• რეკლამა
  • კონტაქტი
14:48, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, საკონსტიტუციო სასამართლომ არ მომცა შესაძლებლობა ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა, აქ დავწერ” – მაია კოპალეიშვილი

ალია ავტორი - ალია
14:21 11-10-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
30

მაია კოპალეიშვილი, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოში სიტყვა არ დაასრულებინეს, სოციალურ ქსელში წერს:

,,რადგან პარტიების აკრძალვის 10.11.2026წ. პროცესზე, საკონსტიტუციო სასამართლომ არ მომცა შესაძლებლობა ჩემი პოზიცია დამეფიქსირებინა მტკიცებულებათა გამოკვლევის საკითხზე, აქ დავწერ მოკლედ და მოვნიშნავ სასამართლოს.
მოსამართლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების სრულ ციტირებას ვერ მოვახდენ, რადგან არ მაქვს აუდიოჩანაწერი, მაგრამ პერეფრაზს გავაკეთებ. ასევე, არ ვაპირებ მთელი აკადემიური ნაშრომის დაწერას ამ საკითხზე. მოკლედ ვიტყვი.

საკითხი 1. სასამართლოს წევრმა ვასილ როინიშვილმა ასეთი რამ აღნიშნა თავის კითხვაში პროცესის ინკვიზიციურობის კონტექსტში – სასამართლო სათათბირო ოთახში როცა გავა მერეც გამოითხოვს მტკიცებულებებსო.
განვუმარტავ სასამართლოს რომ ინკვიციციურობა ვერ ჩაანაცვლებს შეჯიბრებითობას. ინკვიზიციური იმის გამოა საკონსტიტუციო სასამართლო, რომ მან ყველა მტკიცებულება გამოიკვლიოს, მათ შორის ისეთიც, რომელიც, შესაძლოა, მხარეს არ წარმოუდგენია, მაგრამ არსებითია დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად. მხოლოდ, ეს გამოკვლევა უნდა აწარმოოს პროცესზე მხარეთა ჩართულობით და არა თავის სამუშაო ოთახში. მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გამოხატონ თავისი პოზიცია თუნდაც სასამართლოს მიერ მოპოვებული მტკიცებულების მიმართ, უარყოს ან დაეთანხმოს. ამდენად, არსებითად მცადია სასამართლოს ასეთი მიდგომა. სასამართლო სათათბირო ოთახში რომ გავა და მერე “მოიკვლევს” მტკიცებულებას, ისე რომ მხარეებს არ მისცემს ამ მტკიცებულებაზე მოსაზრებათა წარმოდგენის შესაძლებლობას, – ეს არღვევს მტკიცებულებათა გამოკვლევის სტანდარტს.

საკითხი 2. სასამართლოს წევრმა ევა გოცირიძემ ასევე აღნიშნა, რომ ჩვენ კითხვებში გამოვიკვლევთ მტკიცებულებებსო. დაინტერესებულ საზოგადოებას შევახსენებ რა ხდება პარტიების აკრძალვის საქმეში მტკიცებულებების თვალსაზრისით – კონსტიტუციურ სარჩელში არ არის წარმოდგენილი კონკრეტული მტკიცებულება კონკრეტულად რომელ მოპასუხეს მიემართება, წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერებიდან რომელი მონაკვეთია ის, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს და გამოვიკვლიოთ და ა.შ.. ამდენად, როცა სასამართლო ამბობს, რომ კითხვებში გამოვიკვლევთო, ეს ვერ იქნება მტკიცებულებათა გამოკვლევის სტანდარტის დაცვა. მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წინასწარ იცოდეს რომელი მტკიცებულება მიემართება მას, რომ მოსამართლის მხრიდან კითხვების დასმის შემთხვევაში მომზადებული იყოს კონკრეტულ მტკიცებულებასთან მიმართებით შესაბამისი არგუმენტებით, ამდენად, სასამართლოს მხრიდან ასეთი მიდგომა ასევე არის მცდარი, რადგან არის მტკიცებულებათა გამოკვლევის და სასამართლოს მხრიდან კითხვების დასმის ეტაპის არასწორი აღქმა.
ამასთან, სასამართლო მეტი მომზადებული უნდა შეხვედროდა პარტიების აკრძალვის პროცესს და შეეძლო ცალკე თავი გაეწერა სასამართლოს რეგლამენტში, მათ შორის, მტკიცებულებათა გამოკვლევის თვალსაზრისით.

მეტის დაწერაც შეიძლება ამ მნიშვნელოვან საკითხზე, მაგრამ ფეისბუკპოსტის ფორმატის გამო, მოკლე განმარტებით შემოვიფარგლე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო/Constitutional Court of Georgia“

თეგები: მაია კოპალეიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved