• რეკლამა
  • კონტაქტი
12:19, სამშაბათი, 10 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ახლა გაჩერება ნიშნავს გარუსებას – ირაკლი ნადირაძის გზავნილი ციხიდან

ალია ავტორი - ალია
11:53 11-10-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

ახლა გაჩერება, ნიშნავს გარუსებას – ეს არის ირაკლი ნადირაძის გზავნილი ციხიდან. დაპატიმრებული პოლიტიკოსი “პირველებთან“ სატელეფონო საუბრის დროს ამბობს, რომ საზოგადოებამ ბრძოლა არ უნდა შეწყვიტოს.

ენმ-ის ლიდერი, ყველას სთხოვს, არ დანებდნენ, რადგან მიიჩნევს, რომ მიტოვება ნიშნავს, მომავალი თაობების რუსეთში გაზრდას.

ყველა ის ადამიანი, ვინც არ ნებდებით, არ ჩერდებით, არ ემორჩილებით, აგრძელებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის ღირსებისთვის, მომავლისთვის და შესაბამისად, ჩვენც აქედან, როგორც შეგვიძლია ვაგრძელებთ ბრძოლას. არ დავბნებდებით, არ გავჩერდებით, იმიტომ რომ ახლა დანებება და გაჩერება ნიშნავს, ამ ქვეყნის გარუსებას, ეს არავის გვინდა. აქ იმიტომ აღმოვჩნდით თითოეული მათგანი, რომ ეს არ გვინდოდა ზუსტად. ახლა შუა გზაზე გაჩერება, მიტოვება ნიშნავს, რომ ჩვენი შვილები, მომავალი თაობები დაიზრდებიან რუსეთში. გვენატრება თავისუფლება, მაგრამ ჩვენს პირად თავისუფლებაზე მეტად, ამ ქვეყნის თავისუფლება მენატრება. არცერთი ნაბიჯი უკან, ბრძოლა ბოლომდე, – ამბობს ნადირაძე.

ნადირაძე თავისუფალ მედიას მხნეობისკენ მოუწოდებს და ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციოს შემდეგ, „ოცნება“ უკვე ტელევიზიებს მიადგება და შემდეგი გაჩერება დამოუკიდებელი მედია იქნება.

გიყურებთ სულ და კიდევ კარგი არსებობთ და დარჩით ამ თავისუფალ სივრცეში. ყოჩაღად ვართ, მხნედ ვართ, აქ ჩვენზე სადარდებელი არაფერი არ არის, თქვენზე ვნერვიულობთ, სიმართლე რომ გითხრათ. ძალიან მძიმე მდგომარეობაში რომ ვართ ქვეყანა, ეგ ჩემზე კარგად კი იცით. ჩვენზე სადარდებელი არ არის, უარესებისთვის გაუძლიათ, კი არ შევედრები იმ დიდ ხალხს, მერაბიდან დაწყებული, ზვიადით დამთავრებული, ხალხი ისეთებს უძლებდა, იმასთან შედარებით ხმას ვერ ამოვიღებთ. მთავარია, მანდ იყოთ მხნედ, ძალიან მადარდებს ტელევიზიების ამბები, სიმართლე რომ გითხრათ, რადგან ალბათ ამ საკონსტიტუციოს შემდეგ, შემდეგ გაჩერება ტელევიზიები იქნება, ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თქვენ იყოთ მხნედ, – ამბობს ნადირაძე. 

ირაკლი ნადირაძეს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარე განაჩენს არ ეთანხმება და გადაწყვეტილება გასაჩივრებული აქვს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი
ახალი ამბები

მხოლოდ თიბისის ბიზნეს ინტერნეტ და მობაილბანკში, მოითხოვეთ თქვენზე მორგებული ვალუტის კურსი

15:24 11-09-2026
გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?
ახალი ამბები

გინეკოლოგთან ვიზიტი – რამდენად ხშირად არის საჭირო პროფილაქტიკური შემოწმება?

15:21 11-09-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

15:16 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved