმევდი, ერთი დიდი კორუფციული კვლევაა თავისი საჯარო წყაროებით.
არამხოლოდ კორუფციაზეა საუბარი, მალე იმასაც გაიგებთ, საერთოდ ამხანაგი ვახუშტი მენაბდე ბატონ ბიძინას რატომ სჭირდება ოპოზიციაში.
კარგი, დავიწყოთ 
ახლადდაფუძნებული სოციალისტური პარტიის თავიკაცი ვახუშტი მენაბდე გახლავთ გურიაში ბეტონის წარმოების ბიზნესის მონოპოლისტის ვაჟი – გიორგი მენაბდის. მამა მენაბდე და ძმა ბექა მენაბდე 2012 წლიდან დღემდე, აი ამ წამამდე, გურიაში აგუგუნებს ბეტონის ქარხანას და ქოცების ყველა სახელმწიფო ტენდერს იგებს.
საინტერესოა, რომ ამხანაგი ვახუშტის საოჯახო ბიზნესი შპს „გურიამშენი“ ტენდერების 100%-ს იგებდა მანამ, სანამ მე შარშან აგვისტოში მენაბდეების საოჯახო კორუფციაზე ვრცელ კვლევას დავპოსტავდი, თავისი საჯარო წყაროებით.
ვახუშტი მენაბდე და თავისი ახლადრეგისტრებული პარტია აბსოლუტურად ურეიტინგოა და კაცი არ დაბადებულა ჯერ, ვისაც სწამს, რომ ისინი რაიმე ძალა გახდებიან ოდესმე. ამიტომ ბევრს შეიძლება ლეგიტიმური შეკითხვა გაგიჩნდეთ, მე რატომ ვხარჯავ ჩემს თავისუფალ დროს უკვე მეორედ ამ აბსოლუტურად ურეიტინგო ტიპის კორუფციის საკვლევად, რატომ ვბუსტავ მათ ცნობადობას ასე ძალით? შავი პიარიც ხო ერთგვარი პიარია პოლიტიკოსისთვის, მითუმეტეს მაშინ, თუ ყველა შენ გებრძვის, მერე მსხვერპლადაც შეიძლება ხალხმა აღგიქვას და რეიტინგული გახდეს. თანაც იმ პირობებში, და ეს ყველამ იცის პროტესტში – გუშინწინდელი სოციალისტური პარტიის დასარეგისტრირებლად 300 ხელმომწერს აგროვებდნენ მთელი წელი, რომ რეგისტრაციის ფორმალური უფლება მოეპოვებინათ, არათუ ამომრჩევლის ხმები.
ხოდა ვისაც ზემოაღნიშნული ლეგიტიმური კითხვა გიჩნდებათ წინასწარ ჩემთან, ძალით რატო ვბუსტავ ამათ არსებობას, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ რასაც აქ წაიკითხავთ, ეს არ არის ვინმეს იდეოლოგიური კრიტიკა. დიქტატურაში რომ ვინმე მემარცხენე-მემარჯვენე დებატში სრული სერიოზულობით შედის და ეს ჰგონია მთავარი წყალგამყოფი ვინმესთან, აბსოლუტურად კონტექსტმორღვეული იდიოტია.
ხოდა აი, პოსტის ბოლოს აუცილებლად გაიგებთ ყველაფერს, თუ რატომაც ვაკეთებ ამას. ასე რომ ღირს ბოლომდე წაკითხვად. ღირს კი არა, აუცილებელიცაა, თუ გვინდა, რომ კიდევ ერთხელ არ შეგვისრულოს ბიძინამ ვახუშტის კუტოკის ხელით წარსულში ერთხელ ნაცადი ტრიუკი, რომლის პირდაპირი თვითმხილველი პირადად მე ვარ და სხვა არაერთი ჩემი მეგობარია 2018 წლის კლუბ “BASSIANI”-ს აქციების დაშლის სპეცოპერაციისას. (ამაზე ვრცლად მოგვიანებით)
აბსოლუტურად ყველა ფაქტს, რომელსაც ქვემოთ ვახსენებ, თან კომენტარებში მოვაყოლებ საჯარო უტყუარ ოფიციალურ წყაროებს და ვიზუალურ მასალასაც.
მოკლედ, ჩემს შარშანდელ მენაბდეების კორუფციის საკვლევ პოსტში წყაროდ მითითებული მქონდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პორტალი, სადაც ჩემი პოსტის გამოქვეყნების მომენტში, მენაბდეების შპს „გურიამშენს“ მოგებული ჰქონდა 34-დან 34-ვე (!) ტენდერი სრულიად უკონკურენტო გარემოში, ჯამში – 6 803 211 ლარი (7 მილიონამდე).
ჩემი პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, ვახუშტი მენაბდეს თავისი პარტიის დარეგისტრირების და ოპოზიციაში შემობიჯების გეგმები მოერღვა და მრავალი თვის მანძილზე საჯარო ცხოვრებიდან მიიმალა, როგორ იტყვიან ცოტა ხნით „ჩაწვა“. მაგრამ სანამ ეს ჩაწოლა მოხდებოდა, წინააღმდეგობის გაწევა სცადა და მეორე დღეს საჯაროდ გამოეხმაურა ჩემს კვლევას. მისი პასუხი საკუთარ პასუხისმგებლობაზე იყო ასეთი, ციტატები მისი პოსტიდან:
„არ მეგონა სრულწლოვან ასაკში მამაჩემის საქმიანობაზე თუ უნდა ჩამებარებინა ანგარიში. მხოლოდ ზოგადად ინფორმაციას ვფლობდი ტენდერების შესახებ – ისიც იმიტომ, რომ როცა რამდენიმე თვის წინ მითხრეს „მამაშენის ტენდერებს კუდს აბამენო“ წავედი და ვკითხე მამაჩემს რა ხდებოდა. დღეს დილით დავაზუსტე დანარჩენი. მთელი ეს დრო, ნაცები ტენდერების თემას ამზადებდნენ.“ 
ანუ ჯერ კიდევ შარშან, ამხანაგმა ვახუშტიმ არ იცოდა, რომ დიქტატურაში, სადაც კორუფციით იხრწნება მთელი საქართველო, თურმე აქციებზე მეგაფონით მორბენალ ოპოზიციონერ პოლიტიკოსზე ეჭვები გაჩნდოდა, თუ მისი ოჯახი ამის პარალელურად გურიაში ყველაზე შემოსავლიანი სფეროს ტენდერების 100-ვე პროცენტს მისი „ცეცხლი ოლიგარქიას“ ყვირილის წამსაც კი იგებს.
თანაც ბრალეულობა მან და მისმა მთელმა პარტიამ გადაიტანეს სრულად „ნაცებზე“, არადა ეს კვლევა პირადად მე დავდე, მიშისტები კი უბრალოდ მასზე გაბრაზებულები იყვნენ მას შემდეგ, რაც მათი პარტიის მეორე ლიდერმა, გოტა ჭანტურიამ, ერთ „ორთოდოქს“ მიშისტ ბაბუს აქციაზე მიუვარდა და მიშას პლაკატი დაუხია მათი საყვარელი „საზმაუს“ კამერების წინ. მოერია რა მოხუც მიშისტს და მაგ მომენტში ლოგიკური გადამტერება გამოიყენეს მიზეზად, მათზე მიემართათ მთელი ამბავი მანიპულაციურად.
ხოდა, რა თქმა უნდა, ასობით ადამიანმა რომ გააზიარა ჩემი პოსტი, ყველაზე მარტივი გამოსავალი იყო მთელი კორუფციული დანაშაულის ნაცებზე გადაბრალება (ქოცური პროპაგანდის სტილში). სტრატეგიულად ასე იყო მომგებიანი, რადგან თუ დამოუკიდებელი აქტორი გივრცელებდა ამხელა კორუფციას, მისი მოგერიება და გაშავება გაჭირდებოდა.
თანაც, „თვეებით ადრე“ კი არა, ზუსტად 1 დღეში მოვუყარე თავი მისი საოჯახო კორუფციის ამბებს პოსტის დადებამდე. მაგრამ ამხანაგმა ვახუშტიმ რაღაც შეთქმულება ააგო თავის გასაპრავებლად.
ის იმდენად „აზრზე არ იყო“ მამისა და ძმის ტენდერული ბიზნესის შესახებ, რომ თურმე იმ დღეს მამამისთან ოზურგეთში ჩასვლა მოუწია ამაზე სალაპარაკოდ ჩემი პოსტის შემდეგ, ბოდიშსაც კი გვიხდის პასუხის დაგვიანებისთვის, დრო წაიღო მამაჩემისგან მისი კომპანიის ბიზნეს მოდელის შესახებ ინფორმაციის გაზიარებამო, მანამდე არასოდეს გვისაუბრია ამაზეო!
იმავე პოსტში ამხანაგი ვახუშტი დასძენს:
„მამაჩემის შპს ფლობს ბეტონის ქარხანას, რომელიც ბეტონს აწვდის შესყიდვის მსურველებს, მათ შორის სახელმწიფოს. ამისთვის მონაწილეობს ტენდერებში, ნაწილს იგებს, ნაწილს აგებს.“
აი, ეს ყველაზე დიდი ტყუილია, რომლის გადამოწმებაც უმარტივესადაა შესაძლებელი „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ საიტზე: ხან კი არ იგებდა, 100% ჰქონდა მოგებული, 34-იდან 34-ვე ტენდერი. ხოლო „შესყიდვის მსურველებს“ კი არ აწვდის (თითქოს მრავალი კერძო ბიზნესი ყიდულობდეს თავისი ნებით), აბსოლუტურად ყველა ტენდერის თანხა ჩარიცხული აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტი“ არის 34-ვე ტენდერის შემსყიდველი. [წყარო კომენტარებში]
კიდევ იმავე პოსტში ამბობს:
„ამაში რა არის საეჭვო, არ ვიცი, რამე თანამდებობა მიკავია და ვეხმარები ტენდერში გამარჯვებაში?“
მეგობრებო, მილიონიანი ტენდერების მოგება კი არა, პირადად ჩემი არაერთი მეგობარი ოჯახებიანად გაყარეს საჯარო სამსახურებიდან, 800-ლარიანი ხელფასები დაკარგა ხალხმა მხოლოდ აქციაზე ერთადერთხელ დგომის გამო. არამხოლოდ საჯარო, კერძო კომპანიებთანაც სუს-ის წარმომადგენლობა მიაგზავნეს და 4 ადამიანს ვიცნობ, მათ შორის ახლო მეგობრებს, რომლებმაც კერძო ბიზნესთან თანამშრომლობაც კი გააწყვეტინეს, რადგან მათ დამსაქმებელს არეკეტებდნენ 1500-ლარიანი ხელფასის გამო. ამ პოსტს ვინც კითხულობთ, თქვენც ბევრ ნაცნობს ან სულაც საკუთარ თავს ამოიცნობთ სამსახურეობრივად რეპრესირებულთა რიგებში.
და ამხანაგ მენაბდეს უნდა დაგვაჯეროს, რომ ის ოპოზიციურ პარტიას ქმნის, ქუჩიდან ქოცების ოლიგარქიას ცეცხლს უკიდებს, მაგრამ კობახიძე მის ოჯახს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ფეოდალობას აცდის გურიაში.
ახლა კი მოვიდეთ დღევანდელ დღემდე, სადაც კიდევ უფრო საინტერესო რამ ირკვევა. ეს ყველაფერი, რაც ზემოთ წაიკითხეთ, აუცილებელი პრერეკვიზიტი იყო იმის, რასაც ახლა მოისმენთ:
მენაბდემ 2016 წელს დაარეგისტრირა შპს „მენაბდის მარანი“. ამაზე უამრავი სტატიაა მედიაში სათაურით – „ვახუშტი მენაბდის მარანი გურიაში“. საუბარია მის მიერ სახლ-კარის შეძენასა და ვენახის გაშენებაზე. ყველა მედიასთან თავად ვახუშტი დადიოდა ბიზნესის სულისჩამდგმელად, მფლობელად და დირექტორად. [სტატიები კომენტარებში]
მაგრამ ამ პოსტის წერისას შევიხედე ისევ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ საიტზე და რას ვხედავ – შპს „მენაბდის მარანი“ რეგისტრირებული აქვს მისი ძმის – ბექა მენაბდის სახელზე. ამჟამად, 100%-იან წილსაც მისი ძმა ფლობს და „ფურცელზე“ დირექტორიც ბატონი ბექა მენაბდეა. [წყარო კომენტარებში]
აბა გაიხსენეთ, როგორც ამხანაგი ვახუშტი თავის გასაპრავებელ პოსტში გვეუბნებოდა, ის საერთოდ რა შუაშია მის ოჯახთან, მისი ძმა და მამა მისგან დამოუკიდებელ ბიზნესს აწარმოებენ, თუმცა მაინც მის ძმაზე გააფორმა მარნის ბიზნესი.
ასევე, შპს „გურიამშენის“ დირექტორიც მისი ძმა ბექა მენაბდეა, რომლის 100%-იან წილსაც ვახუშტისა და ბექას მამა, გიორგი მენაბდე ფლობს.
სწორედ იმ საბედისწერო არჩევნების წელს, 2024-ში, მენაბდეების ბეტონის კომპანიამ არა მხოლოდ 13-ვე ტენდერი მოიგო, არამედ ყველა მათგანში ხელშეკრულების ღირებულება ტენდერის ღირებულების იდენტური იყო. ანუ კაპიკზეც კი არ შევაჭრებია სახელმწიფო, პრინციპულად „კაი ფასში“ გაატანა მენაბდემ ბეტონი. ამიტომაც, ყველა მათი ტენდერში გამარჯვება „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ მრავალი წითელი ძახილისნიშნით (❗️) აქვს „საეჭვოდ“ მონიშნული.
მაგრამ როცა ეს ყველაფერი დავაფიქსირე, ტენდერების საერთო ღირებულების რიცხვს შევავლე თვალი და თუ ჩემი შარშანდელი პოსტის გამოქვეყნებისას ის სულ რაღაც 7 მილიონ ლარამდე იყო, ახლა კიდევ ზემოდან დაახლოებით 1 მილიონი ლარიც დამატებია.
მაგრამ სტატისტიკური ანალიზია ახლა საინტერესო ამის, რადგან ფეოდალი მენაბდეების მხრიდან მთავარი მანიპულაცია სწორედ აქ იწყება:
ის 7 მილიონამდე ტენდერი ხო სრულიად უკონკურენტოდ ჰქონდა 7 წლის მანძილზე (2018 წლიდან) მოგებული, მაგრამ ჩემი პოსტის შემდეგ რაც სკანდალში გაეხვა, უეცრად ტენდერების „წაგება“ დაიწყო მისმა საოჯახო ბიზნესმა.
ნუთუ მანამდე კობახიძემ არ იცოდა, რომ ვახუშტი აქციებზე მეგაფონით დარბოდა და მხოლოდ ჩემი პოსტის შემდეგ გაიგო მისი ოჯახის ტენდერების შესახებ? მანამდე კი მხოლოდ ჩემთვის და ჩემი ახლობლებისთვის მოიცალა, 800-ლარიანი ხელფასები რომ დაეკარგათ სამსახურებში და სრულიად მშივრები დარჩენილიყვნენ?
ან იქნებ მართლა პრობლემები შეუქმნა მენაბდეების ამ კორუფციულმა სკანდალმა ბიძინას და ჩატეხეს პონტიდან?
ნწ, ბევრად ბრძნულადაა საქმე!
ტენდერების საჯარო საიტზე ვკითხულობთ, რომ ბოლო 1 წლის მანძილზე, მენაბდეები 100%-ს ვეღარ იგებენ და მათი „იღბლიანობის“ შანსი 80%-მდე დაეცა! უეცრად გურიის ბაზარზე გამოჩნდნენ ოზურგეთში დაბადებული ახალი თაობის „სტივ ჯობსები“ და მოხოდეს ბეტონის კიდევ რამდენიმე კომპანია, რომელიც აუქციონში ხელოვნურ კონკურენციაში ჩაუსვეს მენაბდეს.
მაგალითად, წაგება როცა დაიწყო მისი ოჯახის კომპანიამ, „ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის“ შეთავაზებული ერთ-ერთი ტენდერის ფასი იყო 196 469 ლარი, ხოლო ახლადგამოჩენილი კონკურენტის – 196 812. ვინმე ჩლუნგს სამყაროში სჯერა, რომ 343-ლარიანი სხვაობის გამო დაკარგა ეს ტენდერი მამამისმა და მისმა ძმამ? თანაც იმ პირობებში, როცა 2024 წლის არჩევნებამდე 13-დან არცერთ ტენდერზე სახელმწიფო თეთრითაც არ შევაჭრებია?
ახლა გავიხსენოთ ამხანაგი ვახუშტის შარშან დატოვებული სიტყვები: „[მამაჩემი] ნაწილს იგებს, ნაწილს აგებს.“
ძალიან აშკარაა, რომ მას დასჭირდა ერთგვარი იმუნიტეტი, რომ ეს ფრაზა რეალობად ექცია, როცა იმ დროისთვის სრულიად გადამოწმებადი ტყუილი იყო და 100%-ს იგებდა, მისივე მაშინდელი მოძრაობის ბევრი პრინციპული წევრი განუდგა და არ გააპრავა ამ თვალთმაქცობის მერე. ამიტომაც, მაგ პიარული კატასტროფის შემდეგ, მისი ოჯახი მართლაც ტენდერების „ნაწილს იგებს, ნაწილს აგებს“, მაგრამ იცით რამდენს იგებს წაგების სანაცვლოდ? 
მენაბდეების ოჯახის მიერ ერთი მოგებული ტენდერის საშუალო ღირებულება გაიზარდა 21.33%-ით. თუ ადრე საშუალოდ წელიწადში 183 871 ლარს იგებდა, ახლა რეჟიმმა მას საშუალოდ წელიწადში 223 098 ლარის შოვნის შესაძლებლობა მისცა, თუმცა რაღაცები წააგებინა პიარული „კარწინკისთვის“ [წყარო კომენტარებში]. ყოვლად ცხადია, რომ ეს ყოველივე ლარის ინფლაციის ბრალია!
ახლა ცოტაც იმ ფარისევლობის შესახებ, თითქოს ვახუშტი მენაბდის პარტია ერთგვარი მწვანეთა სოციალისტური მოძრაობაა და ეკოლოგიაზე ზრუნვის დაპირებით მოდის საქართველოში:
2017 წლის 17 ოქტომბრის N1660/ს ბრძანებით, მენაბდეების კომპანიას გადაეცა სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვების ლიცენზია. ლიცენზიით გათვალისწინებული წლიური წყლის მოცულობაა 95 მილიონი ლიტრი! ფაქტობრივად, NVIDIA-ს ერთ დატა ცენტრს ავაგუგუნებდით ამდენი „ქართულ-ჯიგრულ“ პონტში დათრეული ლიცენზიით.
ასევე, მენაბდეების ოჯახმა მდინარე ნატანებიდან 14 100 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზიაც დაითრიეს სახელმწიფოსგან. [წყაროები კომენტარებში]
ახლა მივყვეთ ქრონოლოგიურად 2017 წლიდან დღემდე, თუ რა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშეც აღმოჩნდა მთელი გურია ბეტონთმზელავი ფეოდალების მიერ:
ამაზე წლებია წერს და ყვირის გურიის ადგილობრივი მედია, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავს, მითუმეტეს რომ მენაბდეების ეკო-პარტიული კუტოკი:
„სტუდია მონიტორის“ გამოძიებით, სოფელ გურიანთაში სრული კატასტროფა ტრიალებს, ფერმერმა თითქმის ორი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა დაკარგა. მის ნაკვეთზე ახლა მდინარე მიედინება. ეს რომელი წელია, გახსოვთ? სწორედ ის რეკორდულად „იღბლიანი“ წინასაარჩევნო ტენდერები, როცა მენაბდეებმა 13-იდან 13-ვე ტენდერი მოიგეს.
ასევე, ადგილობრივი გაზეთი „ალიონი“ აღწერს არტეზიული ჭების დაშრობას, ფერდობების დაზიანებას, მეწყრული პროცესების განვითარებას, მდინარის ნაპირების მოშლასა და კალაპოტის ცვლილებას.
ახლა მივდივართ ამ სოციალისტური სასტავის ეკო-ფარისევლობასთან და კიდევ ერთ საკმაოდ საეჭვო ამბავთან:
ვახუშტი მენაბდის სოციალისტური პარტია, ყველა მათი მემარცხენე ენჯეო-დანაყოფით, პროფკავშირითა და „პადრუგით“, ძალიან აქტიურად იყო ჩართული „ნამახვანჰესის“ არაშენების პროტესტში, რომელსაც რუსული აგენტურის, ზურა მახარაძის ალტ-ინფოსთან, და ვარლამ (ჯონსნოუ) გოლეთიანთან ერთად ჩალიჩობდა.
როცა ეს დიდი ენერგო პროექტი ჩაშალეს და რუსულ დენზე კიდევ უფრო დამოკიდებული გახადეს ქვეყანა, სადაც ჰესების აშენებით ექსპორტზეც კი შეგვიძლია გავიტანოთ დენი, მათი რბილად რომ ვთქვათ „უცნაური“ კოალიციის ლიდერი ვარლამ გოლეთიანი 2021 წლის 5 ივლისს ჩამოდის თბილისში ალტ-ინფოს აქციაზე „ელგებედეებთან ბრძოლის“ მიზნით, სადაც ორკები „ფერად“ ბიჭებს ვერ იპოვიან და ოპოზიციურ ჟურნალისტებს სასტიკად სცემენ (მაშინ, როცა ამდენი „იმედის“ ფერადი და ხალასი ჟურნალისტი იდგა მათ თვალწინ ).
სწორედ ამ ჯგუფურ ცემას ტრაგიკულად ემსხვერპლა ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა. აქციის ორგანიზატორი და ძალადობისკენ მთავარი მომწოდებელი ზურა მახარაძე რეჟიმს საერთოდ არ დაუსჯია, ის დღემდე პოდკასტებში დადის და ამაყად ყვება ამ ამბავს.
წარმოიდგინეთ, აი ეს ზურა მახარაძე არ დასაჯა ასეთ აშკარა ფაქტზე მისმა „მტერმა“ ბიძინამ მაშინ, როცა თითქოს ამხელა ნამახვანჰესის პროექტი ჩააშლევინა თავისი შეურიგებელი პროტესტით.
ნამახვანჰესის „საპროტესტო“ სპეცოპერაციის ამბავზე დღემდე ბევრ პოლიტიკოსსა და კვალიფიციურ ექსპერტს უსაუბრია. ძალიან აშკარაა, რომ „რიონის ხეობის მცველებსა“ და „ვახუშტებს“ ქუთაისი არც ვარლამ გოლეთიანის „უნიკალური“ ზუთხისა და ტვიშის ვენახების გადასარჩენად და არც როლანდ ემერიხის აპოკალიპტური ფილმების მსგავსი ცუნამისგან გადაურჩენიათ. რამენაირად ახლა, მეც ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, მაგ ქალაქზე მეტად არაფერი მიყვარს და მე მაგათზე მეტად უნდა მადარდებდეს „ქუთაისის ცუნამი“ სინამდვილეში, ეგ პროექტი მხოლოდ იმისთვის ჩაიშალა, რომ მთელ საქართველოს ზურგზე უდიდესი ჯარიმა აგვეკიდა. ვაზუსტებ – მთავარობას კი არა, ქართველი ხალხი დავჯარიმებულიყავით.
მაგრამ დღეს რა ხდება: თავიდან ეს ჯარიმა ამჟამინდელზე მინიმუმ 60 მილიონი დოლარით ნაკლები იყო. მაგრამ სპეციალურად წელავს ივანიშვილი გადახდას, უცხოური სასამართლოების ინსტანციებით ტყუილად ასაჩივრებს, 0% არის ასეთ დავაში კერძო კომპანიასთან ხელშეკრულების დარღვევისას სახელმწიფოს გამარჯვების შანსი.
რატომ?
ამაზე ამომწურავად თუ გაინტერესებთ დეტალები, დავლინკავ პოდკასტს, სადაც რესპონდენტი ხსნის ლოგიკას, თუ რატომ შეიძლებოდა ქოცების ერთ ფლანგს, რომელიც ნამახვანჰესის ჩაშლას ჩალიჩობდა, თავიდანვე ჰქონოდათ შეთანხმებული იმ თურქული კომპანიისთვის ამ პროექტის ხელოვნური პროტესტის აგორებით ჩაშლა. სწორედ ამას ჩალიჩობს ახლა ბიძინა „არაბული ქალაქებით“, რომელსაც ასევე „ალტინფოებს“ აპროტესტებინებს. დიდი ალბათობით, ამ „არაბულ ქალაქებზეც“ ჯარიმას ავირტყამთ ქართველი ხალხი და შემდეგ წავა ახალი შავი ფულის რეცხვისა და ატკატების მოჭრის შესაძლებლობა ივანიშვილის კლანისთვის.
როცა ოპოზიციური პარტიის ლიდერის საოჯახო ბიზნესი სახელმწიფო ტენდერებით გურიის ეკოლოგიის კატასტროფამდე მიყვანით მდიდრდება და პარალელურად ამხანაგი მენაბდე არა საკუთარი ოჯახის ეკო-ფეოდალიზმზე იღებს ხმას (ან თუნდაც რომელიმე მისი პარტიის წევრი), არამედ ვითომ იმერეთის ეკოკლიმატის „გადარჩენას“ ცდილობს ნამახვანჰესის პროტესტში გულმხურვალე ჩართვით, ეს ძალიან გონივრულ ეჭვებს აჩენს. მინიმუმ მათ ფარისევლობაზე შეკითხვებს მაინც დაბადებს ოდნავ გონიერი და წესიერი ადამიანის სააზროვნო ველში.
ახლა კი ისიც ვთქვათ, თუ რა პირადი კავშირები აქვს პირადად ვახუშტი მენაბდეს ივანიშვილის კარზე საჯარო წყაროების მიხედვით:
ვახუშტი მენაბდე იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, რომელიც პირადად ირაკლი კობახიძემ მოიწვია 2016-2017 წელს ახალი კონსტიტუციის დაწერისას. იმ კონსტიტუციის, რომლის ქართველი ხალხის თავზე გადახევაც კობახიძემ 2024 წლის 28 ნოემბერს საჯაროდ გამოაცხადა. ფაქტობრივად, მენაბდემ და კობახიძემ ერთად დაწერეს საქართველოს ბოლო კონსტიტუცია.
ახლა უფრო მნიშვნელოვანი: ვახუშტი მენაბდე და მისი ოჯახი არის არჩილ თალაკვაძის უახლოესი მეგობარი. თალაკვაძეც ოზურგეთიდანაა, ვახუშტი მენაბდის თაობის, ერთად გაიზარდნენ ბიჭები.
ბატონი თალაკვაძე 2016 წლის 23 დეკემბრიდან 2017 წლის 4 მაისამდე ვახუშტი მენაბდესთან და ირაკლი კობახიძესთან ერთად სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი იყო. (იმედია ხვდებით, თუ ვინ გაუწევდა „რეკომენდაციას“ ამ დიად საქმეში ამხანაგ ვახუშტის).
არჩილ თალაკვაძეს უმაღლესი თანამდებობა უკავია 2019–2021 წლებში, როდესაც ის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იყო. პარალელურად, ვახუშტი მენაბდის ბავშვობის მეგობარი არჩილ თალაკვაძე 2016–2020 წლებში ოზურგეთის მაჟორიტარიცაა და სწორედ ამ წლებიდან იწყება გურიაში მენაბდეების ოჯახის ტენდერებით ბეტონის ბიზნესის „ლიცენზირება“ და მონოპოლისტობაც.
აბა თუ გამოიცნობთ, ვინ იყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი იმ დროს, როცა რეკორდული რაოდენობის ბეტონის მილიონიანი ტენდერები მოიგეს მენაბდეებმა? – არჩილ თალაკვაძის ძმა, ავთანდილ თალაკვაძე! 
შარშან რომ თოვლი მოვიდა გურიაში და მოსახლეობას სახლები ჩამოეშალა, გახსოვთ? მოხალისეები რომ თბილისიდან მიდიოდნენ დასახმარებლად, იმის ნაცვლად რო ოზურგეთის მუნიციპალიტეტს თოვლის გასაკვალი ტრაქტორები ჰყოლოდა, აი მაგ დროს სწორედ მენაბდეების ძმაკაცი ავთანდილ თალაკვაძეა ოზურგეთის მერი.
