,,ქართული ოცნების” წევრი, ბექა ოდიშარია ირაკლი ღარიბაშვილზე:
,,ნამდვილად არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და შესაბამისად, ვფიქრობ, რომ საზოგადოება ელოდება ინფორმაციის მიღებას, იმიტომ, რომ ეს არ არის რიგითი პატიმარი. თუ არსებობს ასეთი წერილი, არსებობენ მოწმეები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ ეს არის ნამდვილად კონკრეტული პირის მიერ ორგანიზებული და დაწერილი წერილი, მაშინ, რა თქმა უნდა, საზოგადოებამ უნდა გაიგოს, იყო თუ არა რაიმე დაახლოებითი წერილი შეგზავნილი.
ჩვენ, ყველანი, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები, გულწრფელად ვღელავთ მომხდარზე, გულთან ახლოს გვაქვს მიტანილი როგორც თავად ღარიბაშვილის, ისე მისი ოჯახის მდგომარეობა. ეს არის ადვოკატის მარიფათის ამბავი, მან უნდა მოძებნოს საფუძველი იმისთვის, რომ თუნდაც ამ კონკრეტულ შეკითხვას პასუხი: არსებობს თუ არა კონკრეტული ავტორი ამ წერილის ან არსებობს თუ არა ამ წერილის მიღმა, ან სტრიქონებს შორის, რაიმე სხვა შინაარსი”.











კომენტარები