სწორედ ავთანდილ თალაკვაძის მერობის დროს გადაეცა ვახუშტი მენაბდის დედას „ოზურგეთის საპატიო მოქალაქის“ წოდება. არადა ძმები თალაკვაძეები არაერთ საჯარო განცხადებაში იძახიან, რომ „გამჭვირვალობის კანონში“ ცუდი არაფერია, ბოლოს კი ვახუშტის ენჯეოშნიკი „დასავლეთის აგენტი“ დედა გახადეს „ოზურგეთის საპატიო მოქალაქე“! 
ვახუშტი მენაბდის დედას, მრავალი წლის მანძილზე, ევროპელი ხალხის ტონა გრანტები აქვს თავისი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გადმორიცხული. თუ ვინმე უნდა მდგარიყო ყოველდღე პროტესტზე და კამერებიდან არ ჩამოდიოდეს „აგენტების კანონის“ მიღების შემდეგ, პირველ რიგში ამხანაგი ვახუშტის დედა უნდა ყოფილიყო. მარა საოჯახო ტენდერების ბიზნესს ხო არ გახეთქავდა ერთი კანონის გამო გონიერი საპატიო მოქალაქე ქალი? 
კომენტარებში დავდებ ფოტოს, რომელიც ჩახუტებულს აქვს გადაღებული თავად არჩილ თალაკვაძეს მენაბდეების ოჯახთან, თავის ფეისბუქ ფეიჯზე უდევს საჯაროდ. და თუ გამოიცნობთ სადაა ეს ფოტო გადაღებული? – პირადად ვახუშტი მენაბდის ღვინის მარანში, რომელიც ამჟამად საკუთარ ძმაზე, ბეტონის ქარხნის დირექტორზე, ბექა მენაბდეზე აქვს რეგისტრირებული 
საინტერესო ისიცაა, რომ ჩემი შარშანდელი „ბოროტული“ პოსტის (თავად ასე მომიხსენიებდნენ და დავაციტირებ) შემდეგ, ამხანაგი ვახუშტის სახე და სხეული ამ „მენაბდის მარნის“ ოფიციალური ფეისბუქ ფეიჯის სარეკლამო ვიდეოებში ბოლო წელია საერთოდ აღარ ჩანს, უეცრად ბიზნეს ნიუსებიც აღარ ქვეყნდება და ვახუშტისთან ინტერვიუები, როგორც ამ მარნის მფლობელის. არადა აქამდე წლების მანძილზე მისი პერსონის გარშემო ჰქონდა ბრენდი აშენებული. საჯარო ინტერვიუებში ხაზგასმით იმასაც ამბობდა, რომ თავად მან, მისმა ძმამ, მამამ და დედამ ერთად შექმნეს ეს ბიზნესი და „გურული ოცნება“ აისრულეს“.
მათ ბიზნესს „მენაბდის მარანი“ ბრენდირების ამბავში ჰქვია, თორემ მთავარი ბიზნეს მოდელი სასტუმროს გარშემო აქვთ აშენებული. BOOKING-ის საიტზე თუ გადაამოწმებთ, საკმაოდ „სოციალისტური“ ფასები ადევს 2 ადამიანზე გათვლილ ნომრებს, 1 ღამე 270-300 ლარის ფარგლებში. ეჭვი მაქვს, ჭიათურელ მაღაროელებს უფასოდ მასპინძლობს ამხანაგი ვახუშტი 
ხოლო დღეს, 2026 წელს, სად იმყოფებიან ძმები თალაკვაძეები, არ გაინტერესებთ? არჩილ თალაკვაძის ოფიციალურ პროფილზე, სოციალურ ქსელ “LinkedIn”-ზე, მითითებულია, რომ ის ყველაზე დიდი ქართული სამშენებლო კომპანიის, „არქის“ “Executive” არის, ანუ მთლა „დირეხტორი“. მოგეხსენებათ, სამშენებლო ბიზნესი და ბეტონის ბიზნესი საკმაოდ „ეკო-მეგობრულად“ და არაკორუფციულად თანაარსებობენ ბიძინას წილხვედრ ქვეყანაში.
გაგიკვირდებათ და კომპანია „არქის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არის პარტია „ქართული ოცნების“ დეპუტატი ილია წულაია, რომელმაც 2024 წელს საჯაროდ დაუჭირა მხარი „რუსულ კანონს“. წულაია გახლავთ კახა კალაძის ბავშვობის მეგობარი და შვილის ნათლიაც.
ახლა იკითხავთ, არჩილ თალაკვაძის ძმა რატო აღარაა ოზურგეთის მერი, იქნებ ვახუშტი მენაბდის ოპოზიციაში გადასვლის გამო შეავიწროვეს საწყალი კაციო!
2026 წელს, „სტუდია მონიტორის“ მიერ გამოქვეყნებული გამოძიების თანახმად, ავთანდილ თალაკვაძე დაინიშნა შპს „ბლოქს სთოუნის“ დირექტორად. ეს კომპანია დაკავშირებულია „არქისთან“ და ერთად მონაწილეობენ Trump Tower Tbilisi-ის პროექტში, რომელიც ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს.
ვისაც კი ამ ქვეყანაში გულწრფელად უდარდია და უპროტესტებია ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე კორპუსების ჩადგმის ამბავი და მანდ საბურთალოსთვის ერთი დიდი პარკის აშენება მოუთხოვია, თითქმის ყველა მაგ ხალხს ემიგრაციაში წასვლა მოუწია ქოცური რეპრესიების გამო. გულწრფელი მემარცხენე ღირებულებების მოძრაობა ან პარტია კი ვინ შეგვრჩა საქართველოში დარჩენილებს, რომელიც უგოიმურესი „ტრამპ თაუერის“ კორუფციულად ჩადგმას და საბურთალოელი ხალხის ბეტონის მტვერით ამოგუდვას გააპროტესტებს? – რა თქმა უნდა, სოციალისტ-მწვანეთა ახლადდაფუძნებული პარტია ვახუშტი მენაბდის მეთაურობით! გურიის შემდეგ, ძმები თალაკვაძეებისთვის თბილისში ეკოკატასტროფის მოხდენას მხოლოდ ოპოზიციონერი ამხანაგი ვახუშტი გადააფიქრებინებს თავის ბავშვობის ბრატებს!
მოდი წინასწარ გამოვიცნობ, თუ რა იქნება ჩემს ამ ვრცელ მამხილებელ პოსტზე მათი სოციალისტური პარტიის, მეგობარი ენჯეო-მედია-ჟურნალისტებისა და სხვა „მენაბდის მარანში“ არასეზონურ დროებში უფასოდ ნაგულავები პადრუგებისგან.
ზუსტად ისე გაჯიუტდებიან და ათას ცილისწამებას მოიგონებენ ჩემზე, როგორც შარშან იკადრეს. ისევ ჩემს მეგობრებს დაურეკავენ მესენჯერში და ეტყვიან, რომ მე ვარ „ბიძინას ჯაშუში“; დაიწყებენ ამ ყველაფრის ისევ „ნაცებისთვის“ გადაბრალებას და ჩემი სახელის მიჩქმალვას ისეთი ეპითეტებით, როგორებიცაა – „კლოუნი“, „ბოროტი“, „მასხარა“ და მრავალი სხვა. სწორედ ამ ეპითეტებზე ჩამოყალიბდნენ შარშან, ოღონდაც ჩემი სახელი და გვარი არ ეხსენებინათ მათი პარტიული გაპრავებების ათობით პოსტში.
ძალიან ბანალურად KGB-შნიკური პროპაგანდისტული ხრიკია, როცა საკუთარი პოლიტიკური მტრის გეშინია და მის სახელს ასაიდუმლოებ ან სულაც „კლოუნად“ მოიხსენიებ 
ფეისბუქზე შეიძლება თავს იკატუნებთ, მაგრამ ჩემი შარშანდელი პოსტის შემდეგ რომ თქვენი პარტიელები ნურმაგომედოველი ტურებივით გამეჩითნენ ერთ-ერთი კლუბის გასასვლელთან „პრავების საკაჩაოდ“, თანაც მაშინ, როცა თან გოგო მახლდა. აი, მანდ კი გეტყობოდათ სიფათებზე, როგორ კარგადაც მიცნობდით. იმ სიფათებზე, რომლებმაც რამდენიმე წამში ფერი იცვალეს და ნანატრი ბეტონის სუნი იგრძნეს.
ეს მხოლოდ ნახევარია იმის, რატომაც უნდა გეშინოდეთ ჩემი. რამდენიმე დღეში დავწერ ამ ისტორიის მეორე ნახევარს, ბევრად მნიშვნელოვან საფინალო ნაწილს, სადაც პირველ პირში მოვყვები, თუ როგორ „დაგავერბოვკათ“ რეჟიმმა 2018 წლის მაისში მთელი სოციალისტ ძმათა კოალიცია. და თუ როგორ დაგეხმარათ პირადად თქვენი ლიდერი ვახუშტი მენაბდე და სხვა ენჯეო-დიაცები კლუბ “BASSIANI”-ს ბიზნესის დაბრუნებაში და ციხეში ბარიგობის ბრალდებით არ მოხვედრაში.
გპირდებით, ყველა „ღარიბ ხალხზე მზრუნველ სოციალისტურ პარტიას“, რომ ძალას არ დავიშურებ, რომ ამ ქვეყანაში თითოეული ქართველი ხალხის მძარცველი, კაპიტალისტი ფეოდალი ვამხილო და „გავაკულაკო“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A.-ს განსაკუთრებული შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A.-ს განსაკუთრებული შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის

14:25 11-18-2026
თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა

13:55 11-18-2026
„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან
ახალი ამბები

„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან

12:37 11-18-2026
თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:27 11-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved